მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206821.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ნელა შეუტრიალა თავი და ალაპარაკდა, თან კი ნაზად უსვამდა ხელს ხუჭუჭა თმაზე, რომელიც მისი ხათრით გაიზარდა, რაც, ცხადია, გულისამაჩუყებელი იყო:
She gently turned his head away, saying, as she stroked the wavy hair which had been allowed to grow for her sake—how touching that was, to be sure!
206822.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– მე დედას ვეთანხმები: ერთმანეთს არ შევეფერებით: ჩვენი სიფიცხე და ნებისყოფა ალბათ ორივეს გაგვაუბედურებდა, თუკი სისულელეს ვიზამდით და...
"I agree with Mother that you and I are not suited to each other, because our quick tempers and strong wills would probably make us very miserable, if we were so foolish as to..."
206823.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– ჯო ცოტა შეყოყმანდა ბოლო სიტყვის წინ, სამაგიეროდ ლორიმ აღტაცებით შეაგება: – დავქორწინდებოდით.
Jo paused a little over the last word, but Laurie uttered it with a rapturous expression. "Marry".
206824.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ვცადე და ვერ მოვახერხე. ასეთი სერიოზული ექსპერიმენტით სარისკოდ ვერ გავხდი ჩვენს ბედნიერებას.
I've tried and failed, and I won't risk our happiness by such a serious experiment.
206825.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– დაშოშმინდი და საღად შეხედე ამ საქმეს, – შეემუდარა ლამის სასოწარკვეთილებამდე მისული ჯო.
"Now do be reasonable, and take a sensible view of the case," implored Jo, almost at her wit's end.
206826.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– არ დავშოშმინდები. არ მინდა, შენი თქმით, „საღად“ შევხედო ამ საქმეს, იმიტომ რომ ეგ მე ვერაფერს მიშველის
"I won't be reasonable. I don't want to take what you call "a sensible view". It won't help me.
206827.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
მგონი, საერთოდაც უგულო ხარ.
I don't believe you've got any heart.
206828.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ხმაში კანკალი შეერია ჯოს. ლორის ეს სასიკეთოდ ეჩვენა, მიუბრუნდა და, რაც კი დარწმუნების უნარი ჰქონდა, მთლიანად ჩააქსოვა თავის შემპარავ ტონს, რომელიც არასოდეს ყოფილა ესოდენ სახიფათოდ შემპარავი:
There was a little quiver in Jo's voice, and thinking it a good omen, Laurie turned round, bringing all his persuasive powers to bear as he said, in the wheedlesome tone that had never been so dangerously wheedlesome before.
206829.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– იმედს ნუ გაგვიცრუებ, საყვარელო! ყველანი მოლოდინში არიან.
"Don't disappoint us, dear! Everyone expects it.
206830.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
თვეები გავიდა და ჯოს კვლავაც უკვირდა, როგორ ეყო საიმისო ძალა, რომ უდრეკად დამდგარიყო იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მაშინ მიიღო, როცა მიხვდა, არ მიყვარს ჩემი ბიჭი და ვერც შევიყვარებო.
Not until months afterward did Jo understand how she had the strength of mind to hold fast to the resolution she had made when she decided that she did not love her boy, and never could.
206831.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა: იცოდა, პასუხის გადადება უსარგებლოც იქნებოდა და სასტიკიც.
It was very hard to do, but she did it, knowing that delay was both useless and cruel.
206832.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– „ჰოს“ გულით ვერ ვიტყვი, ამიტომაც საერთოდ არ ვიტყვი.
"I can't say "yes" truly, so I won't say it at all.
206833.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
მერე და მერე მიხვდები, რომ მართალი ვარ და მადლობას მეტყვი... – დაიწყო დიდი ამბით.
You'll see that I'm right, by-and-by, and thank me for it..." she began solemnly.
206834.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– ცოტა ხანში გადაგივლის, გაიცნობ ვინმე ლამაზ, კარგად გაზრდილ გოგოს, რომელიც აღტაცებაში მოვა შენით და შენი მშვენიერი სახლის მშვენიერ დიასახლისად აქცევ.
"You'll get over this after a while, and find some lovely accomplished girl, who will adore you, and make a fine mistress for your fine house.
206835.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– სხვა კიდევ რა? – ჰკითხა ლორიმ, რომელმაც გაჭირვებით მოისმინა ასე ფიცხად ამოხეთქილი წინასწარმეტყველება.
"Anything more?" asked Laurie, finding it hard to listen patiently to this prophetic burst.
206836.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– სხვა არაფერი. მარტო ის, რომ ალბათ, საერთოდაც არ გავთხოვდები.
Nothing more, except that I don't believe I shall ever marry.
206837.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ისედაც კმაყოფილი ვარ და, თან, ისე მიყვარს ეს ჩემი თავისუფლება, რომ არ მეჩქარება, რომელიმე მოკვდავი კაცის გულისთვის დავთმო.
I'm happy as I am, and love my liberty too well to be in a hurry to give it up for any mortal man.
206838.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– მე უფრო კარგად ვიცი! – გააწყვეტინა ლორიმ, – ეგ ახლა გგონია ეგრე, მაგრამ მოვა, დრო, შეგიყვარდება ვინმე და თავს დაკარგავ, მისთვის იცოცხლებ და მოკვდები.
"I know better!" broke in Laurie. "You think so now, but there'll come a time when you will care for somebody, and you'll love him tremendously, and live and die for him.
206839.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ვიცი, რომ ეგრე იქნება, ეგეთი ხარ, მე კი უნდა ვიდგე და ვუყურო, – და სასოწარკვეთილმა მიჯნურმა ისეთი ჟესტით დაანარცხა შლაპა მიწაზე, რომ კომიკური გამოჩნდებოდა, რომ არა მისი ესოდენ ტრაგიკული სახე.
"I know you will, it's your way, and I shall have to stand by and see it," and the despairing lover cast his hat upon the ground with a gesture that would have seemed comical, if his face had not been so tragic.
206840.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– ჰო, მისთვის ვიცოცხლებ და მოვკვდები, თუკი ოდესმე მოვა და ჩემს უნებურად შემაყვარებს თავს, შენ კი ის უნდა ქნა, რაც შენს ხელთ არის!
"Yes, I will live and die for him, if he ever comes and makes me love him in spite of myself, and you must do the best you can!"