მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207041.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ამიტომაც წარმოსადგენად უფრო იოლია, ვიდრე აღსაწერად, რა ელდაც ეცემოდა, როცა ლორიმ სრულიად გულმშვიდად ჰკითხა: – გინდა ცეკვა?
Therefore the shock she received can better be imagined than described, when he said in a perfectly tranquil tone, "Do you care to dance?"
207042.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
მისმა განცვიფრებულმა მზერამ და სწრაფმა პასუხმა ლორი აიძულა, რაც შეიძლება მალე გამოესწორებინა შეცდომა.
Her amazed look and quick answer caused Laurie to repair his error as fast as possible.
207043.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– პირველი ცეკვა ვიგულისხმე. დამდებ პატივს?
"I meant the first dance. May I have the honor?"
207044.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ღვთაებრივად ცეკვავს, მაგრამ მაპატიებს: შენ ხომ ძველი მეგობარი ხარ, – მიუგო ემიმ იმ იმედით, რომ ტიტულის ხსენება თავისას იზამდა და ლორის დაანახვებდა, მასთან ხუმრობა არ გამომადგებაო.
He dances devinely, but he will excuse me, as you are an old friend," said Amy, hoping that the name would have a good effect, and show Laurie that she was not to be trifled with.
207045.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
თუმცა, ლორის თავაზიანი სინანულით არ მოტყუებულა და როცა გრაფთან ერთად ჩაიქროლა, დაინახა: ლორი ბიცოლამისის გვერდით ჯდებოდა და სახეზე ნამდვილი შვება ეწერა.
But his polite regrets didn't impose upon her, and when she galloped away with the Count, she saw Laurie sit down by her aunt with an actual expression of relief.
207046.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ამის პატიება არ შეიძლებოდა და ემის დიდხანს აღარ მიუქცევია მისთვის ყურადღება, ერთ-ორ სიტყვას თუ გადაუგდებდა, როცა ცეკვასა და ცეკვას შორის ბიცოლასთან მივიდოდა, რომ ქინძისთავი გამოერთმია ან წამით დაესვენა.
That was unpardonable, and Amy took no more notice of him for a long while, except a word now and then when she came to her aunt between the dances for a necessary pin or a moment's rest.
207047.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
თუმცა, გაბრაზებამ არგო, რადგან ბრაზს მხიარული ღიმილით ფარავდა და უჩვეულოდ ბედნიერი და ბრწყინვალე ჩანდა.
Her anger had a good effect, however, for she hid it under a smiling face, and seemed unusually blithe and brilliant.
207048.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ლორი სიამოვნებით ადევნებდა თვალს, რადგან ემი არც ფაცაფუცობდა და არც ზანტობდა: ცოცხლად და ნარნარად ცეკვავდა და ეს საამური დროსტარება სწორედ ისეთი გამოუდიოდა, როგორიც უნდა ყოფილიყო.
Laurie's eyes followed her with pleasure, for she neither romped nor sauntered, but danced with spirit and grace, making the delightsome pastime what it should be.
207049.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
თანდათან ამ ახლებური კუთხით დაუწყო დაკვირვება და ნახევარი საღამო არ გასულიყო, რომ გადაწყვიტა, „პატარა ემი“ მომხიბლავი ქალი დგებაო.
He very naturally fell to studying her from this new point of view, and before the evening was half over, had decided that "little Amy was going to make a very charming woman".
207050.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
მუსიკოსები ისე უსვამდნენ ხემებს, ისე ბერავდნენ და აბრაგუნებდნენ, თითქოს ძლიერ სიამოვნებთო; ვისაც შეეძლო, ყველა ცეკვავდა, ხოლო ვისაც არა, უჩვეულო სითბოთი აღსავსენი ტკბებოდნენ მეზობლებით.
The musicians fiddled, tooted, and banged as if they enjoyed it, everybody danced who could, and those who couldn't admired their neighbors with uncommon warmth.
207051.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
სამაგიეროდ, იმპერატორის მეგობარმა სახელი მოიხვეჭა: ყველა ცეკვას ცეკვავდა, იცოდა თუ არ იცოდა და როცა რომელიმე ფიგურა დააბნევდა, სახელდახელოდ გამოგონილ ილეთებს ჩაურთავდა ხოლმე.
But the Emperor's friend covered himself with glory, for he danced everything, whether he knew it or not, and introduced impromptu pirouettes when the figures bewildered him.
207052.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
საამო საცქერი იყო ამ სრული ვაჟკაცის ბიჭური სილაღე: მართალია, წონა ამძიმებდა, მაგრამ რეზინის ბურთივით ცეკვავდა, დარბოდა, დაფრინავდა, დაკუნტრუშებდა, სახე უვარვარებდა, მელოტი თავი ულაპლაპებდა, ფრაკის კალთები გავეშებით უფრიალებდა, ლაქის სამეჯლისო ფეხსაცმელს ჰაერში აელვარებდა, ხოლო როცა მუსიკა გაჩერდებოდა, შუბლიდან ოფლის წვეთებს მოიწმენდდა და ისე გაუღიმებდა თანამოძმეებს, როგორც უსათვალო ფრანგი პიკვიკი.
The boyish abandon of that stout man was charming to behold, for though he 'carried weight', he danced like a rubber ball. He ran, he flew, he pranced, his face glowed, his bald head shown, his coattails waved wildly, his pumps actually twinkled in the air, and when the music stopped, he wiped the drops from his brow, and beamed upon his fellow men like a French Pickwick without glasses.
207053.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
როცა პატარა ვლადიმირმა საბოლოოდ თავი ანება ემის და თან დაარწმუნა, დიდად ვწუხვარ, ასე ადრე რომ მივდივარო, ემიმ გადაწყვიტა დაესვენა და ენახა, როგორ გადაიტანა სასჯელი მისმა მოღალატე რაინდმა.
When little Vladimir finally relinquished her, with assurances that he was "desolated to leave so early", she was ready to rest, and see how her recreant knight had borne his punishment.
207054.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ლორი სრულიად გამოფხიზლებული წამოდგა და ადგილი დაუთმო, ხოლო როცა ვახშმის მოსატანად წავიდა, ემიმ კმაყოფილი ღიმილით გაიფიქრა, აჰა, ვიცოდი, რომ არგებდაო.
Laurie had a waked-up look as he rose to give her his seat, and when he hurried away to bring her some supper, she said to herself, with a satisfied smile, "Ah, I thought that would do him good!"
207055.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– ბალზაკის femme peinte par elle-même-ს ჰგავხარ, – შენიშნა და ცალი ხელით მარაო დაუნიავა, მეორით კი ყავის ფინჯანი მიაწოდა.
"You look like Balzac's 'Femme Peinte Par Elle-Meme'," he said, as he fanned her with one hand and held her coffee cup in the other.
207056.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– ამ რაღაცას რა ჰქვია? – ჰკითხა და კაბის ნაკეცს შეეხო, რომელიც ჰაერის მოძრაობამ მუხლზე გადაუფინა.
"What do you call this stuff?" he asked, touching a fold of her dress that had blown over his knee.
207057.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– „ილუზია“. – კარგი სახელია. რა ლამაზია. ახალი რამეა, არა?
"Illusion." "Good name for it. It's very pretty—new thing, isn't it?"
207058.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ათას გოგოზე გინახავს, მაგრამ აქამდე არ შეგიმჩნევია, რომ ლამაზია, stupide!
You have seen it on thousands of girls, and you never found out that it was pretty till now—stupide!"
207059.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ახლა ყავა უფრო მჭირდება, ვიდრე ქათინაურები.
I'd rather take coffee than compliments just now.
207060.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– სად ისწავლე ასეთები? – ჰკითხა ლორიმ დამცინავად.
"Where did you learn all this sort of thing?" he asked with a quizzical look.