მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206961.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
იმედია, კიდევ ვნახავ, მაგრამ ასე მგონია, ძალიან შორს არის.
I hope I shall see her again, but she seems so far away.
206962.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
– გაზაფხულზე ჩამოვა და მაგ დროისთვის ისე იქნები, რომ კიდეც ნახავ და ბევრსაც იხალისებ.
She is coming in the spring, and I mean that you shall be all ready to see and enjoy her.
206963.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
კარგ დროს გავატარებთ, მაინცდამაინც არ ვიტანჯები და შენც თუ მხარში ამომიდექი, მიქცევა იოლად ჩაივლის.
We'll have happy times, for I don't suffer much, and I think the tide will go out easily, if you help me.
206964.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ჯო დაიხარა, მშვიდ სახეზე აკოცა და ამ უხმო კოცნით ბეთისთვის გადადო თავი.
Jo leaned down to kiss the tranquil face, and with that silent kiss, she dedicated herself to Beth.
206965.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
მართალი გამოდგა: შინ რომ ჩავიდნენ, სიტყვები არ დასჭირვებია. დედამ და მამამ თვალნათლივ დაინახეს ის, რაზეც უფალს ევედრებოდნენ, არ დაგვანახოვო.
She was right. There was no need of any words when they got home, for Father and Mother saw plainly now what they had prayed to be saved from seeing.
206966.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ხანმოკლე მგზავრობით დაქანცული ბეთი მაშინვე ლოგინში ჩაწვა და მხოლოდ ის თქვა, როგორ მიხარია, რომ ისევ შინ ვარო, ხოლო როცა ჯო ისევ დაბლა ჩავიდა, ნახა, რომ ბეთის საიდუმლოს გამხელის მძიმე ამოცანა აშორებოდა.
Tired with her short journey, Beth went at once to bed, saying how glad she was to be home, and when Jo went down, she found that she would be spared the hard task of telling Beth's secret.
206967.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 13
ბუხრის თაროზე თავმიყრდნობილი მამა მის შესვლაზე არც კი შემოტრიალებულა, დედამ კი ისე გაუწოდა ხელები, თითქოს შველას სთხოვსო და ჯოც მივიდა, რომ უსიტყვოდ ენუგეშებინა.
Her father stood leaning his head on the mantelpiece and did not turn as she came in, but her mother stretched out her arms as if for help, and Jo went to comfort her without a word.
206968.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ახალი შთაბეჭდილებები.
NEW IMPRESSIONS.
206969.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
დღის სამ საათზე ნიცის მთელი მოდური საზოგადოება Promenade des Anglais-ზე გამოეფინება – პალმებით, ყვავილებითა და ტროპიკული ბუჩქებით დამშვენებულ მომხიბლავ ხეივანში, ცალ მხარეს ზღვა რომ მიუყვება, მეორე მხარეს კი – ფართო საეტლო გზა, რომლის გასწვრივ სასტუმროები და ვილები ჩამწკრივებულა, ხოლო იმათ მიღმა ფორთოხლის ბაღები და გორაკები მოჩანს.
At three o'clock in the afternoon, all the fashionable world at Nice may be seen on the Promenade des Anglais—a charming place, for the wide walk, bordered with palms, flowers, and tropical shrubs, is bounded on one side by the sea, on the other by the grand drive, lined with hotels and villas, while beyond lie orange orchards and the hills.
206970.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
აქ ბევრი ეროვნებაა წარმოდგენილი, ბევრი ენა ისმის, ბევრნაირი სამოსი აცვიათ და მზიან დღეს ისეთი მხიარული და ბრწყინვალე სანახაობა გეშლებათ თვალწინ, კარნავალი გეგონებათ.
Many nations are represented, many languages spoken, many costumes worn, and on a sunny day the spectacle is as gay and brilliant as a carnival.
206971.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ქედმაღალი ინგლისელები, ცქვიტი ფრანგები, დინჯი გერმანელები, სანდომიანი ესპანელები, შეუხედავი რუსები, თვინიერი ებრაელები, ლაღი ამერიკელები – ყველანი ეტლებით დასეირნობენ, სხედან ან ფეხით მიდი-მოდიან, ახალ ამბებზე მასლაათობენ და ახლად ჩამოსულ ცნობილ ადამიანებს ჭორავენ – რისტორი იქნება თუ დიკენსი, ვიტორიო ემანუელე თუ სენდვიჩის კუნძულების დედოფალი.
Haughty English, lively French, sober Germans, handsome Spaniards, ugly Russians, meek Jews, free-and easy Americans, all drive, sit, or saunter here, chatting over the news, and criticizing the latest celebrity who has arrived—Ristori or Dickens, Victor Emmanuel or the Queen of the Sandwich Islands.
206972.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
შობადღეს სწორედ ამ ხეივანს მიუყვებოდა მაღალ-მაღალი ყმაწვილკაცი, ხელები ზურგს უკან წაეღო და სახეზე დაბნეულობა ეწერა.
Along this walk, on Christmas Day, a tall young man walked slowly, with his hands behind him, and a somewhat absent expression of countenance.
206973.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
გზადაგზა უამრავი მომხიბლავი, აღტაცების მომგვრელი სახე ხვდებოდა, მაგრამ ყმაწვილკაცი თითქმის არ აქცევდა ყურადღებას, მხოლოდ ათასში ერთხელ თუ გახედავდა რომელიმე ცისფერკაბიან ქერა ასულს.
There were plenty of pretty faces to admire, but the young man took little notice of them, except to glance now and then at some blonde girl in blue.
206974.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ცოტა ხანში ხეივნის ბოლოში გავიდა და წამით შედგა გზაჯვარედინზე, თითქოს ვერ გადაეწყვიტა, წასულიყო და პარკში ორკესტრისთვის მოესმინა თუ სანაპიროს გაჰყოლოდა და ციხესიმაგრის გორაკზე ასულიყო.
Presently he strolled out of the promenade and stood a moment at the crossing, as if undecided whether to go and listen to the band in the Jardin Publique, or to wander along the beach toward Castle Hill.
206975.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
პონის ფლოქვების თქარათქურზე აიხედა: ქუჩაზე ქარიშხალივით შემოიჭრა ერთი პატარა ეკიპაჟი, რომელშიც მარტოდმარტო იჯდა ახალგაზრდა ლედი.
The quick trot of ponies' feet made him look up, as one of the little carriages, containing a single young lady, came rapidly down the street.
206976.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ლედი მთლად ყმაწვილი იყო, ქერა, ცისფერი გამოწყობილი.
The lady was young, blonde, and dressed in blue.
206977.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ყმაწვილკაცი წამით მიაცქერდა, მერე კი სახე გამოუცოცხლდა, პატარა ბიჭივით დაუქნია შლაპა და მისკენ გაქანდა.
He stared a minute, then his whole face woke up, and, waving his hat like a boy, he hurried forward to meet her.
206978.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– აჰ, ლორი, მართლა შენ ხარ? აღარ მეგონა, თუ ჩამოხვიდოდი! – შესძახა ემიმ, დაყარა სადავეები და ორივე ხელი გაუწოდა, რამაც ისეთი თავზარი დასცა ვიღაც ფრანგ დედას, რომ იმან თავის ასულს ფეხი ააჩქარებინა, რათა ამ „გადარეული ინგლისელების“ თავისუფალ ყოფაქცევას ურიგო გავლენა არ მოეხდინა მის ზნეობაზე.
"Oh, Laurie, is it really you? I thought you'd never come!" cried Amy, dropping the reins and holding out both hands, to the great scandalization of a French mamma, who hastened her daughter's steps, lest she should be demoralized by beholding the free manners of these "mad English".
206979.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– გზაში შევფერხდი, მაგრამ დაპირებული ვიყავი, შობას შენთან გავატარებ-მეთქი და აჰა, აქა ვარ.
"I was detained by the way, but I promised to spend Christmas with you, and here I am".
206980.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– პაპა როგორ გყავს? როდის ჩამოხვედი? სად დაბინავდი? – ძალიან კარგად... წუხელ... „შოვენში“.
"How is your grandfather? When did you come? Where are you staying?" "Very well—last night—at the Chauvain".