მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207021.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– ჰო, მოდაში არ არის, მაგრამ მიხდება; რა ვქნა, საფრთხობელად ხომ არ გადავიქცევ თავს, – მიუგებდა ხოლმე, როცა, ასეთი ვარცხნილობის ნაცვლად, თმის დახვევას, აფუებას ან დაწნას შესთავაზებდნენ უახლესი მოდის კარნახით.
"It's not the fashion, but it's becoming, and I can't afford to make a fright of myself," she used to say, when advised to frizzle, puff, or braid, as the latest style commanded.
207022.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
რაკი ესოდენ მნიშვნელოვანი შემთხვევისთვის შესაფერისი მორთულობები არ მოეძევებოდა, ემიმ ალაგ-ალაგ აკეცილ ფურფუშებიან ქვედაკაბებზე ვარდისფერი აზალიები დაიბნია, ხოლო ქათქათა მხრებზე სუროს ნაზი ღერო შემოივლო.
Having no ornaments fine enough for this important occasion, Amy looped her fleecy skirts with rosy clusters of azalea, and framed the white shoulders in delicate green vines.
207023.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
მერე, შეღებილი ფეხსაცმელების გახსენებაზე ქალიშვილური კმაყოფილებით დაითვალიერა ატლასის თეთრი ფეხსაცმელი, სრიალ-სრიალით გაიარა ოთახი და დატკბა თავისი არისტოკრატიული ტერფებით.
Remembering the painted boots, she surveyed her white satin slippers with girlish satisfaction, and chassed down the room, admiring her aristocratic feet all by herself.
207024.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– ჩემი ახალი მარაო ზედმიწევნით შეეფერება ყვავილებს, ხელთათმანი – ბრელოკს, ბიცოლას mouchoir-ის ნამდვილი მაქმანი კი მთელ ჩემს ჩაცმულობას ჰაეროვნებას ანიჭებს.
"My new fan just matches my flowers, my gloves fit to a charm, and the real lace on Aunt's mouchoir gives an air to my whole dress.
207025.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
კლასიკური ცხვირ-პირი რომ მომცა, ჩემი ბედნიერება სრული იქნებოდა.
"If I only had a classical nose and mouth I should be perfectly happy".
207026.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ამ წუხილის მიუხედავად, უჩვეულოდ ხალისიანი და მოხდენილი გამოჩნდა, როცა გასრიალდა.
In spite of this affliction, she looked unusually gay and graceful as she glided away.
207027.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
იშვიათად დარბოდა – მიაჩნდა, რომ მის სტილს არ უხდებოდა და რაკი მაღალი იყო.
She seldom ran—it did not suit her style, she thought, for being tall.
207028.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
არადა, თურმე უკეთეს ადგილს ვერ აირჩევდა: ლორი ისე უჩუმრად შემოვიდა, არ გაუგია და გაუნძრევლად იდგა შორეულ ფანჯარასთან, თავი ოდნავ შეებრუნებინა და ცალი ხელით კაბის კალთა აეკრიფა: ტანწვრილი, თეთრი ფიგურა წითელი ფარდების ფონზე ისეთი ეფექტური ჩანდა, როგორც სათანადო ადგილას დადგმული ქანდაკება.
It so happened that she could not have done a better thing, for Laurie came in so quietly she did not hear him, and as she stood at the distant window, with her head half turned and one hand gathering up her dress, the slender, white figure against the red curtains was as effective as a well-placed statue.
207029.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– საღამო მშვიდობისა, დიანა! – უთხრა ლორიმ და როცა მიაცქერდა, ისეთი კმაყოფილება აღებეჭდა თვალებში, რომ ემი ნაამები დარჩა.
"Good evening, Diana!" said Laurie, with the look of satisfaction she liked to see in his eyes when they rested on her.
207030.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– აი, შენ, ყვავილები. მე თვითონ ავარჩიე, გამახსენდა, რომ არ გიყვარს, რასაც ჰანა „ბუკეტის გაკეთებას“ ეძახის, – უთხრა ლორიმ.
"Here are your flowers. I arranged them myself, remembering that you didn't like what Hannah calls a "sot-bookay," said Laurie.
207031.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– რა კეთილი ხარ! – მადლიერებით წამოიძახა, – რომ მცოდნოდა, ჩამოხვიდოდი, სადღეისოდ მეც რამეს გაგიმზადებდი, მაგრამ ასეთი ლამაზი, ალბათ, ვერ იქნებოდა.
"How kind you are!" she exclaimed gratefully. "If I'd known you were coming I'd have had something ready for you today, though not as pretty as this, I'm afraid".
207032.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– გმადლობ. მთლად ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს, მაგრამ შენ დაამშვენე, – დაუმატა, როცა მან მაჯაზე წკაპუნით შეიკრა ვერცხლის სამაჯური.
"Thank you. It isn't what it should be, but you have improved it," he added, as she snapped the silver bracelet on her wrist.
207033.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– ოღონდ შენგან არა. არაბუნებრივად ჟღერს. შენი წინანდელი მიუკიბ-მოუკიბავი უხეშობა მირჩევნია.
"Not from you, it doesn't sound natural, and I like your old bluntness better".
207034.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
სტუმართმოყვარე ამერიკელებმა ყველანი მოიპატიჟეს, ვისაც კი ნიცაში იცნობდნენ და რაკი ტიტულოვანთა საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ, რამდენიმე იმათგანიც მოიძიეს, რათა ბრწყინვალება შეემატებინათ თავიანთი საშობაო მეჯლისისთვის.
The hospitable Americans had invited every acquaintance they had in Nice, and having no prejudice against titles, secured a few to add luster to their Christmas ball.
207035.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ჩასუქებული ფრანგი, იმპერატორს რომ იცნობდა, მოვიდა, რათა ცეკვის ვნებას აჰყოლოდა, ხოლო ლედი დე ჯოუნზმა, ბრიტანელმა მატრონამ, იქაურობის შესამკობად თავისი პატარა, რვა სულისაგან შემდგარი ოჯახი მოიყვანა.
A stout Frenchman, who knew the Emperor, came to indulge his mania for dancing, and Lady de Jones, a British matron, adorned the scene with her little family of eight.
207036.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ცხადია, აქვე იყვნენ ფეხმარდი, ხმაწვრილი ამერიკელი და მოხდენილი, უსიცოცხლო ინგლისელი ქალიშვილები, რამდენიმე უსახური, თუმცა პიკანტური ფრანგი ასული, ასევე – ჩვეულებრივი კრებული მოგზაური ყმაწვილი ჯენტლმენებისა, რომლებიც დიდად ხალისობდნენ და რომლებსაც კეთლმოსურნე ღიმილს აფრქვევდნენ კედლებთან ჩამწრივებული ყველა ეროვნების დედები, როცა ეს ჯენტლმენები მათ ქალიშვილებს ეცეკვებოდნენ.
Of course, there were many lightfooted, shrill-voiced American girls, handsome, lifeless-looking English ditto, and a few plain but piquante French demoiselles, likewise the usual set of traveling young gentlemen who disported themselves gaily, while mammas of all nations lined the walls and smiled upon them benignly when they danced with their daughters.
207037.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ყველა ქალიშვილი წარმოიდგენს ემის განწყობას, როცა იგი ლორის მკლავს დაყრდნობილი „გამოვიდა სცენაზე“.
Any young girl can imagine Amy's state of mind when she "took the stage" that night, leaning on Laurie's arm.
207038.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
იცოდა, კარგი შესახედავი იყო, ცეკვაც უყვარდა და ახარებდა ძალაუფლების ის აღმტაცი შეგრძნება, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა ყმაწვილქალი პირველად აღმოაჩენს ახალ, მშვენიერ სამეფოს, რომლის გამგებლობაც სილამაზის, სიყმაწვილისა და ქალობის წყალობით უწერია.
She knew she looked well, she loved to dance, she felt that her foot was on her native heath in a ballroom, and enjoyed the delightful sense of power which comes when young girls first discover the new and lovely kingdom they are born to rule by virtue of beauty, youth, and womanhood.
207039.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
მართლაც შეებრალა დევისების მოუქნელი, ულამაზო გოგოები, რომელთაც არავინ ახლდათ გარდა პირქუში მამისა და სამი კიდევ უფრო პირქუში შინაბერა მამიდისა და როცა ჩაუარა, უაღრესად მეგობრულად დაუკრა თავი – ძალიანაც კარგი ქნა, რადგან საშუალება მისცა მისი კაბა დაეთვალიერებინათ და ცნობისმოყვარეობით ანთებულიყვნენ, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო მისი გამორჩეული გარეგნობის მეგობარი.
She did pity the Davis girls, who were awkward, plain, and destitute of escort, except a grim papa and three grimmer maiden aunts, and she bowed to them in her friendliest manner as she passed, which was good of her, as it permitted them to see her dress, and burn with curiosity to know who her distinguished-looking friend might be.
207040.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ორკესტრმა დასცხო თუ არა, ემის ლოყები აუვარდისფრდა, თვალები აუციმციმდა და ფეხი მოუთმენლად დააბაკუნა იატაკზე, რადგან კარგად ცეკვავდა და უნდოდა, ლორისაც გაეგო ეს.
With the first burst of the band, Amy's color rose, her eyes began to sparkle, and her feet to tap the floor impatiently, for she danced well and wanted Laurie to know it.