მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206781.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ხომ დამხვდებით, გოგოებო, როგორც იცით ხოლმე? – თქვა ლორიმ, როცა დებს ეტლში ასვლაში მიეხმარა მას მერე, რაც იმ დღის სიხარული უკან დარჩა.
"You'll come and meet me as usual, girls?" Laurie said, as he put the sisters into the carriage after the joys of the day were over.
206782.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
„გოგოებოო“, თქვა, მაგრამ ჯო იგულისხმა, რადგან ის ერთიღა ერთგულობდა ძველ ჩვეულებას.
He said "girls", but he meant Jo, for she was the only one who kept up the old custom.
206783.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ჯომ უარი ვერ უთხრა თავის ბრწყინვალე და ესოდენ წარმატებულ ბიჭს და თბილად უპასუხა:
She had not the heart to refuse her splendid, successful boy anything, and answered warmly...
206784.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– მოვალ, ტედი, გინდ დარი იყოს და გინდ ავდარი, სამხედრო ნაბიჯით აგივლ-ჩაგივლი წინ, თან ვარგანზე შევასრულებ „გმირს მივესალმოთ, დიდებით მოსილს!“.
"I'll come, Teddy, rain or shine, and march before you, playing 'Hail the conquering hero comes' on a jew's-harp".
206785.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ლორიმ ისეთი მზერით გადაუხადა მადლობა, რომ ჯოს ელეთმელეთი მოუვიდა.
Laurie thanked her with a look that made her think in a sudden panic.
206786.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ვიცი, რომ რაღაცას მეტყვის და მერე რაღა ვქნა?
I know he'll say something, and then what shall I do?
206787.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– ვარგანი სად არის, ჯო? – წამოიძახა ლორიმ.
"Where's the jew's-harp, Jo?" cried Laurie.
206788.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– დამავიწყდა, – და ჯომ ისევ მოიცა გული, რადგან ეს სალამი შეყვარებულისას არ ჰგავდა.
"I forgot it." And Jo took heart again, for that salutation could not be called lover-like.
206789.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ასეთ დროს წინათ მუდამ ხელს გაუყრიდა ხოლმე ლორის, ახლა კი თავი შეიკავა და იმასაც არ დაუჩივლია, რაც ცუდი ნიშანი იყო, სამაგიეროდ სხაპასხუპით ალაპარაკდა.
She always used to take his arm on these occasions, now she did not, and he made no complaint, which was a bad sign, but talked on rapidly.
206790.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
საუბარი დუმილის მორიგ ჭაში ჩავარდნისგან რომ დაეხსნა, ჯომ აჩქარებით თქვა: – ახლა ერთი კარგი არდადეგები გეკუთვნის. – მეც მაგას ვაპირებ.
To rescue the conversation from one of the wells of silence into which it kept falling, Jo said hastily, "Now you must have a good long holiday!" "I intend to."
206791.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– არ გინდა, ტედი, გეხვეწები! – მინდა და უნდა მომისმინო.
"No, Teddy. Please don't!" "I will, and you must hear me".
206792.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
აზრი არა აქვს, ჯო. ყველაფერი ბოლომდე უნდა გავარკვიოთ და რაც მალე, ის აჯობებს შენთვისაც და ჩემთვისაც, – მოუჭრა მან და მღელვარებისგან აწითლდა.
It's no use, Jo, we've got to have it out, and the sooner the better for both of us," he answered, getting flushed and excited all at once.
206793.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– მაშ, თქვი, რაც გინდა. მოგისმენ, – მოთმინებით მიუგო ჯომ, რაკი სხვა საშველი არ იყო.
"Say what you like then. I'll listen," said Jo, with a desperate sort of patience.
206794.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– რაც გაგიცანი, მას მერე მიყვარხარ, ჯო. ისე კეთილად მექცეოდი, სხვანაირად როგორ იქნებოდა. ვცდილობდი, მეჩვენებინა, მაგრამ ნებას არ მაძლევდი.
"I've loved you ever since I've known you, Jo, couldn't help it, you've been so good to me. I've tried to show it, but you wouldn't let me.
206795.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ახლა უნდა მომისმინო და პასუხი მითხრა, იმიტომ რომ ასე ვეღარ გავაგრძელებ.
Now I'm going to make you hear, and give me an answer, for I can't go on so any longer."
206796.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– მინდოდა, ეს ლაპარაკი აგრიდებოდა. მეგონა, აქამდეც მიხვდებოდი... – დაიწყო ჯომ და მიხვდა, რომ ახსნა-განმარტება მოსალოდნელზე უფრო გაუჭირდა.
"I wanted to save you this. I thought you'd understand..." began Jo, finding it a great deal harder than she expected.
206797.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– ვიცი, მაგრამ გოგოები ისეთი უცნაური ხალხია, ვერ გაიგებ, რა აქვთ გუნებაში.
I know, but the girls are so queer you never know what they mean.
206798.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ჰოს თქმა რომ უნდათ, არას ამბობენ. ოღონდაც თავი გაირთონ და კაცი ჭკუაზე გადაჰყავთ.
They say no when they mean yes, and drive a man out of his wits just for the fun of it.
206799.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
უფრო შემიყვარდი და თავი არ დამიზოგავს, ვსწავლობდი, რომ შენთვის მეამებინა, ბილიარდსაც თავი დავანებე და იმ ყველაფერსაც, რაც არ მოგწონს, ველოდი და ერთი არ დამიჩივლია: იმედი მქონდა, შემიყვარებდი, თუმცა იმის ნახევარიც არა ვარ, რაც...
I only loved you all the more, and I worked hard to please you, and I gave up billiards and everything you didn't like, and waited and never complained, for I hoped you'd love me, though I'm not half good enough...
206800.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– აქ ხმა ჩაუწყდა და რაკი სხვა ვერაფერი მოახერხა, ბაიებს მიადგა და თავებს აწყვეტდა, სანამ „წყეულ ყელს“ ჩაიწმენდდა.
Here there was a choke that couldn't be controlled, so he decapitated buttercups while he cleared his "confounded throat".