მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207121.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– ჯონი ძალიან ჭკვიანია და სულელი ვეგონები, თუკი პოლიტიკაზე და სხვა ამბებზე დავუსვამ შეკითხვებს.
John is so sensible, I'm afraid he will think I'm stupid if I ask questions about politics and things.
207122.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
სცადე და ნახავ, შენთან ყოფნა უფრო სასიამოვნოდ თუ არ გაუხდეს, ვიდრე მისის სკოტის ვახშმები.
Try it, and see if he doesn't find your society far more agreeable than Mrs. Scott's suppers.
207123.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– საწყალი ჯონი! ალბათ, მართლა მიტოვებული მყავდა, მაგრამ მეგონა, მართალი ვიყავი, ის კი არაფერს ამბობდა.
Poor John! I'm afraid I have neglected him sadly, but I thought I was right, and he never said anything.
207124.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– ცდილობდა, ეგოიზმი არ გამოეჩინა, მაგრამ, როგორც ვხვდები, ძალიან მარტოსული იყო.
He tried not to be selfish, but he has felt rather forlorn, I fancy.
207125.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ახლა ის დროა, მეგ, როცა შესაძლებელია ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ერთმანეთისადმი გაუცხოვდეს, და თან, სწორედ ის დრო, როცა უსათუოდ ერთად უნდა იყვნენ, რადგან პირველი სინაზე მალე ცვდება, თუკი მის შენარჩუნებაზე არ იზრუნეს.
This is just the time, Meg, when young married people are apt to grow apart, and the very time when they ought to be most together, for the first tenderness soon wears off, unless care is taken to preserve it.
207126.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
არც იმაზე ლამაზი და ძვირფასი დრო არსებობს მშობლებისთვის, ვიდრე იმ პატარა სულიერთა სიცოცხლის პირველი წლები, რომლებიც აღსაზრდელად მიეცათ.
And no time is so beautiful and precious to parents as the first years of the little lives given to them to train.
207127.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
არ დაუშვა, რომ ჯონი უცხო გახდეს ბავშვებისთვის. ისინი ყველა სხვაზე მეტად მოახერხებენ, რომ მან უსაფრთხოდ და ბედნიერად იცხოვროს ამ განსაცდელითა და ცდუნებით სავსე სამყაროში, სწორედ ისინი გაგაცნობენ და შეგაყვარებენ ერთმანეთს ისე, როგორც საჭიროა.
Don't let John be a stranger to the babies, for they will do more to keep him safe and happy in this world of trial and temptation than anything else, and through them you will learn to know and love one another as you should.
207128.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ახლა კი დაგემშვიდობები, ჩემო კარგო. იფიქრე დედის დარიგებაზე და თუ კარგი გეჩვენოს, შეასრულე. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!
Now, dear, good-by. Think over Mother's preachment, act upon it if it seems good, and God bless you all.
207129.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
მეგმა იფიქრა ამ დარიგებაზე, კარგი ეჩვენა და შეასრულა კიდეც, თუმცა პირველი ცდა მთლად ისეთი არ გამოუვიდა, როგორც დაგეგმა.
Meg did think it over, found it good, and acted upon it, though the first attempt was not made exactly as she planned to have it.
207130.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ცხადია, ბავშვები ტირანებივით ექცეოდნენ და სახლშიც გაბატონდნენ, როგორც კი მიხვდნენ, რომ ფეხების ქნევითა და წივილით ყველაფერს მიიღებდნენ, რაც კი მოუნდებოდათ.
Of course the children tyrannized over her, and ruled the house as soon as they found out that kicking and squalling brought them whatever they wanted.
207131.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
დედა მათი კაპრიზების საბრალო მხევალი იყო, აი, მამა კი ასე იოლად არ ემორჩილებოდათ და დროდადრო ნაზ მეუღლეს იმით ტანჯავდა, რომ ცდილობდა მამობრივი დისციპლინისთვის დაექვემდებარებინა თავისი მოუსვენარი ძე.
Mamma was an abject slave to their caprices, but Papa was not so easily subjugated, and occasionally afflicted his tender spouse by an attempt at paternal discipline with his obstreperous son.
207132.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ჰოდა, მასტერ დემი მალევე მიხვდა, რომ მამასთან „ჭიდაობაში“ მუდამ მარცხდებოდა, თუმცა, როგორც ინგლისელებს სჩვევიათ, პატივს სცემდა მასზე გამარჯვებულ ადამიანს და უყვარდა მამა, რომლის მკაცრი „არა, არა!“ უფრო შთამბეჭდავი იყო, ვიდრე დედის ალერსიანი ფერება.
So Master Demi early discovered that when he undertook to "wrastle" with "Parpar", he always got the worst of it, yet like the Englishman, baby respected the man who conquered him, and loved the father whose grave "No, no," was more impressive than all Mamma's love pats.
207133.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
დედასთან ლაპარაკიდან რამდენიმე დღე რომ გავიდა, მეგმა გადაწყვიტა, ჯონისთვის სასიამოვნო საღამო გაემართა, შეუკვეთა კარგი ვახშამი, მიალაგა სასტუმრო ოთახი, გამოიპრანჭა და ბავშვები ადრიანად დააწვინა, რომ ექსპერიმენტში ხელი არ შეშლოდა.
A few days after the talk with her mother, Meg resolved to try a social evening with John, so she ordered a nice supper, set the parlor in order, dressed herself prettily, and put the children to bed early, that nothing should interfere with her experiment.
207134.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
მაგრამ საუბედუროდ, დემის ახირებებიდან ყველაზე დაუძლეველი ახირება ის გახლდათ, რომ დაძინება არ უყვარდა და იმ საღამოს გადაწყვიტა, ღამითაც გაეგრძელებინა ბობოქრობა.
But unfortunately Demi's most unconquerable prejudice was against going to bed, and that night he decided to go on a rampage.
207135.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
საბრალო მეგმა უმღერა, დაარწია, ზღაპრები უამბო და ძილის მოგვრის ყველა ხერხი სცადა, მაგრამ ამაოდ: დიდი თვალები არა და არ დაიხუჭა; მას მერე, რაც დეიზი წესებს დაემორჩილა, დემი კიდევ დიდხანს იწვა და შუქს მიშტერებოდა ყოვლად თავგზაამბნევად ფხიზელი გამომეტყველებით.
So poor Meg sang and rocked, told stories and tried every sleep-prevoking wile she could devise, but all in vain, the big eyes wouldn't shut, and long after Daisy had gone to byelow, like the chubby little bunch of good nature she was, Demi lay staring at the light, with the most discouragingly wide-awake expression of countenance.
207136.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– იწვება დემი ჩუმად, როგორც კარგი ბიჭი, სანამ დედა დაბლა ჩაირბენს და საწყალ მამას ჩაის დაალევინებს? – ჰკითხა მეგმა, როცა შემოსასვლელში ჩუმად მიიხურა კარი და ნაცნობი ფეხის ხმა გაისმა: ჯონი ფეხის წვერებზე შევიდა სასადილო ოთახში.
"Will Demi lie still like a good boy, while Mamma runs down and gives poor Papa his tea?" asked Meg, as the hall door softly closed, and the well-known step went tip-toeing into the dining room.
207137.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– მეც ცაი! – თქვა დემიმ და ნადიმზე დასასწრებად მოემზადა.
"Me has tea!" said Demi, preparing to join in the revel.
207138.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– ქი! – და დემიმ მაგრად დახუჭა თვალები, თითქოს იმისთვის, რომ მალე დასძინებოდა და სანუკვარი დღე მოეახლოებინა.
"Iss!" and Demi shut his eyes tight, as if to catch sleep and hurry the desired day.
207139.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
მეგმა ისარგებლა ამ ხელსაყრელი წამით და გასხლტა, რომ სახეზე ღიმილგადაფენილი და თმაზე პატარა ცისფერ ბაფთადაბნეული შეგებებოდა ქმარს.
Taking advantage of the propitious moment, Meg slipped away and ran down to greet her husband with a smiling face and the little blue bow in her hair.
207140.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ახლაც მაშინვე შენიშნა და საამოდ გაკვირვებულმა თქვა: – ამ საღამოს რა მხიარულები ვართ, პატარა დედიკო!
He saw it at once and said with pleased surprise, "Why, little mother, how gay we are tonight".