მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206941.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
მეგს ჯონი და პატარები ჰყავს ნუგეშად, დედას და მამას კი შენ უნდა ამოუდგე მხარში. კარგი, ჯო?
Meg has John and the babies to comfort her, but you must stand by Father and Mother, won't you Jo?
206942.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
– თუკი გამომივა. ოღონდ, ბეთ, ჯერ ფარ-ხმალს არ ვყრი.
If I can. But, Beth, I don't give up yet.
206943.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
მინდა მჯეროდეს, რომ ეგ მაინც ავადმყოფური ფანტაზიაა და არ გაფიქრებინებ, მართალიაო, – რაც შეეძლო, ხალისიანად თქვა ჯომ.
"I'm going to believe that it is a sick fancy, and not let you think it's true." said Jo, trying to speak cheerfully.
206944.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ბეთი ცოტა ხანს ჩაფიქრებული იწვა, მერე კი, როგორც სჩვეოდა, წყნარად მიუგო: – არ ვიცი, როგორ გამოვთქვა და შენ გარდა ვერც ვერავისთან ვცდიდი ამის ახსნას, იმიტომ რომ მხოლოდ ჩემს ჯოსთან თუ ვიქნები ბოლომდე გულახდილი.
Beth lay a minute thinking, and then said in her quiet way, "I don't know how to express myself, and shouldn't try to anyone but you, because I can't speak out except to my Jo".
206945.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
მარტო იმის თქმა მინდა, რომ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს არც მეწერა დიდხანს სიცოცხლე.
I only mean to say that I have a feeling that it never was intended I should live long.
206946.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
მე ხომ თქვენნაირი არა ვარ.
I'm not like the rest of you.
206947.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
არც გეგმები დამიწყვია ოდესმე და არც ის მითქვამს, როცა გავიზრდები, ამას გავაკეთებ-მეთქი.
I never made any plans about what I'd do when I grew up.
206948.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ჩემი თავი მხოლოდ პატარა, სულელ ბეთად წარმომედგინა, სახლში რომ დაკუნტრუშებს და სხვა არსად ივარგებს.
I couldn't seem to imagine myself anything but stupid little Beth, trotting about at home, of no use anywhere but there.
206949.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
არც სადმე წასვლა მინდოდა; ახლა კი ყველაზე უფრო თქვენი დატოვება მიძნელდება.
I never wanted to go away, and the hard part now is the leaving you all.
206950.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
შიშით არ მეშინია, მაგრამ მგონი, ზეცაშიც კი თქვენი ნატრული ვიქნები.
I'm not afraid, but it seems as if I should be homesick for you even in heaven.
206951.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ჯომ ხმა ვერ ამოიღო და რამდენიმე წუთს არაფერი ისმოდა გარდა ქარის კვნესისა და ტალღების ტყლაშუნისა.
Jo could not speak, and for several minutes there was no sound but the sigh of the wind and the lapping of the tide.
206952.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ფრთათეთრა თოლიამ ჩაუფრინათ და ვერცხლისფერ მკერდზე მზის სხივი აუელვარდა.
A white-winged gull flew by, with the flash of sunshine on its silvery breast.
206953.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ახლა პატარა, რუხი ჩიტუნა გამოჩნდა, სკუპ-სკუპით მოუყვებოდა სანაპირო ზოლს და თავისთვის ნაზად ჟღურტულებდა, თითქოს მზითა და ზღვით ნეტარებსო.
A little gray-coated bird came tripping over the beach "peeping" softly to itself, as if enjoying the sun and sea.
206954.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ახლოს მოვიდა ბეთთან, მეგობრულად შეათვალიერა, დაჯდა თბილ ქვაზე და აუღელვებლად მოჰყვა სველი ბუმბულის დალაგებას.
It came quite close to Beth, and looked at her with a friendly eye and sat upon a warm stone, dressing its wet feathers.
206955.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ბეთს გაეღიმა და შვება იგრძნო: თითქოს ეს პაწია არსება მეგობრობას სთავაზობდა და ახსენებდა, ამ საამური ქვეყნით ჯერაც შეიძლება ტკბობაო.
Beth smiled and felt comforted, for the tiny thing seemed to offer its small friendship and remind her that a pleasant world was still to be enjoyed.
206956.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
– საყვარელი ჩიტუნია!
Dear little bird!
206957.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
შარშან ამათ „ჩემი ჩიტები“ დავარქვი; დედამ მითხრა, შენ გგვანან – შენსავით ფუსფუსანი არიან, შეუმჩნეველნი, ნაპირს არ შორდებიან და მუდამ თავიანთ მხიარულ სიმღერას ჭიკჭიკებენო.
I used to call them my birds last summer, and Mother said they reminded her of me—busy, quaker-colored creatures, always near the shore, and always chirping that contented little song of theirs.
206958.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
შენ თოლია ხარ, ჯო, ღონიერი და დაუოკებელი, ჭექა-ქუხილისა და ქარის მოყვარული, ზღვაში შორს გადიხარ და მარტოც ბედნიერი ხარ.
You are the gull, Jo, strong and wild, fond of the storm and the wind, flying far out to sea, and happy all alone.
206959.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
მეგი გვრიტია, ემი იმ ტოროლას ჰგავს, წერილში რომ მოიწერა: მუდამ ღრუბლებში უნდა აფრენა, მაგრამ ისევ თავის ბუდეში ვარდება.
Meg is the turtledove, and Amy is like the lark she writes about, trying to get up among the clouds, but always dropping down into its nest again.
206960.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
რა პატივმოყვარეა, მაგრამ კეთილი და ნაზი გულის პატრონი და რაც გინდა მაღლა აფრინდეს, სახლი არ დაავიწყდება.
She's so ambitious, but her heart is good and tender, and no matter how high she flies, she never will forget home.