მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207101.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ჩემო კარგო, ჯონს სულითა და გულით უნდა, სახლი ჰქონდეს, მაგრამ უშენოდ აქაურობა სახლი არ არის, შენ კი სულ მუდამ ბავშვების ოთახში ხარ.
My dear, he's longing for his little home, but it isn't home without you, and you are always in the nursery.
207102.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– არ უნდა ვიყო? – ყოველთვის – არა. მეტისმეტი კარჩაკეტილობა განერვიულებს და აღარაფრისთვის ვარგიხარ.
"Oughtn't I to be there?" "Not all the time, too much confinement makes you nervous, and then you are unfitted for everything.
207103.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
გარდა ამისა, მხოლოდ ბავშვების კი არა, ჯონის მიმართაც გაქვს ვალდებულება.
Besides, you owe something to John as well as to the babies.
207104.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ბავშვებმა ქმარი არ უნდა დაგავიწყონ და არც ბავშვების ოთახის კარი უნდა მოუხურო ქმარს: პირიქით, ასწავლე, როგორ მოგეშველოს.
Don't neglect husband for children, don't shut him out of the nursery, but teach him how to help in it.
207105.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
იქ მისი ადგილიც ისევეა, როგორც შენი. ბავშვებს სჭირდებათ ის.
His place is there as well as yours, and the children need him.
207106.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– მართლა ეგრე გგონია, დე?
"You really think so, Mother?"
207107.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– ვიცი, მეგ. მე იშვიათად ვიძლევი რჩევას, თუკი გამოცდილებით არ დავრწმუნდი, რომ ეს რჩევა პრაქტიკულია.
"I know it, Meg. I seldom give advice unless I've proved its practicability.
207108.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
როცა შენ და ჯო პატარები იყავით, ზუსტად ისე ვიქცეოდი, როგორც ახლა შენ. სულ მეგონა, ჩემს მოვალეობას ვერ შევასრულებდი, თუკი მთლიანად თქვენ არ მოგიძღვნიდით თავს.
When you and Jo were little, I went on just as you are, feeling as if I didn't do my duty unless I devoted myself wholly to you.
207109.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
მერე ავად გამიხდით და ისე ვიდარდე, რომ მეც ავად გავხდი.
You were poorly, and I worried about you till I fell sick myself.
207110.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
მაშინ კი მოვიდა მამათქვენი საშველად, ყველაფერი წყნარად მოაგვარა და ისეთი საჭირო ადამიანი გახდა, რომ მივხვდი ჩემს შეცდომას და მას მერე უიმისოდ ვეღარაფერს ვაბამ თავს.
Then Father came to the rescue, quietly managed everything, and made himself so helpful that I saw my mistake, and never have been able to get on without him since.
207111.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
აი, ეს არის ჩვენი ოჯახური ბედნიერების საიდუმლო:
That is the secret of our home happiness.
207112.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ორივეს გვაქვს ჩვენ-ჩვენი საქმე, მაგრამ სახლში მუდამ ერთად ვშრომობთ.
Each do our part alone in many things, but at home we work together, always.
207113.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– ჰო, ეგრეა, დე, და გულით მინდა, ჩემი ქმარ-შვილისთვის ის გავხდე, რაც შენ იყავი და ხარ შენი ქმარ-შვილისთვის.
"It is so, Mother, and my great wish is to be to my husband and children what you have been to yours.
207114.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– შენ მუდამ დამჯერი ქალიშვილი მყავდი.
You always were my docile daughter.
207115.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ჰოდა, საყვარელო, შენს ადგილზე ჯონს უფრო მეტად ჩავრთავდი დემის აღზრდაში; ბიჭს კალაპოტში ჩაყენება სჭირდება.
Well, dear, if I were you, I'd let John have more to do with the management of Demi, for the boy needs training.
207116.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
მერე კი იმას ვიზამდი, რაც ბევრჯერ შემომითავაზებია: დასახმარებლად ჰანას მოვიყვანდი.
Then I'd do what I have often proposed, let Hannah come and help you.
207117.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
სანაქებო ძიძაა და იოლად მიანდობ შენს ძვირფას შვილებს, შენ კი სახლს მიხედავ.
She is a capital nurse, and you may trust the precious babies to her while you do more housework.
207118.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
შენ მეტს იმოძრავებ, ჰანას დაჯდომა და დასვენება არგებს, ჯონი კი კვლავ მოიპოვებს ცოლს.
You need the exercise, Hannah would enjoy the rest, and John would find his wife again.
207119.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
გარდა ამისა, ვეცდებოდი, ყველაფრით დავინტერესებულიყავი, რაც ჯონს მოსწონს – ველაპარაკებოდი, მოვისმენდი, რასაც წამიკითხავდა, აზრებს გავცვლიდ-გამოვცვლიდით და ამითაც დავეხმარებოდით ერთმანეთს.
Then I'd try to take an interest in whatever John likes—talk with him, let him read to you, exchange ideas, and help each other in that way.
207120.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
რახან ქალი ხარ, კოლოფში კი არ უნდა ჩაიკეტო: პირიქით, ეცადე, გაიგო, რა ამბავია ქვეყანაზე, განვითარდე და შენც მიიღო მონაწილეობა იმაში, რაც გარშემო ხდება, იმიტომ რომ ეგ ყველაფერი შენ და შენიანებსაც გეხებათ.
Don't shut yourself up in a bandbox because you are a woman, but understand what is going on, and educate yourself to take your part in the world's work, for it all affects you and yours.