მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207061.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– „ასეთები“ ბუნდოვანი გამონათქვამია. ხომ არ დააზუსტებდი? – გაეპასუხა ემი; მშვენივრად მიხვდა, რაც იგულისხმა ლორიმ, მაგრამ იეშმაკა და აუხსნელის ახსნა მოსთხოვა.
"As 'this sort of thing' is rather a vague expression, would you kindly explain?" returned Amy, knowing perfectly well what he meant, but wickedly leaving him to describe what is indescribable.
207062.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
– რა ვიცი... შესახედაობა, სტილი, თავდაჭერა... ეს... ეს... „ილუზია“... – გაეცინა ლორის: დაიბნა და გასაჭირიდან ახალი სიტყვით დაიხსნა თავი.
"Well—the general air, the style, the self-possession, the—the—illusion— you know", laughed Laurie, breaking down and helping himself out of his quandary with the new word.
207063.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ემის ეამა, თუმცა, ცხადია, არ შეიმჩნია და თავშეკავებით მიუგო: – უცხოეთში ცხოვრება ძალაუნებურად გხვეწს.
Amy was gratified, but of course didn't show it, and demurely answered, "Foreign life polishes one in spite of one's self.
207064.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ცოტა არ იყოს, ინანა ეს ბოლო ფრაზა: ვაითუ, უგემოვნოდ გამომივიდაო, მაგრამ ლორის ამ სიტყვების გამო კიდევ უფრო მოეწონა და იგრძნო, რომ აღტაცება და პატივისცემა აღუძრა მისმა ვაჟკაცურმა მოთმინებამ, საუკეთესოს რომ გამოადნობდა იმისგან, რაც ჰქონდა და ხალისიანმა ხასიათმა, ყვავილებით რომ ფარავდა სიღარიბეს.
Amy rather regretted that last sentence, fearing it wasn't in good taste, but Laurie liked her better for it, and found himself both admiring and respecting the brave patience that made the most of opportunity, and the cheerful spirit that covered poverty with flowers.
207065.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 14
ემი ვერ მიხვდა, რატომ შეაცქერდა ლორი ასე ალერსიანად ან რატომ ჩაწერა მისი სამეჯლისო წიგნაკის ყველა ცარიელ სტრიქონზე თავისი სახელი და რატომ არ მოშორებია მთელი საღამო.
Amy did not know why he looked at her so kindly, nor why he filled up her book with his own name, and devoted himself to her for the rest of the evening.
207066.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
საფრანგეთში ახალაგაზრდა გოგონები გათხოვებამდე უინტერესოდ ცხოვრობენ, მერე კი მათი დევიზი Vive la liberté! ხდება.
In France the young girls have a dull time of it till they are married, when 'Vive la liberte!' becomes their motto.
207067.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ამერიკაში, როგორც ყველამ იცის, გოგონები ადრევე აწერენ ხელს „დამოუკიდებლობის დეკლარაციას“ და რესპუბლიკური გზნებით ტკბებიან თავისუფლებით, სამაგიეროდ, ახალგაზრდა მატრონები პირველივე მემკვიდრის დაბადებისთანავე გადადგებიან ხოლმე ტახტიდან და კარჩაკეტილ ცხოვრებას იწყებენ.
In America, as everyone knows, girls early sign the declaration of independence, and enjoy their freedom with republican zest, but the young matrons usually abdicate with the first heir to the throne and go into seclusion.
207068.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ქორწილის ფორიაქი რომ ჩაივლის, უნდათ თუ არა, პრაქტიკულად ჩამოწერილები აღმოჩნდებიან და უმეტეს მათგანს შეუძლია სწორედ ისე შესძახოს, როგორც ამას წინათ შესძახა ერთმა ძალიან ლამაზმა ქალმა: – ისევ ისეთი კარგი ვარ, როგორიც ვიყავი, მაგრამ ზედ არავინ მიყურებს, იმიტომ რომ გათხოვილი ვარ!
Whether they like it or not, they are virtually put upon the shelf as soon as the wedding excitement is over, and most of them might exclaim, as did a very pretty woman the other day, "I'm as handsome as ever, but no one takes any notice of me because I'm married".
207069.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
მეგი არც მზეთუნახავი იყო და არც მაღალ საზოგადოებაში მოტრიალე ქალბატონი, ამიტომ ამგვარი გულისტკივილი არ განუცდია, სანამ მისი პატარები ერთი წლისანი არ გახდნენ, რადგან მის პატარა სამყაროში უბრალო წეს-ჩვეულებები იყო გაბატონებული.
Not being a belle or even a fashionable lady, Meg did not experience this affliction till her babies were a year old, for in her little world primitive customs prevailed.
207070.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
რაკი პატარა ქალური ქალი იყო, უძლიერესი დედობრივი ინსტინქტი აღმოაჩნდა და ისე ჩაინთქა შვილებში, რომ აღარავინ და აღარაფერი ახსოვდა.
As she was a womanly little woman, the maternal instinct was very strong, and she was entirely absorbed in her children, to the utter exclusion of everything and everybody else.
207071.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
დღედაღამ თავს დასტრიალებდა და დაუღალავად უვლიდა, ჯონი კი დაქირავებული ადამიანის ამარა მიაგდო, რადგან ახლა სამზარეულოში მავანი ირლანდიელი ლედი მბრძანებლობდა.
Day and night she brooded over them with tireless devotion and anxiety, leaving John to the tender mercies of the help, for an Irish lady now presided over the kitchen department.
207072.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– ჩუ! ეს წუთია დაეძინათ, მთელი დღე ტიროდნენ.
"Hush! They are just asleep after worrying all day".
207073.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ლექციას ან კონცერტს ახსენებდა და – საყვედურით შეხედავდნენ და გადაჭრით მიუგებდნენ: – ჩემი სიამოვნებისთვის დავყარო ბავშვები? არასოდეს!
If he hinted at a lecture or a concert, he was answered with a reproachful look, and a decided—"Leave my children for pleasure, never!"
207074.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ექვსი თვე მოთმინებით იტანდა ყოველივე ამას, მაგრამ როცა უკეთესობის არანაირი ნიშანი არ გამოჩნდა, ის ქნა, რასაც სხვა გაძევებული მამები შვრებიან – სცადა, სხვაგან ეპოვა მცირე ნუგეში.
He bore it very patiently for six months, and when no signs of amendment appeared, he did what other paternal exiles do—tried to get a little comfort elsewhere.
207075.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
სკოტმა ცოლი შეირთო და შორიახლო დაფუძნდა, ჰოდა, ჯონიც საღამოობით ორიოდე საათით შეუვლიდა ხოლმე, როცა მისი საკუთარი სასტუმრო ოთახი ცარიელი იყო, მისი საკუთარი ცოლი კი იავნანას მღეროდა, რომელსაც, მისი შეტყობით, ბოლო არ ექნებოდა.
Scott had married and gone to housekeeping not far off, and John fell into the way of running over for an hour or two of an evening, when his own parlor was empty, and his own wife singing lullabies that seemed to have no end.
207076.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
მისის სკოტი ხალისიანი, კოხტა გოგონა გახლდათ, საქმე არაფერი ჰქონდა გარდა იმისა, რომ საამური ყოფილიყო, ამ მისიას კი ფრიად წარმატებით ართმევდა თავს.
Mrs. Scott was a lively, pretty girl, with nothing to do but be agreeable, and she performed her mission most successfully.
207077.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
სასტუმრო ოთახი მუდამ გასხივოსნებული და მიმზიდველი იყო, ჭადრაკის დაფა – გაშლილი, პიანინო – აწყობილი, მხიარული მასლაათი – უხვი, ხოლო კარგი, მსუბუქი ვახშამი – მაცდუნებელი.
The parlor was always bright and attractive, the chessboard ready, the piano in tune, plenty of gay gossip, and a nice little supper - tempting.
207078.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
თავიდან მეგს კიდეც მოსწონდა ახალი წესი და შვებას გრძნობდა, რაკი იცოდა, რომ ჯონი კარგ დროს ატარებდა იმის მაგივრად, რომ სასტუმრო ოთახში ჩაეთვლიმა ან სახლში ეხეტიალა და ბავშვები გაეღვიძებინა.
Meg rather approved of the new arrangement at first, and found it a relief to know that John was having a good time instead of dozing in the parlor, or tramping about the house and waking the children.
207079.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– ჰო, – ამბობდა მეგი, როცა სარკეში ჩაიხედავდა, – ვბერდები და ვუშნოვდები.
"Yes," she would say, looking in the glass, "I'm getting old and ugly".
207080.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ჯონს აღარ ვაინტერესებ, ამიტომაც ტოვებს თავის დამჭკნარ ცოლს, მიდის და კოხტა მეზობელს შესცქერის, რომელსაც არანაირი ტვირთი არ აწევს.
John doesn't find me interesting any longer, so he leaves his faded wife and goes to see his pretty neighbor, who has no incumbrances.