მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206861.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– გოგოს ხომ არ გავექცევი. ჯო თავის ნახვას ვერ დამიშლის და რამდენ ხანსაც მინდა, იმდენ ხანს დავრჩები, – გამომწვევად მიახალა ლორიმ.
"I don't intend to run away from a girl. Jo can't prevent my seeing her, and I shall stay and do it as long as I like," interrupted Laurie in a defiant tone.
206862.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
მეც გულნატკენი დავრჩი, მაგრამ იმ გოგომაც რა ქნას?! ჰოდა, ისღა გრჩება, ცოტა ხნით მოერიდო. სად გირჩევნია წასვლა?
I'm disappointed, but the girl can't help it, and the only thing left for you to do is to go away for a time. Where will you go?"
206863.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– სადაც იქნება. სულ ერთია, რა მომივა, – უდარდელი სიცილით წამოდგა ლორი და ამ სიცილმა პაპამისს ყური მოსჭრა.
"Anywhere. I don't care what becomes of me," and Laurie got up with a reckless laugh that grated on his grandfather's ear.
206864.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– კაცურად გაუძელი ამ ამბავს და, თუ ღმერთი გწამს, უგუნურება არაფერი ჩაიდინო.
Take it like a man, and don't do anything rash, for God's sake.
206865.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
რატომ არ უნდა წახვიდე უცხოეთში – ხომ აპირებდი – და დაივიწყო? – არ შემიძლია.
Why not go abroad, as you planned, and forget it? "I can't."
206866.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– ჰო, მაგრამ აკი გინდოდა და მეც დაგპირდი, დაამთავრე უნივერსიტეტი და წადი-მეთქი.
"But you've been wild to go, and I promised you should when you got through college".
206867.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– ოღონდ მარტო კი არ ვაპირებდი წასვლას! – და ლორიმ სწრაფი ბოლთა დასცა ოთახში, ისეთი სახე ჰქონდა, კიდევ კარგი, პაპა ვერ ხედავდა.
"Ah, but I didn't mean to go alone!" and Laurie walked fast through the room with an expression which it was well his grandfather did not see.
206868.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ლორი ისეთივე სისწრაფით მიეჭრა პაპას, რა სისწრაფითაც წეღან გაშორდა, გაუწოდა ხელი და ხმაჩახრინწულმა უთხრა: – ეგოისტი პირუტყვი ვარ, მაგრამ... ხომ გესმით... პაპა...
Laurie came back as quickly as he went, and put out his hand, saying huskily, "I'm a selfish brute, but—you know—Grandfather—"
206869.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– ღმერთო, მიშველე! ვიცი, ვიცი, მეც გამომივლია – ერთხელ ყმაწილკაცობაში და მეორედ – მამაშენთან.
"Lord help me, yes, I do know, for I've been through it all before, once in my own young days, and then with your father.
206870.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
მოდი, ჩემო საყვარელო ბიჭო, წყნარად დაჯექი და მოისმინე ჩემი გეგმა.
Now, my dear boy, just sit quietly down and hear my plan.
206871.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– ლონდონში საქმე მაქვს და მიხედვა სჭირდება.
There is business in London that needs looking after.
206872.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ჯერ ვიფიქრე, შენთვის მომენდო, მაგრამ მე უკეთესად მოვუვლი, აქ კი უჩემოდაც სანაქებოდ იქნება ყველაფერი, ბრუკი მიხედავს.
I meant you should attend to it, but I can do it better myself, and things here will get on very well with Brooke to manage them.
206873.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ისედაც ლამის ყველაფერს ჩემი პარტნიორები აკეთებენ, მე მარტო თანამდებობა მიჭირავს, სანამ შენ არ შემცვლი.
My partners do almost everything, I'm merely holding on until you take my place.
206874.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– ჰო, მაგრამ მოგზაურობა რომ გეჯავრებათ? თქვენი ხნის კაცს ეგ როგორ გთხოვოთ? – დაიწყო ლორიმ; მადლობელი იყო მსხვერპლისთვის, მაგრამ ერჩია, თუ წასვლა იქნებოდა, მარტო წასულიყო.
"But you hate traveling, Sir. I can't ask it of you at your age," began Laurie, who was grateful for the sacrifice, but much preferred to go alone, if he went at all.
206875.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
მოხუცებულ ჯენტლმენს ჩინებულად მოეხსენებოდა ეს ამბავი და სწორედ ამის არიდებას ცდილობდა: ისეთ გუნებაზე ჰყავდა შვილიშვილი, რომ დარწმუნებით იცოდა, უგუნურება იქნებოდა, თავის ნებაზე მიეშვა.
The old gentleman knew that perfectly well, and particularly desired to prevent it, for the mood in which he found his grandson assured him that it would not be wise to leave him to his own devices.
206876.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ლორი მოუთმენლად აცმუტდა, რაც იმის მაჩვენებელი იყო რომ ან სავარძელში ჯდომა ეძნელებოდა და ან გეგმას იწუნებდა, ამიტომაც ბერიკაცმა აჩქარებით დაუმატა: – არც ხელს შეგიშლი და არც ტვირთად დაგაწვები.
A restless movement from Laurie suggested that his chair was not easy, or that he did not like the plan, and made the old man add hastily, "I don't mean to be a marplot or a burden.
206877.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
არ გეგონოს კუდში დევნა დაგიწყო: შენ, სადაც მოგინდეს, იქ წადი, მე კი ჩემებურად შევიქცევ თავს.
I don't intend to gad about with you, but leave you free to go where you like, while I amuse myself in my own way.
206878.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ლონდონ-პარიზში მეგობრები მყვანან და მოვინახულებ, შენ კი წადი იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში – სადაც მოგეგუნებოს – და დატკბი მხატვრობით, მუსიკითა და თავგადასავლებით, რაც შენს სულსა და გულს ეამება.
I've friends in London and Paris, and should like to visit them. Meantime you can go to Italy, Germany, Switzerland, where you will, and enjoy pictures, music, and adventures to your heart's content".
206879.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
მართალია, იმ წუთს ლორი წინანდებურად გრძნობდა, რომ მისი გული მკვდარი იყო, ხოლო ქვეყანა – ხრიოკი უდაბნო, მაგრამ ზოგიერთი სიტყვის გაგონებაზე, რომლებიც მოხუცმა ჯენტლმენმა ეშმაკურად ჩართო ბოლო წინადადებაში, მკვდარი გული მოულოდნელად შეუფრთხიალდა, ხოლო ხრიოკ უდაბნოში ერთი-ორი ოაზისი გაჩნდა.
Now, Laurie felt just then that his heart was entirely broken and the world a howling wilderness, but at the sound of certain words which the old gentleman artfully introduced into his closing sentence, the broken heart gave an unexpected leap, and a green oasis or two suddenly appeared in the howling wilderness.
206880.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ამოიოხრა და მერე უსიცოცხლოდ თქვა: – როგორც გენებოთ, სერ. ჩემთვის სულერთია, სად წავალ და რას ვიზამ.
He sighed, and then said, in a spiritless tone, "Just as you like, Sir. It doesn't matter where I go or what I do".