მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207141.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– მხოლოდ შენ, საყვარელო. – დღეობაა, წლისთავი თუ რა?
"Only you, dear." "Is it a birthday, anniversary, or anything?"
207142.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– არა, უბრალოდ, დამღალა აჩაჩულდაჩაჩულობამ და მრავალფეროვნებისთვის გამოვეწყვე.
"No, I'm tired of being dowdy, so I dressed up as a change.
207143.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
შენ მუდამ მოწესრიგებული უჯდები სუფრას, რაგინდ დაღლილი იყო. მეც შენსავით რატომ არ უნდა მოვიქცე, როცა დრო მაქვს?
You always make yourself nice for table, no matter how tired you are, so why shouldn't I when I have the time?
207144.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– მე შენს პატივსაცემად ვიქცევი ასე, ჩემო ძვირფასო, – მიუგო ძველმოდურმა ჯონმა.
"I do it out of respect for you, my dear," said old-fashioned John.
207145.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– მეც, მეც, მისტერ ბრუკ, – გაეცინა მეგს. ჩაიდანთან მიმჯდარმა, ძველებურად ნორჩმა და კოხტამ, თავი დაუქნია მას.
"Ditto, ditto, Mr. Brooke," laughed Meg, looking young and pretty again, as she nodded to him over the teapot.
207146.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
შენი დღეგრძელობა იყოს, ძვირფასო, – ჯონმა ნეტარი აღტაცებით მოხვრიპა ჩაი, თუმცა ეს ნეტარი აღტაცება ერთობ ხანმოკლე გამოდგა: ფინჯნის დადგმა ძლივს მოასწრო, რომ კარის სახელური იდუმალად აჩხარუნდა და მოუთმენელი ხმა გაისმა:
I drink your health, dear." and John sipped his tea with an air of reposeful rapture, which was of very short duration however, for as he put down his cup, the door handle rattled mysteriously, and a little voice was heard, saying impatiently...
207147.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ვუთხარი, შენ თვითონ დაიძინემეთქი და უკვე ჩამოსულა. გაცივდება, ფეხშიშველა რომ დატყაპუნებს იმ ფეხსაფენზე, – გაეხმაურა მეგი დაძახებას.
I told him to go to sleep alone, and here he is, downstairs, getting his death a-cold pattering over that canvas," said Meg, answering the call.
207148.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– უკე დილა! – ხალისიანად გამოაცხადა სასადილო ოთახში შესულმა დემიმ; გრძელი ღამის პერანგის კალთა მოხდენილად გადაეგდო მკლავზე, როცა მაგიდის გარშემო აკუნტრუშდა და სიყვარულით სავსე მზერით დაუწყო ძებნა ნამცხვარს, თმის ყოველი კულული მხიარულად აუცეკვდა თავზე.
"Mornin' now," announced Demi in joyful tone as he entered, with his long nightgown gracefully festooned over his arm and every curl bobbing gayly as he pranced about the table, eyeing the "cakies" with loving glances.
207149.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– არა, ჯერ დილა არ არის. ლოგინში უნდა დაწვე და საწყალი დედა არ შეაწუხო, ასე თუ იზამ, დილით შაქარმოყრილ ნამცხვარს მიიღებ.
"No, it isn't morning yet. You must go to bed, and not trouble poor Mamma. Then you can have the little cake with sugar on it".
207150.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– მე მამა მიკალს, – თქვა ეშმაკუნამ და მამას მუხლებზე აცოცება დააპირა, რომ აკრძალული სიამოვნებით დამტკბარიყო, მაგრამ ჯონმა თავი გააქნია და მეგს უთხრა:
"Me loves Parpar," said the artful one, preparing to climb the paternal knee and revel in forbidden joys. But John shook his head, and said to Meg...
207151.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– თუ უთხარი, ზემოთ დარჩი და შენ თვითონ დაიძინე-თქო, კიდეც გააკეთებინე, თორემ ვერ ისწავლის, რომ უნდა გაგიგონოს.
"If you told him to stay up there, and go to sleep alone, make him do it, or he will never learn to mind you".
207152.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– კი, რა თქმა უნდა. წამოდი, დემი, – და მეგმა შვილი გაიყვანა, თან კი ერთი სული ჰქონდა, კარგად გაეტყიპა მის გვერდით მოკუნტრუშე პატარა ხელის შემშლელი და მცდარად გადაწყვიტა, ბავშვების ოთახში ავალთ თუ არა, მოვქრთამავო.
"Yes, of course. Come, Demi," and Meg led her son away, feeling a strong desire to spank the little marplot who hopped beside her, laboring under the delusion that the bribe was to be administered as soon as they reached the nursery.
207153.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
არც გასცრუებია იმედი, რადგან ამ წინდაუხედავმა ქალმა მართლაც მისცა შაქრის ნატეხი, საბანში ჩაფუთნა და დილამდე გასეირნება აუკრძალა.
Nor was he disappointed, for that shortsighted woman actually gave him a lump of sugar, tucked him into his bed, and forbade any more promenades till morning.
207154.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– ქი! – თქვა ფიცის გამტეხმა დემიმ, შაქარი დაწუწნა და თავისი პირველი ცდა უაღრესად წარმატებულად მიიჩნია.
"Iss!" said Demi the perjured, blissfully sucking his sugar, and regarding his first attempt as eminently successful.
207155.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
მეგი დაბრუნდა თავის ადგილზე და ვახშამი საამურად გაგრძელდა, მაგრამ პატარა მოჩვენება ისევ შემობრძანდა და თავხედური მოთხოვნით ამხილა დედის დანაშაული: – ტიდე საქალი, დე.
Meg returned to her place, and supper was progressing pleasantly, when the little ghost walked again, and exposed the maternal delinquencies by boldly demanding, "More sudar, Marmar".
207156.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– ასე არ ივარგებს, – თქვა ჯონმა და გული გაიქვავა, რომ ამ მომხიბლავი პატარა არამზადისთვის თავისი არ გაეტანინებინა, – სიმშვიდე არ გვეღირსება, სანამ ეს ბავშვი წესიერად დაძინებას არ ისწავლის.
"Now this won't do," said John, hardening his heart against the engaging little sinner. "We shall never know any peace till that child learns to go to bed properly".
207157.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ძალიან დიდხანს ემონებოდი.
You have made a slave of yourself long enough.
207158.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ახლა, მოდი, ერთხელ ასწავლე ჭკუა და დამთავრდება.
Give him one lesson, and then there will be an end of it.
207159.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ჩააწვინე ლოგინში და დატოვე, მეგ.
Put him in his bed and leave him, Meg.
207160.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– არ დარჩება. არასოდეს არ რჩება, თუ მეც იქვე არ ვუზივარ.
"He won't stay there, he never does unless I sit by him".