მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206921.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
– მართლა ძალიან მიყვარს.
I do love him dearly.
206922.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
მაგრამ ჩემთვის მხოლოდ ძმა იქნებოდა, სხვა არაფერი; და იმედი მაქვს, ერთხელაც მართლა გახდება ჩემი ძმა.
But he could never be anything to me but my brother. I hope he truly will be, sometime.
206923.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
– ოღონდ ჩემი მხრიდან არა, – მტკიცედ მიუგო ჯომ, – მისთვის ემიღა რჩება და, მშვენივრადაც შეეფერება, მაგრამ ახლა სამაგისოდ გული არა მაქვს და არ მადარდებს ვის რა ელის – შენ გარდა, ბეთ.
"Not through me," said Jo decidedly. "Amy is left for him, and they would suit excellently, but I have no heart for such things, now. I don't care what becomes of anybody but you, Beth.
206924.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
უნდა გამოკეთდე.
You must get well.
206925.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
– რომ იცოდე, მეც როგორ მინდა! ვცდილობ, მაგრამ დღითიდღე მეცლება ღონე და უფრო და უფრო ნათლად ვხვდები, რომ ვეღარც დავიბრუნებ.
I want to, oh, so much! I try, but every day I lose a little, and feel more sure that I shall never gain it back.
206926.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ვერ გაგიშვებ.
I can't let you go.
206927.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ვიშრომებ, ვილოცებ და ვიბრძოლებ მაგის წინააღმდეგ.
I'll work and pray and fight against it.
206928.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
თავს არ დავზოგავ და შეგინარჩუნებ.
I'll keep you in spite of everything.
206929.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
რაღაც საშუალებები ხომ იქნება! არ შეიძლება, რომ ძალიან დაგვიანებული იყოს.
There must be ways, it can't be too late.
206930.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ღმერთი ისეთი სასტიკი ხომ ვერ იქნება, რომ შენი თავი წამართვას! – ურჩად წამოიძახა საბრალო ჯომ, რომლის ხასითიც იმაზე გაცილებით ნაკლები ღვთისმოსაური მორჩილებით გამოირჩეოდა, ვიდრე – ბეთსა.
"God won't be so cruel as to take you from me," cried poor Jo rebelliously, for her spirit was far less piously submissive than Beth's.
206931.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
უბრალო, გულითადი ადამიანი იშვიათად თუ ახსენებს თავის ღვთისმოსაობას.
Simple, sincere people seldom speak much of their piety.
206932.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ეს მის მოქმედებაში უფრო ვლინდება, ვიდრე სიტყვებში და იმაზე მეტ გავლენას ახდენს გარშემომყოფებზე, ვიდრე ქადაგება თუ საზეიმო განცხადება.
It shows itself in acts rather than in words, and has more influence than homilies or protestations.
206933.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ბეთს არც განსჯა შეეძლო და არც ახსნა იმ რწმენისა, რომელიც იმის გამბედაობასა და მოთმინებას აძლევდა, რომ სიცოცხლეზე ხელი აეღო და უდრტვინველად დალოდებოდა სიკვდილს.
Beth could not reason upon or explain the faith that gave her courage and patience to give up life, and cheerfully wait for death.
206934.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
მიმნდობი ბავშვისა არ იყოს, შეკითხვები არ დაუსვამს, ყველაფერი ღმერთსა და ბუნებას მიანდო – ყველა ჩვენგანის მამასა და დედას – დარწმუნებულმა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ისინი ასწავლიდნენ და გაუმაგრებდნენ სულსა და გულს როგორც ამქვეყნიური, ისე იმქვეყნიური ცხოვრებისთვის.
Like a confiding child, she asked no questions, but left everything to God and nature, Father and Mother of us all, feeling sure that they, and they only, could teach and strengthen heart and spirit for this life and the life to come.
206935.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
არც ღვთისმოშიშ სიტყვებს ამბობდა და არც რამეს საყვედურობდა ჯოს. მხოლოდ უფრო მეტად უყვარდა მისი მგზნებარე მიჯაჭვულობისთვის და ილტვოდა მისთვის ძვირფასი ამ ადამიანური სიყვარულისკენ, რომლის წართმევა არასოდეს სურს მამას ჩვენსას და რომლის მეშვეობითაც კიდევ უფრო გვიზიდავს თავისკენ.
She did not rebuke Jo with saintly speeches, only loved her better for her passionate affection, and clung more closely to the dear human love, from which our Father never means us to be weaned, but through which He draws us closer to Himself.
206936.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ცოტა ხანში ბეთმა კვლავ დაიბრუნა უშფოთველობა და იკითხა: – შინ რომ ჩავალთ, ეტყვი?
By and by Beth said, with recovered serenity, "You'll tell them this when we go home?"
206937.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
– ალბათ, უთქმელადაც მიხვდებიან, – ამოიხვნეშა ჯომ. ეჩვენებოდა, ბეთი დღითიდღე იცვლებაო. – შეიძლება, ვერც მიხვდნენ.
"I think they will see it without words," sighed Jo, for now it seemed to her that Beth changed every day. "Perhaps not".
206938.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
გამიგია, ვისაც ყველაზე უფრო უყვარს, ყველაზე ბრმაა ასეთ რამეებში.
I've heard that the people who love best are often blindest to such things.
206939.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
თუ ვერ დაინახეს, ჩემ მაგივრად შენ უთხარი.
If they don't see it, you will tell them for me.
206940.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
არ მინდა საიდუმლოებები და, თანაც, აჯობებს, მოვამზადოთ.
I don't want any secrets, and it's kinder to prepare them.