მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206981.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– იმდენი მაქვს, სათქმელი, არც კი ვიცი, რით დავიწყო! მოდი, ჩაჯექი და თავისუფლად ვილაპარაკებთ.
I have so much to say, I don't know where to begin! Get in and we can talk at our ease.
206982.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
სასეირნოდ გამოვედი და თანამგზავრს ვნატრობდი.
I was going for a drive and longing for company.
206983.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– საღამოს რა ხდება, მეჯლისია?
"What happens then, a ball?"
206984.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– საშობაო წვეულებაა ჩვენს სასტუმროში.
A Christmas party at our hotel.
206985.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– მადლობელი ვარ. ახლა საით? – სავარძლის საზურგეს გადააწვა ლორი და გულხელი დაიკრიფა, რაც ემის ძალიანაც ეამა: ერჩია, თვითონვე ემართა ეკიპაჟი, რადგან თავისი მომხიბლავი მზის ქოლგა, შოლტი და ცხენების თეთრი ზურგების ზემოთ გაჭიმული ცისფერი სადავეები უსაზღვრო კმაყოფილებას ანიჭებდა.
"Thank you. Where now?" asked Laurie, leaning back and folding his arms, a proceeding which suited Amy, who preferred to drive, for her parasol whip and blue reins over the white ponies' backs afforded her infinite satisfaction.
206986.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– ხშირად, წლების წინ, მაგრამ ახლაც ვნახავდი იქაურობას.
"Often, years ago, but I don't mind having a look at it".
206987.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
შენი ამბავი ბოლოს პაპაშენმა მომწერა, ბერლინიდან ველოდებიო.
The last I heard of you, your grandfather wrote that he expected you from Berlin.
206988.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– ჰო, ერთი თვე ვიყავი, მერე მას შევუერთდი პარიზში, სადაც ზამთარს დაფუძნდა.
"Yes, I spent a month there and then joined him in Paris, where he has settled for the winter.
206989.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
მეგობრები ჰყავს და გასართობსაც ბევრს პოულობს, ჰოდა, მეც მივდი-მოვდივარ და მშვენივრად ვრიგდებით.
He has friends there and finds plenty to amuse him, so I go and come, and we get on capitally.
206990.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– რა ხდება, იცი? იმას მოგზაურობა ეჯავრება, მე – ერთ ადგილას ჯდომა, ჰოდა, ორივენი ჩვენი გუნებისად ვიქცევით და არაფერი გვიჭირს.
Why, you see, he hates to travel, and I hate to keep still, so we each suit ourselves, and there is no trouble.
206991.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ხშირ-ხშირად ჩავდივარ; იმას ჩემი თავგადასავლები ახალისებს, მე კი მსიამოვნებს, რომ ვიღაცას ჩემი დანახვა უხარია, როცა ნახეტიალები უკან ვბრუნდები.
I am often with him, and he enjoys my adventures, while I like to feel that someone is glad to see me when I get back from my wanderings.
206992.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
რა ჭუჭყიანი ძველი ჯურღმულია, არა? – დაუმატა და სახეზე ზიზღი გამოეხატა, როცა ძველ ქალაქში, ნაპოლეონის მოედნისკენ მიმავალ ბულვარს გაუყვნენ.
"Dirty old hole, isn't it?" he added, with a look of disgust as they drove along the boulevard to the Place Napoleon in the old city.
206993.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ახლა ცოტა ხანს მოვიცადოთ, სანამ პროცესია ჩაივლის.
Now we shall have to wait for that procession to pass.
206994.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
წმინდა იოანეს ტაძარში მიდის.
It's going to the Church of St. John.
206995.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
სანამ ლორი გულგრილად გაჰყურებდა პროცესიას, რომელსაც ბალდახინების ქვეშ მიმავალი მღვდლები, თეთრსაბურვლიანი, ანთებულ სანთლებიანი მონაზვნები და ლურჯად მოსილი მგალობელი ბერები შეადგენდნენ, ემი მას აკვირდებოდა და გრძნობდა, რომ რაღაც ახლებური მორიდება ეპარებოდა, ის შეცვლილიყო და გვერდით მჯდარ პირქუშ მამაკაცში ვეღარ ცნობდა იმ ხალისიან ბიჭს, შინ რომ დატოვა.
While Laurie listlessly watched the procession of priests under their canopies, white-veiled nuns bearing lighted tapers, and some brotherhood in blue chanting as they walked, Amy watched him, and felt a new sort of shyness steal over her, for he was changed, and she could not find the merry-faced boy she left in the moody-looking man beside her.
206996.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
თავიდან გაიფიქრა, უფრო გალამაზებულა და ბევრად გამოკეთებულაო, მაგრამ ახლა, როცა შეხვედრის პირველმა სახარულმა ჩაიარა, დაღლილი და უხალისო ეჩვენა: განა სნეულს ან უბედურს ჰგავდა, მაგრამ იმაზე მეტი ხნოვანება და სიდინჯე დასტყობოდა, რაც უზრუნველყოფილი ცხოვრების ორიოდე წელს უნდა შეემატებინა.
He was handsomer than ever and greatly improved, she thought, but now that the flush of pleasure at meeting her was over, he looked tired and spiritless— not sick, nor exactly unhappy, but older and graver than a year or two of prosperous life should have made him.
206997.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– ამ მადმუაზელს დრო უქმად არ დაუკარგავს და შედეგიც მომხიბლავია, – აღტაცებული იერით მიუგო ლორიმ, ხელი გულზე დაიდო და თავი დაუკრა.
"That mademoiselle has made good use of her time, and the result is charming," replied Laurie, bowing with his hand on his heart and an admiring look.
206998.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
იგი სიამით გაწითლდა, მაგრამ ამ ქათინაურმა, როგორღაც, ისე არ დააკმაყოფილა, როგორც ის მოუხეშავი ქება ხიბლავდა, შინ რომ შეასხამდა ხოლმე, როცა დღესასწაულებზე გარს შემოუვლიდა, ეტყოდა, საერთო ჯამში კოხტა გოგო ხარო, გულიანად გაუღიმებდა და თავზე მოწონებით გადაუსვამდა ხელს.
She blushed with pleasure, but somehow the compliment did not satisfy her like the blunt praises he used to give her at home, when he promenaded round her on festival occasions, and told her she was 'altogether jolly', with a hearty smile and an approving pat on the head.
206999.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
„თუ ასაკმა ასე უნდა შეცვალოს, ჯობდა ბიჭად დარჩენილიყო“, გაიფიქრა და იმედგაცრუებისა და უხერხულობის უცნაური შეგრძნება გაუჩნდა, თან კი სცადა თავისუფლად და მხიარულად დაეჭირა თავი.
"If that's the way he's going to grow up, I wish he'd stay a boy," she thought, with a curious sense of disappointment and discomfort, trying meantime to seem quite easy and gay.
207000.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– დედა ამბობს – ბეთი ძალიან ცუდად არისო.
Beth is very poorly, Mother says.