მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206901.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
უკვირდა და, იმავდროულად, მადლობელი იყო ღმერთისა, რომ დედ-მამა, როგორც ეტყობოდა, ვერ ამჩნევდა იმას, რასაც იგი ხედავდა და ამ წყნარი კვირების განმავლობაში, როცა ჩამოწოლილი ჩრდილები უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდებოდა მისთვის, შინაურებს არაფერს სწერდა, რადგან დარწმუნებული იყო, ყველაფერს ისედაც მიხვდებოდნენ, როცა შინ დაბრუნებულ ბეთს უკეთესობას ვერ შეატყობდნენ.
She wondered, and was thankful also, that her parents did not seem to see what she saw, and during the quiet weeks when the shadows grew so plain to her, she said nothing of it to those at home, believing that it would tell itself when Beth came back no better.
206902.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ამაზე უფრო ხშირად ის ჰქონდა საფიქრალად, ხვდებოდა მისი და მწარე სიმართლეს თუ ვერა, და რა ფიქრები უტრიალებდა იმ გრძელი საათების განმავლობაში, როცა თბილ ქვებზე წამოწოლილს ჯოს კალთაში ედო თავი და მარგებელი ნიავი დასთამაშებდა, ფერხთით კი ზღვის მუსიკა უჟღერდა.
She wondered still more if her sister really guessed the hard truth, and what thoughts were passing through her mind during the long hours when she lay on the warm rocks with her head in Jo's lap, while the winds blew healthfully over her and the sea made music at her feet.
206903.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ერთ დღესაც ბეთი ალაპარაკდა.
One day Beth told her.
206904.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
თუმცაღა, იმდენი ვერაფერი იპოვა, რომ კმაყოფილი დარჩენილიყო: ლოყები ჩასცვენოდა, ხელებში კი ისე გამოსცლოდა ღონე, რომ იმ დილით შეგროვილი პატარა, ვარდისფერი ნიჟარებიც კი დაუცვივდა.
But she could not find enough to satisfy her, for the cheeks were very thin, and the hands seemed too feeble to hold even the rosy little shells they had been collecting.
206905.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
და მაშინ იყო, რომ კიდევ უფრო მტკივნეულად იგრძნო, ბეთი ნელ-ნელა ხელიდან მეცლებაო და უნებურად ჩაიკრა გულში თავისი უძვირფასესი განძი.
It came to her then more bitterly than ever that Beth was slowly drifting away from her, and her arms instinctively tightened their hold upon the dearest treasure she possessed.
206906.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
წუთით თვალებზე ბინდი გადაეკრა, მერე კი, როცა მზერა გადაეწმინდა, დაინახა, ბეთი ისე ნაზად ასცქეროდა, რომ ლამის იმის თქმაც კი არ სჭირდებოდა, რაც უთხრა: – ჯო, საყვარელო, მიხარია, რომ იცი. ვცდილობდი მეთქვა, მაგრამ ვერ ვახერხებდი.
For a minute her eyes were too dim for seeing, and when they cleared, Beth was looking up at her so tenderly that there was hardly any need for her to say, "Jo, dear, I'm glad you know it. I've tried to tell you, but I couldn't".
206907.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
პასუხი არ მიუღია, დამ მხოლოდ ლოყა მიაკრა ლოყაზე; ცრემლიც კი არ დაღვრილა: როცა ჯოს ღრმად შეძრავდა რამე, არ ტიროდა.
There was no answer except her sister's cheek against her own, not even tears, for when most deeply moved, Jo did not cry.
206908.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ახლა ორი დიდან ის უფრო სუსტი იყო და ბეთმა სცადა, ნუგეში ეცა და მხარში ამოსდგომოდა, მოეხვია და დამამშვიდებლად ჩასჩურჩულა ყურში:
She was the weaker then, and Beth tried to comfort and sustain her, with her arms about her and the soothing words she whispered in her ear.
206909.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
– დიდი ხანია, ვიცი, საყვარელო და უკვე მივეჩვიე. აღარც ამის ფიქრი მიჭირს და აღარც ატანა.
"I've known it for a good while, dear, and now I'm used to it, it isn't hard to think of or to bear.
206910.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
შენც ასე შეხედე და ჩემზე ნუ იდარდებ, იმიტომ რომ ამას არაფერი აჯობებს.
Try to see it so and don't be troubled about me, because it's best.
206911.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
– მაშ, მაგიტომ იყავი ასე ნაღვლიანი შემოდგომით, ბეთ?
Is this what made you so unhappy in the autumn, Beth?
206912.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ვცდილობდი მეფიქრა, ავადმყოფური ფანტაზიაა-მეთქი და არ მინდოდა ვინმე შემეწუხებინა.
I tried to think it was a sick fancy, and would not let it trouble anyone.
206913.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
მაგრამ როცა გხედავდით, ყველანი რა ჯანსაღები, ღონივრები და ბედნიერი გეგმებით სავსენი იყავით, მამძიმებდა იმის შეგრძნება, რომ თქვენნაირი ვეღარასოდეს ვიქნებოდი და მაშინ კი ძალიან მებრალებოდა თავი, ჯო.
But when I saw you all so well and strong and full of happy plans, it was hard to feel that I could never be like you, and then I was miserable, Jo.
206914.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
– ოჰ, ბეთ, და არაფერი მითხარი, საშუალება არ მომეცი, რომ მენუგეშებინე და მეშველა!
Oh, Beth, and you didn't tell me, didn't let me comfort and help you?
206915.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
როგორ გამემიჯნე და ყველაფერს სულ მარტო როგორ გაუძელი?
How could you shut me out, bear it all alone?
206916.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ჯოს ხმაში ნაზი საყვედური გამოსჭვიოდა, გული კი იმის ფიქრით ეკუმშებოდა, თუ რა განმარტოებული ბრძოლა უნდა გამოევლო ბეთს, სანამ ჯანმრთელობას, სიყვარულსა და სიცოცხლეს გამოეშვიდობებოდა და ასე უდრტვინველად იტვირთავდა თავის ჯვარს.
Jo's voice was full of tender reproach, and her heart ached to think of the solitary struggle that must have gone on while Beth learned to say goodbye to health, love, and life, and take up her cross so cheerfully.
206917.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
– შეიძლება შევცდი, მაგრამ ვცდილობდი, სწორად მოვქცეულიყავი.
Perhaps it was wrong, but I tried to do right.
206918.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
რა ეგოისტობა იქნებოდა თქვენი შეშინება, როცა დედა ამდენს ნერვიულობდა მეგზე, ემი წასული იყო, შენ კი – ბედნიერი ლორისთან ერთად – ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე ვფიქრობდი.
It would have been selfish to frighten you all when Marmee was so anxious about Meg, and Amy away, and you so happy with Laurie—at least I thought so then.
206919.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
– არადა, მეგონა, შენ გიყვარდა ლორი და იმიტომ წავედი, რომ ვერ შევიყვარე! – წამოიძახა ჯომ გახარებულმა, რაკი სიმართლის თქმის საშუალება მიეცა.
"And I thought you loved him, Beth, and I went away because I couldn't," cried Jo, glad to say all the truth.
206920.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ბეთი ისე გააოგნა ამ აზრმა, რომ ტკივილის მიუხედავად ჯოს გაეღიმა და ალერსიანად დაუმატა.
Beth looked so amazed at the idea that Jo smiled in spite of her pain, and added softly.