მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206841.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
მუდამ მეყვარები, ძალიან მეყვარები, როგორც მეგობარი, ცოლად კი არ გამოგყვები და რაც უფრო მალე დაიჯერებ მაგას, მით უკეთესი შენთვისაც და ჩემთვისაც.
I shall always be fond of you, very fond indeed, as a friend, but I'll never marry you, and the sooner you believe it the better for both of u.
206842.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ლორი ჯერ ისე მიაშტერდა, თითქოს არ იცის, რა იღონოსო, მერე კი ერთბაშად პირი იბრუნა და სასოწარკვეთით უთხრა: – ერთ დღეს ინანებ, ჯო.
Laurie looked at her a minute as if he did not quite know what to do with himself, then turned sharply away, saying in a desperate sort of tone, "You'll be sorry some day, Jo."
206843.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– ვაიმე, სად მიდიხარ? – მიაყვირა მან, რადგან მისმა სახემ შეაშინა.
"Oh, where are you going?" she cried, for his face frightened her.
206844.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
როცა ლორი მდინარისკენ გაექანა, ჯოს წამით გული გაუჩერდა, მაგრამ ყმაწვილკაცმა რომ სიკვდილი მოიწადინოს, საამისოდ დიდი სიგიჟე, ცოდვა ან უბედურებაა საჭირო, ლორი კი ისეთი სუსტი არ იყო, ერთ მარცხს გაეტეხა.
For a minute Jo's heart stood still, as he swung himself down the bank toward the river, but it takes much folly, sin or misery to send a young man to a violent death, and Laurie was not one of the weak sort who are conquered by a single failure.
206845.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ფიქრადაც არ მოსვლია, მელოდრამატულად გადავეშვებიო, მაგრამ რაღაც ბრმა ინსტინქტმა მოასროლინა ნავში შლაპა და პიჯაკი, მერე კი მთელი ძალ-ღონით დააწვა ნიჩბებს და იმაზე უფრო სწრაფად აჰყვა დინებას, ვიდრე ოდესმე აჰყოლია.
He had no thought of a melodramatic plunge, but some blind instinct led him to fling hat and coat into his boat, and row away with all his might, making better time up the river than he had done in any race.
206846.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– ეს რბოლა არგებს და ისეთ ნაზ, მონანიე გუნებაზე მოვა შინ, რომ ვერ გავბედავ და ვერ დავენახვები, – თქვა ჯომ და ისე წალასლასდა სახლისკენ, თითქოს ვინმე უცოდველი სულიერი მოკლა და ფოთლებში ჩაფლაო, მერე კი დაამატა:
"That will do him good, and he'll come home in such a tender, penitent state of mind, that I shan't dare to see him," she said, adding, as she went slowly home, feeling as if she had murdered some innocent thing, and buried it under the leaves.
206847.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– მისტერ ლორენსთან უნდა მივიდე და შევამზადო, რომ რაც შეიძლება ალერსიანად მოექცეს ჩემს საწყალ ბიჭს.
Now I must go and prepare Mr. Laurence to be very kind to my poor boy.
206848.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ბეთი მაინც შეყვარებოდა! თუმცა, ვინ იცის, იქნებ დროთა განმავლობაში ასეც მოხდეს, მაგრამ თანდათან მაინც მგონია, რომ ბეთის ამბავში შევცდი.
I wish he'd love Beth, perhaps he may in time, but I begin to think I was mistaken about her.
206849.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
რა მოსწონთ ამ გოგოებს იმისა, რომ თაყვანისმცემლები იყოლიონ და მერე უარით გაისტუმრონ? მე თუ მკითხავ, საზიზღრობაა.
How can girls like to have lovers and refuse them? I think it's dreadful.
206850.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
რაკი დარწმუნებული იყო, ამ საქმეს ჩემზე კარგად ვერავინ მოუვლისო, პირდაპირ მისტერ ლორენსს მიადგა და მამაცურად უთხრა ძნელი სათქმელი, მერე კი თავი ვერ შეიკავა და ისე მწარედ ატირდა, ასეთი უგრძნობელი რად ვარო, რომ კეთილ ბერიკაცს საყვედური არ დასცდენია, თუმცა ამ ამბავმა გული მოუკლა.
Being sure that no one could do it so well as herself, she went straight to Mr. Laurence, told the hard story bravely through, and then broke down, crying so dismally over her own insensibility that the kind old gentleman, though sorely disappointed, did not utter a reproach.
206851.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
გაუჭირდა იმის გაგება, რომ რომელიმე გოგოს მისი ლორი არ უყვარდა და თავი დაიიმედა, გადაიფიქრებსო, თუმცა თავად ჯოზე უკეთესად იცოდა, რომ სიყვარული ძალად არ იქნება, ამიტომაც, დარდიანად გადააქნია თავი და გადაწყვიტა, შვილიშვილი ხიფათისთვის გაერიდებინა, რადგან იმ სიტყვებმა, რაც ფიცხმა ყმაწვილმა გამოთხოვებისას მიაძახა ჯოს, იმაზე მეტად შეაფიქრიანა, ვიდრე აღიარებდა.
He found it difficult to understand how any girl could help loving Laurie, and hoped she would change her mind, but he knew even better than Jo that love cannot be forced, so he shook his head sadly and resolved to carry his boy out of harm's way, for Young Impetuosity's parting words to Jo disturbed him more than he would confess.
206852.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
როცა ლორი შინ დაბრუნდა დაღლილი, მაგრამ საკმარისად დაშოშმინებული, პაპა ისე შეხვდა, თითქოს არაფერი იცისო.
When Laurie came home, dead tired but quite composed, his grandfather met him as if he knew nothing.
206853.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
სანამ შეძლო, აიტანა, მერე კი როიალს მიუჯდა და დაკვრა დაიწყო.
He bore it as long as he could, then went to his piano and began to play.
206854.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ფანჯრები ღია ჰქონდათ და პირველად იყო, რომ ბაღში ბეთთან ერთად მოსეირნე ჯოს დაზე უკეთესად ესმოდა მუსიკა, „პათეტიკურ სონატას“ უკრავდა და თანაც, ისე, როგორც არასოდეს.
The windows were open, and Jo, walking in the garden with Beth, for once understood music better than her sister, for he played the "Sonata Pathetique", and played it as he never did before.
206855.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– მე თუ მკითხავ, ძალიან კარგია, მაგრამ ისეთი სევდიანი, რომ ცრემლს მოგგვრის.
That's very fine, I dare say, but it's sad enough to make one cry.
206856.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ლორიმ უფრო ხალისიანი მელოდია დაიწყო, რამდენიმე წუთს ქარიშხლიანად უკრავდა და იქნებ ვაჟკაცურადაც ჩაებარებინა ეს გამოცდა, მაგრამ როცა მუსიკა წამიერად მიწყნარდა, მისის მარჩის ხმა გაისმა: – ჯო, ჩემო კარგო, მოდი, მჭირდები.
Laurie dashed into a livelier strain, played stormily for several minutes, and would have got through bravely, if in a momentary lull Mrs. March's voice had not been heard calling, "Jo, dear, come in. I want you."
206857.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ლორისაც ხომ სწორედ ამ სიტყვების თქმა უნდოდა, ოღონდ სხვა მნიშვნელობით!
Just what Laurie longed to say, with a different meaning!
206858.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– ამის ატანა არ შემიძლია, – წაიდუდუნა მოხუცმა ჯენტლმენმა, წამოდგა, ხელის ცეცებით მივიდა როიალთან, ლორის სიყვარულით დააწყო ხელები ფართო ბეჭებზე და ქალივით ალერსიანად უთხრა: – ვიცი, ჩემო ბიჭო, ვიცი.
"I can't stand this," muttered the old gentleman. Up he got, groped his way to the piano, laid a kind hand on either of the broad shoulders, and said, as gently as a woman, "I know, my boy, I know."
206859.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ცოტა ხანს პასუხი არ მიუღია, მერე კი ლორიმ მკვახედ ჰკითხა: – ვინ გითხრათ? – თვითონ ჯომ.
No answer for an instant, then Laurie asked sharply, "Who told you?" "Jo herself".
206860.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– ახლა ალბათ შინ დარჩენა არ მოგინდება, ხომ?
"You won't care to stay at home now, perhaps?"