მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207081.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
სამაგიეროდ ბავშვებს ვუყვარვარ, არც ჩემი სიგამხდრე და უფერულობა აწუხებთ და არც ის, თმის დასაკულულებლად რომ ვერ ვიცლი, ისინი ჩემი ნუგეშია.
Well, the babies love me, they don't care if I am thin and pale and haven't time to crimp my hair, they are my comfort.
207082.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ამ შესაბრალის მიმართვას დეიზი ჟღურტულით უპასუხებდა, დემი კი – ღუღუნით, მეგიც გვერდზე გადადებდა ჩივილს და დედობრივ აღტაცებაში მოვიდოდა, რაც დროებით უმსუბუქებდა მარტოობას.
To which pathetic appeal Daisy would answer with a coo, or Demi with a crow, and Meg would put by her lamentations for a maternal revel, which soothed her solitude for the time being.
207083.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
თუმცა, გულისტკივილი უფრო და უფრო ემატებოდა, რადგან ჯონი პოლიტიკამ დააინტერესა, წამდაუწუმ შეურბენდა ხოლმე სკოტს საინტერესო საკითხების განსასჯელად და ფიქრადაც არ მოსდიოდა, მეგს ვენატრებიო.
But the pain increased as politics absorbed John, who was always running over to discuss interesting points with Scott, quite unconscious that Meg missed him.
207084.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
თუმცა, მეგი თქმით არაფერს ამბობდა, სანამ ერთ დღესაც დედამ მტირალს არ მიუსწრო და არ ჩააცივდა, რა ამბავიაო, რადგან ქალიშვილის უგუნებობა არ გამოჰპარვია.
Not a word did she say, however, till her mother found her in tears one day, and insisted on knowing what the matter was, for Meg's drooping spirits had not escaped her observation.
207085.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– შენ გარდა არავის ვეტყოდი, დე, მაგრამ მართლა მჭირდება რჩევა, იმიტომ რომ თუ ჯონი ასე გააგრძელებს, გამოვა, რომ დავქვრივებულვარ, – შეურაცხყოფილი იერით მიუგო მისის ბრუკმა და დეიზის წინსაფრით მოიწმინდა ცრემლი.
"I wouldn't tell anyone except you, Mother, but I really do need advice, for if John goes on much longer I might as well be widowed," replied Mrs. Brooke, drying her tears on Daisy's bib with an injured air.
207086.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– როგორ გააგრძელებს, ჩემო კარგო? – შეშფოთებით ჰკითხა დედამ.
"Goes on how, my dear?" asked her mother anxiously.
207087.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– მთელი დღეობით წასულია, საღამოს კი, როცა მინდა ვნახო, სულ სკოტებთან დადის.
"He's away all day, and at night when I want to see him, he is continually going over to the Scotts'.
207088.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
უსამართლობაა: მე ყველაზე მძიმე საქმე მაქვს და არანაირი გასართობი.
It isn't fair that I should have the hardest work, and never any amusement.
207089.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
რა ეგოისტები არიან კაცები, საუკეთესონიც კი!
Men are very selfish, even the best of them.
207090.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– ქალებიც ასეთები არიან. ჯონს ნუ დაადანაშაულებ, სანამ არ მიხვდები, შენ თვითონ რას აშავებ.
"So are women. Don't blame John till you see where you are wrong yourself".
207091.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– ჰო, მაგრამ მართალი როგორ იქნება იმაში, რომ ყურადღებას არ მაქცევს? – შენ კი აქცევ?
"But it can't be right for him to neglect me." "Don't you neglect him?"
207092.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– დე! მეგონა, ჩემს მხარეს დადგებოდი! – შენს მხარეს ვდგავარ, სანამ თანაგრძნობაზეა ლაპარაკი, მაგრამ მე მგონი, შენი ბრალია, მეგ.
"Mother, I thought you'd take my part!" "So I do, as far as sympathizing goes, but I think the fault is yours, Meg."
207093.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– მოდი, აგიხსნი. განა, ჯონი, შენი თქმისა არ იყოს, უყურადღებოდ გტოვებდა, სანამ იმის საშუალება არ მოაკელი, რომ შენ გვერდით იყოს საღამოობით – როცა დასვენების დრო აქვს?
"Let me show you. Did John ever neglect you, as you call it, while you made it a point to give him your society of an evening, his only leisure time?"
207094.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– მე მგონი, შეგიძლია, და უნდა იყო კიდეც. შეიძლება, გულახდილად გელაპარაკო? ხომ გეხსომება, რომ დედა, რომელიც გადანაშაულებს, ამავე დროს ის დედაა, რომელიც თანაგიგრძნობს?
"I think you could, dear, and I think you ought. May I speak quite freely, and will you remember that it's Mother who blames as well as Mother who sympathizes?"
207095.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ისე მელაპარაკე, თითქოს ისევ პატარა მეგი ვიყო.
Speak to me as if I were little Meg again.
207096.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
რაც ეს ბავშვები მყავს და მთლიანად ჩემზე არიან დამოკიდებულნი, ვგრძნობ, რომ წინანდელზე უფრო მჭირდება დარიგება.
I often feel as if I needed teaching more than ever since these babies look to me for everything.
207097.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ძალიანაც ბუნებრივი და მისატევებელი შეცდომაა, მეგ, მაგრამ მაინც შეცდომა, რომელიც, ჯობს, მანამ გამოასწორო, სანამ შენ და ჯონი თქვენ თქვენს გზებზე წასულხართ; ბავშვებმა უნდა დაგაახლოონ და არა დაგაშორონ, თითქოს მხოლოდ შენი შვილები იყვნენ და ჯონს არაფერი ესაქმებოდეს იმათთან გარდა იმისა, რომ არჩინოს.
A very natural and forgivable mistake, Meg, but one that had better be remedied before you take to different ways, for children should draw you nearer than ever, not separate you, as if they were all yours, and John had nothing to do but support them.
207098.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
თუ ვთხოვე, დარჩი-მეთქი, ეგონება ვეჭვიანობ, არადა, არ მინდა, მაგ აზრით შეურაცხვყო.
If I ask him to stay, he'll think I'm jealous, and I wouldn't insult him by such an idea.
207099.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ვერ ხედავს, რომ მჭირდება? მე კი არ ვიცი, უსიტყვოდ როგორ ვუთხრა.
He doesn't see that I want him, and I don't know how to tell him without words.
207100.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– ისეთი საამური გახადე, რომ წასვლა არ მოუნდეს.
Make it so pleasant he won't want to go away.