მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206881.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
პირობა მომეცი, ლორი.
Promise me that, Laurie.
206882.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
„კარგია“, გაიფიქრა მოხუცმა ჯენტლმენმა, „ახლა კი სულერთი გეჩვენება, მაგრამ მოვა დრო, როცა ეს დაპირება ფათერაკს აგარიდებს – ან არადა, დიდად შემცდარი ვყოფილვარ“.
"Good," thought the old gentleman. "You don't care now, but there'll come a time when that promise will keep you out of mischief, or I'm much mistaken".
206883.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
იმ ხნის განმავლობაში, რაც მოსამზადებლად დასჭირდათ, ლორი ისე იქცეოდა, როგორც ასეთ დროს იქცევიან ყმაწვილი ჯენტლმენები.
During the time necessary for preparation, Laurie bore himself as young gentleman usually do in such cases.
206884.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ზოგი ტანჯულისგან განსხვავებით ლორი არც თვითონ ახსენებდა თავის უპასუხო ვნებას და არც სხვა ვინმეს (არც მისის მარჩს) აძლევდა იმის ნებას, რომ ნუგეში ეცა ან თანაგრძნობა გამოეთქვა.
Unlike some sufferers, he never spoke of his unrequited passion, and would allow no one, not even Mrs. March, to attempt consolation or offer sympathy.
206885.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ეს შვება გახლდათ მისი მეგობრებისთვის, თუმცა სანამ წავიდოდა, ის კვირები ძალზე უსიამო იყო და ყველას უხაროდა: „საბრალო, საყვარელი ბიჭი მიდის, რომ გულის ტკენა დაივიწყოს და ბედნიერი ჩამოვიდესო“.
This was a relief to his friends, but the weeks before his departure were very uncomfortable, and everyone rejoiced that the "poor, dear fellow was going away to forget his trouble, and come home happy".
206886.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ამ მხიარულებას არავისზე მოუხდენია შთაბეჭდილება, თუმცაღა მისი ხათრით ისე დაიჭირეს თავი, ვითომ მოახდინა. თვითონაც კარგად ეჭირა თავი, სანამ მისის მარჩმა არ აკოცა და დედობრივი ზრუნვით ყურში რაღაც არ ჩასჩურჩულა.
This gaiety did not impose upon anybody, but they tried to look as if it did for his sake, and he got on very well till Mrs. March kissed him, with a whisper full of motherly solicitude.
206887.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ცოტა ხანში ჯოც გაჰყვა, რომ ხელი დაექნია, თუკი მოიხედავდა.
Jo followed a minute after to wave her hand to him if he looked round.
206888.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
იმანაც მოიხედა, მობრუნდა, ჩაიხუტა ერთი საფეხურით მაღლა მდგომი და ისე ახედა, რომ ამ მზერამ კიდევ უფრო მჭევრმეტყველური და გულისამაჩუყებელი გახადა მისი მოკლე მუდარა:
He did look round, came back, put his arms about her as she stood on the step above him, and looked up at her with a face that made his short appeal eloquent and pathetic.
206889.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
– ტედი, საყვარელო, ნეტავი კი შემეძლოს!
"Teddy, dear, I wish I could!"
206890.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ეს იყო და ეს, თუ პატარა პაუზას არ ჩავთვლით.
That was all, except a little pause.
206891.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
მერე ლორი გასწორდა და თქვა: – კარგი, არა უშავს, – და აღარაფერი უთქვამს, ისე წავიდა.
Then Laurie straightened himself up, said, "It's all right, never mind," and went away without another word.
206892.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
მაგრამ კარგი არაფერი იყო და ჯოსთვის ძალიანაც უშავდა; და მისი სასტიკი პასუხის შემდეგ ხუჭუჭა თავი წამით მკლავზე რომ მიეხუტა, ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს საუკეთესო მეგობარი ხანჯლით განგმირაო, მერე კი, როცა იგი უკანმოუხედავად წავიდა, მიხვდა, რომ ლორი, მისი ბიჭი, დამბრუნებელი აღარ იყო.
Ah, but it wasn't all right, and Jo did mind, for while the curly head lay on her arm a minute after her hard answer, she felt as if she had stabbed her dearest friend, and when he left her without a look behind him, she knew that the boy Laurie never would come again.
206893.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ბეთის საიდუმლო.
BETH'S SECRET.
206894.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
იმ გაზაფხულზე შინ ჩამოსულ ჯოს ისეთი შეცვლილი დაუხვდა ბეთი, გაოგნებული დარჩა.
When Jo came home that spring, she had been struck with the change in Beth.
206895.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
მაგრამ როცა ლორი წავიდა და კვლავ სიმშვიდემ დაისადგურა, ბუნდოვანი შფოთვა გაუახლდა და აღარც მოშორებია.
But when Laurie was gone, and peace prevailed again, the vague anxiety returned and haunted her.
206896.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
აღიარა თავისი ცოდვები და შენდობა მიიღო, თუმცა როცა თავისი დანაზოგი გამოამზეურა და ბეთს მთაში წასვლა შესთავაზა, იმან სულითა და გულით გადაუხადა მადლობა, მაგრამ შეეხვეწა, შინიდან ასე შორს ნუ წამიყვანთო.
She had confessed her sins and been forgiven, but when she showed her savings and proposed a mountain trip, Beth had thanked her heartily, but begged not to go so far away from home.
206897.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
გადაწყდა, რომ ზღვაზე ხელმეორედ წასვლა უფრო მოუხდებოდა და რაკი დიდედა ვერასგზით ვერ დაარწმუნეს, ცოტა ხნით მაინც დაეტოვებინა პატარები, ჯომ თვითონვე წაიყვანა ბეთი ერთ წყნარ ზღვისპირა ქალაქში, სადაც დიდი ხნობით იქნებოდა სუფთა ჰაერზე და ზღვის ბრიზი მკრთალ ლოყებს მოუფერიანებდა.
Another little visit to the seashore would suit her better, and as Grandma could not be prevailed upon to leave the babies, Jo took Beth down to the quiet place, where she could live much in the open air, and let the fresh sea breezes blow a little color into her pale cheeks.
206898.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ის ქალაქი მოდური კურორტი არ იყო, თუმცა გოგონები იქ მყოფი საამური ხალხიდანაც კი ცოტა ვინმეს თუ დაუმეგობრდნენ, მარტო ყოფნა ერჩივნათ.
It was not a fashionable place, but even among the pleasant people there, the girls made few friends, preferring to live for one another.
206899.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ყველაფერი იყვნენ ერთმანეთისთვის და ისე მიდი-მოდიოდნენ, ვერც კი ხვდებოდნენ, რა ინტერესს იწვევდნენ გარშემომყოფებში, რომლებიც თანაგრძნობით აკვირდებოდნენ დებს – ერთს – ძლიერსა და მეორეს – სუსტს, წამითაც რომ არ შორდებოდნენ ერთმანეთს, თითქოსდა გუმანით ხვდებონენ, რომ ხანგრძლივი განშორება შორს აღარ იყო.
So they were all in all to each other, and came and went, quite unconscious of the interest they exited in those about them, who watched with sympathetic eyes the strong sister and the feeble one, always together, as if they felt instinctively that a long separation was not far away.
206900.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ჯოს ეჩვენებოდა, თითქოს მისსა და ბეთის გულებს შორის ფარდა ჩამოშვებულიყო, მაგრამ გაიწვდენდა თუ არა ხელს ამ ფარდის გადასაწევად, იქვე უჩნდებოდა შეგრძნება, რომ დუმილში რაღაც სიწმინდე იყო და ელოდა, ბეთი როდის იტყოდა რამეს.
Jo felt as if a veil had fallen between her heart and Beth's, but when she put out her hand to lift it up, there seemed something sacred in the silence, and she waited for Beth to speak.