მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207001.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ხშირად ვფიქრობ, წესით შინ უნდა მივდიოდე-მეთქი, მაგრამ ყველანი მეუბნებიან, დარჩიო და მეც ვრჩები: ასეთი შანსი მეორედ ხომ ვეღარ მექნება, – თქვა ემიმ და მოწყენით დააცქერდა ერთ გვერდს.
"I often think I ought to go home, but they all say 'stay'. So I do, for I shall never have another chance like this," said Amy, looking sober over one page.
207002.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– მე თუ მკითხავ, სწორს შვრები. იქ რას უშველი, იმათთვის კი დიდი შვებაა, რომ იციან: ჯანმრთელად და მხიარულად ხარ და ასეთ კარგ დროს ატარებ, ჩემო კარგო.
"I think you are right, there. You could do nothing at home, and it is a great comfort to them to know that you are well and happy, and enjoying so much, my dear".
207003.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
იგი ახლოს მიიწია, ცოტათი დაემგვანა წინანდელს და ის შიში, დროდადრო გულს რომ უმძიმებდა ემის, ცოტა განელდა, რადგან მზერამ, მოქმედებამ და ძმურმა „ჩემო კარგომ“ დაარწმუნა, რომ თუ მართლაც დაატყდებოდა თავს უბედურება, უცხო ქვეყანაში მარტო არ იქნებოდა.
He drew a little nearer, and looked more like his old self as he said that, and the fear that sometimes weighed on Amy's heart was lightened, for the look, the act, the brotherly "my dear", seemed to assure her that if any trouble did come, she would not be alone in a strange land.
207004.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ცოტა ხანში გაეცინა და ჯოს პატარა ნახატი აჩვენა – თავისივე თავი დაეხატა „საჯღაბნ კოსტიუმში“, ქუდზე მრისხანედ აღმართულიყო ბაფთა, ხოლო პირიდან ორი სიტყვა ამოსდიოდა: „გენია დუღს!“.
Presently she laughed and showed him a small sketch of Jo in her scribbling suit, with the bow rampantly erect upon her cap, and issuing from her mouth the words, 'Genius burns!'.
207005.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ლორის გაეღიმა, ფურცელი გამოართვა, ჟილეტის ჯიბეში ჩაიდო – ქარმა არ წაიღოსო, და ინტერესით მოისმინა მხიარული წერილი, ემიმ რომ წაუკითხა.
Laurie smiled, took it, put it in his vest pocket "to keep it from blowing away", and listened with interest to the lively letter Amy read him.
207006.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– ნამდვილი შობადღე გამომივიდა: დილით – საჩუქრები, შუადღისას – შენ და წერილები, საღამოს კი – მეჯლისი, – თქვა ემიმ, როცა ძველი ციხის ნანგრევებში ლანდოდან გადმოსულებს გუნდად შემოეგებნენ დიდებული, მოშინაურებული ფარშავანგები და დაპურების მოლოდინში გარს შემოეხვივნენ.
"This will be a regularly merry Christmas to me, with presents in the morning, you and letters in the afternoon, and a party at night," said Amy, as they alighted among the ruins of the old fort, and a flock of splendid peacocks came trooping about them, tamely waiting to be fed.
207007.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
სანამ მიწაყრილზე ასული ემი იდგა და სიცილ-სიცილით უყრიდა ნაფხვენებს ელვარე ფრინველებს, ლორი ისე ასცქეროდა, როგორც ცოტა ხნის წინ ემი შეჰყურებდა – ბუნებრივი ცნობისმოყვარეობით, რათა ენახა, რა ცვლილებები დაატყო დრომ და სიშორემ.
While Amy stood laughing on the bank above him as she scattered crumbs to the brilliant birds, Laurie looked at her as she had looked at him, with a natural curiosity to see what changes time and absence had wrought.
207008.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ასაკის პირობაზე მუდამ უჩვეულოდ მოწიფულს ერთგვარი თავდაჯერებულობა შეეძინა მიხრა-მოხრასა და მეტყველებაში, და ამიტომაც მეტად დამგვანებოდა მაღალი საზოგადოების ქალბატონს, თუმცა წინანდელი კაპრიზულობა დროდადრო მაინც იჩენდა თავს; ნებისყოფა არ შესუსტებოდა, ხოლო თანდაყოლილი გულწრფელობა უცხოურ პეწს არ წაეხდინა.
Always mature for her age, she had gained a certain aplomb in both carriage and conversation, which made her seem more of a woman of the world than she was, but her old petulance now and then showed itself, her strong will still held its own, and her native frankness was unspoiled by foreign polish.
207009.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ლორის ეს ყოველივე არ ამოუკითხავს, სანამ იდგა და უყურებდა, როგორ აპურებდა ის ფარშავანგებს, მაგრამ იმდენი კი დაინახა, რომ კმაყოფილება იგრძნო, ინტერესი აღეძრა და თან წაიყოლა ლამაზი სურათი: სახეგაბრწყინებული გოგონა ჩახჩახა მზეში, რომელმაც კაბის ნაზი ელფერიც გამოუკვეთა, ლოყებზე დამჩნეული ყირმიზიცა და თმის ოქროსფერი ელვარებაც და ღირსშესანიშნავ ფიგურად აქცია საამური პეიზაჟის ფონზე.
Laurie did not read all this while he watched her feed the peacocks, but he saw enough to satisfy and interest him, and carried away a pretty little picture of a bright-faced girl standing in the sunshine, which brought out the soft hue of her dress, the fresh color of her cheeks, the golden gloss of her hair, and made her a prominent figure in the pleasant scene.
207010.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
როცა გორაკის მწვერვალის დამაგვირგვინებელ ქვის პლატოზე ავიდნენ, ემიმ ისე გაუქნია ხელი, თითქოს თავის საყვარელ ადგილას იწვევსო, მერე კი ხან ერთგან მიუთითა, ხან – მეორეგან და უთხრა:
As they came up onto the stone plateau that crowns the hill, Amy waved her hand as if welcoming him to her favorite haunt, and said, pointing here and there.
207011.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– გახსოვს ტაძარი და კორსო, მეთევზეები, ყურეში ბადეებს რომ ეწევიან და ვილა ფრანკასკენ მიმავალი მშვენიერი გზა, აქვე, დაბლა – შუბერტის კოშკი და რაც ყველაფრის მჯობია – აგერ, ის ლაქა ზღვის სიშორეში, რომელზეც ამბობენ, კორსიკააო?
"Do you remember the Cathedral and the Corso, the fishermen dragging their nets in the bay, and the lovely road to Villa Franca, Schubert's Tower, just below, and best of all, that speck far out to sea which they say is Corsica?"
207012.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– მახსოვს. აქაურობა მაინცდამაინც არ შეცვლილა, – უხალისოდ მიუგო იმან.
"I remember. It's not much changed," he answered without enthusiasm.
207013.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– რას არ დასთმობდა ჯო, ოღონდაც ის განთქმული ლაქა დაანახვა! – თქვა ემიმ.
"What Jo would give for a sight of that famous speck!" said Amy.
207014.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– ჰო, – ამის მეტი არაფერი უთქვამს ლორის, მაგრამ შეტრიალდა და თვალები დაძაბა, რომ ის კუნძული დაენახა, რომელიც ნაპოლეონზე დიდმა უზურპატორმა ერთბაშად საინტერესო გახადა მის თვალში.
"Yes," was all he said, but he turned and strained his eyes to see the island which a greater usurper than even Napoleon now made interesting in his sight.
207015.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– კარგად დააკვირდი მისი ხათრით, მერე კი მოდი და მიამბე, რას შვრებოდი მთელი ეს ხანი, – უთხრა ემიმ, ჩამოჯდა და სამასლაათოდ მოემზადა.
"Take a good look at it for her sake, and then come and tell me what you have been doing with yourself all this while," said Amy, seating herself, ready for a good talk.
207016.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ასე გაატარეს ერთი საათი, მერე კი შინ გაბრუნდნენ, ლორიმ თავისი პატივისცემა დაუდასტურა მისის კეროლს, პირობა დადო, საღამოს გეახლებითო და წავიდა.
So after idling away an hour, they drove home again, and having paid his respects to Mrs. Carrol, Laurie left them, promising to return in the evening.
207017.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
დრომ და განშორებამ ორივე ახალგაზრდას დაატყო კვალი, ახლა ახლებურად დაინახა ძველი მეგობარი – არა როგორც „ჩვენი ბიჭი“, არამედ თვალტანადი და საამური მამაკაცი და სრულიად ბუნებრივი სურვილი აღეძრა, მის მზერაში კეთილგანწყობილება შეენიშნა.
Time and absence had done its work on both the young people, she had seen her old friend in a new light, not as "our boy", but as a handsome and agreeable man, and she was conscious of a very natural desire to find favor in his sight.
207018.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ემი იცნობდა თავის ძლიერ მხარეებს და კარგადაც იყენებდა – გემოვნებითა და ოსტატურად, რაც უქონელი და ლამაზი ქალის მზითევი გახლავთ.
Amy knew her good points, and made the most of them with the taste and skill which is a fortune to a poor and pretty woman.
207019.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
თუმცა, პატარ-პატარა სისუსტენი ხომ ყველას გვაქვს და არ გაგვიჭირდება, მსგავსი სისუსტენი მივუტევოთ ახალგაზრდებს, რომლებიც თვალს სანდომიანობით გვიხარებენ, გულს კი – უეშმაკო პატივმოყვარეობით.
But, we all have our little weaknesses, and find it easy to pardon such in the young, who satisfy our eyes with their comeliness, and keep our hearts merry with their artless vanities.
207020.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ჭკუა ეყო და თმას თავი დაანება მას მერე, რაც სქელი ტალღები და კულულები მაღლა აიწია და ჰებასებურად გამოინასკვა კეფაზე.
Her hair she had the sense to let alone, after gathering up the thick waves and curls into a Hebe-like knot at the back of her head.