მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206801.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– კარგი ხარ, კარგი. ჩემთვის ზედმეტად კარგიც კი. მადლობელი ვარ, მეამაყები და მიყვარხარ, ოღონდ არ ვიცი, რატომ ვერ ვახერხებ ისე მიყვარდე, შენ რომ გინდა.
You, you are, you're a great deal too good for me, and I'm so grateful to you, and so proud and fond of you, I don't know why I can't love you as you want me to.
206802.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ერთბაშად გაჩერდა, ორივე ხელი დაუჭირა, ჰკითხა ეს და ისეთნაირად შეხედა, რომ დიდხანს ვერ დაივიწყა ეს მზერა.
He stopped short, and caught both her hands as he put his question with a look that she did not soon forget.
206803.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ხავსით დაფარულ ბოძს მიადო თავი და ისე უძრავად იდგა, რომ ჯო შეშინდა.
So he just laid his head down on the mossy post, and stood so still that Jo was frightened.
206804.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– ოჰ, ტედი, ძალიან ვდარდობ, მეტი რომ არ იქნება, ისე ძალიან. თავს მოვიკლავდი, მაგით რომ ვუშველიდე საქმეს! არ მინდა, ასე მძიმედ განიცადო, თავს ვერაფერს ვუხერხებ.
"Oh, Teddy, I'm sorry, so desperately sorry, I could kill myself if it would do any good! I wish you wouldn't take it so hard, I can't help it.
206805.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ამას ხანგრძლივი პაუზა მოჰყვა. შაშვი უდარდელად გალობდა მდინარის პირას, ტირიფზე; ქარი მაღალ ბალახს აშრიალებდა.
There was a long pause, while a blackbird sung blithely on the willow by the river, and the tall grass rustled in the wind.
206806.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ჯო გადასასვლელის საფეხურზე ჩამოჯდა და უცებ ძალიან სერიოზულად თქვა: – ლორი, რაღაც უნდა გითხრა.
Presently Jo said very soberly, as she sat down on the step of the stile, "Laurie, I want to tell you something.
206807.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ის ისე შეკრთა, თითქოს ესროლესო, მოწყვეტით აიქნია თავი და გაშმაგებით შეჰყვირა: – არ მითხრა, ჯო, ახლა მაგას ვერ ავიტან!
He started as if he had been shot, threw up his head, and cried out in a fierce tone, "Don't tell me that, Jo, I can't bear it now!"
206808.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– რომ ის ბებერი კაცი გიყვარს.
"That you love that old man".
206809.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– რომელი ბებერი კაცი? – ჩაეკითხა ჯო და გაიფიქრა, ალბათ პაპამისს გულისხმობსო.
"What old man?" demanded Jo, thinking he must mean his grandfather.
206810.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
თუ მეტყვი, მიყვარსო, ვიცი, რომ უბედურებას დავატრიალებ, – და ისე შეკრა მუშტები და ისე დაკვესა თვალები, რომ კაცი იფიქრებდა, სიტყვას არ გადავაო.
"If you say you love him, I know I shall do something desperate;" and he looked as if he would keep his word, as he clenched his hands with a wrathful spark in his eyes.
206811.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ჯოს კინაღამ გაეცინა, მაგრამ თავი შეიკავა და თბილად უთხრა, თუმცა თანდათან თვითონაც აიტანა მღელვარებამ:
Jo wanted to laugh, but restrained herself and said warmly, for she too, was getting excited with all this.
206812.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– ნუ ილანძღები, ტედი! არც ბებერია და არც ცუდი. კარგი და კეთილი ადამიანია, შენ მერე – ჩემი უახლოესი მეგობარი.
Don't swear, Teddy! He isn't old, nor anything bad, but good and kind, and the best friend I've got, next to you.
206813.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
კეთილად მინდა მოვიქცე, მაგრამ მეწყინება, თუკი ჩემს პროფესორს გამილანძღავ.
I want to be kind, but I know I shall get angry if you abuse my Professor.
206814.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
არც იმას ვუპირებ შეყვარებას და არც სხვა ვინმეს.
I haven't the least idea of loving him or anybody else.
206815.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– ჰო, მაგრამ გავა ხანი და შეიყვარებ და მე რაღა მეშველება?
"But you will after a while, and then what will become of me?"
206816.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– შენც ვინმეს შეიყვარებ; შენ ხომ ჭკვიანი ბიჭი ხარ და ეს გულისტკივილი დაგავიწყდება.
"You'll love someone else too, like a sensible boy, and forget all this trouble."
206817.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– არც სხვა ვინმეს შევიყვარებ და არც შენ დაგივიწყებ, ჯო! არა და არა! – და ამ მგზნებარე სიტყვების ხაზგასასმელად ფეხი დააბაკუნა.
"I can't love anyone else, and I'll never forget you, Jo, Never! Never!" with a stamp to emphasize his passionate words.
206818.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– რა ვქნა, რა ვუყო? – ამოიხვნეშა ჯომ, რაკი მიხვდა, რომ გრძნობები იმაზე ძნელად სამართავი გამოდგა, ვიდრე ეგონა, – არ ისმენ, რის თქმაც მინდა.
"What shall I do with him?" sighed Jo, finding that emotions were more unmanagable than she expected. "You haven't heard what I wanted to tell you.
206819.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
დაჯექი და მომისმინე: მე ხომ მართლაც მინდა, სწორად მოვიქცე და გაგაბედნიერო, – თქვა იმ იმედით, იქნებ ცოტაოდენი მსჯელობით დავაშოშმინოო, რაც იმის დასტური იყო, რომ სიყვარულისა არაფერი გაეგებოდა.
Sit down and listen, for indeed I want to do right and make you happy," she said, hoping to soothe him with a little reason, which proved that she knew nothing about love.
206820.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ლორიმ მის ბოლო სიტყვებში იმედის ნაპერწკალი დაინახა, მაშინვე ბალახზე დაეშვა მის ფერხთით, ცალი ხელით გადასაბიჯებლის ქვედა საფეხურს დაეყრდნო და მომლოდინე მზერით ახედა ჯოს.
Seeing a ray of hope in that last speech, Laurie threw himself down on the grass at her feet, leaned his arm on the lower step of the stile, and looked up at her with an expectant face.