მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207161.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– მე მოვუვლი. დემი, ადი მაღლა და ლოგინში დაწექი, როგორც დედა გეუბნება.
"I'll manage him. Demi, go upstairs, and get into your bed, as Mamma bids you".
207162.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– ალ ავალ! – მიუგო პატარა მეამბოხემ, სტაცა ხელი სანუკვარ „ნამცვალს“ და აუღელვებელი თავხედურობით დაუწყო ჭამა.
"S'ant!" replied the young rebel, helping himself to the coveted 'cakie', and beginning to eat the same with calm audacity.
207163.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– მამას ასე არ უნდა ელაპარაკო. თუ არ ახვალ, მე აგიყვან.
"You must never say that to Papa. I shall carry you if you don't go yourself".
207164.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– ტადი, მამა ალ მიკალს, – და დემიმ დედის ქვედაკაბას შეაფარა თავი.
"Go 'way, me don't love Parpar." and Demi retired to his mother's skirts for protection.
207165.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
თუმცა, ეს თავშესაფარიც კი არ გამოდგა საიმედო, რადგან მტერს გადასცეს და დააყოლეს: – ალერსიანად მოექეცი, ჯონ, – რაზეც „ბოროტმოქმედს“ ელდა ეცა: თუ დედამ მიატოვა, გამოდიოდა, რომ განკითხვის დღე ახლო იყო.
But even that refuge proved unavailing, for he was delivered over to the enemy, with a "Be gentle with him, John," which struck the culprit with dismay, for when Mamma deserted him, then the judgment day was at hand.
207166.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
საბრალო დემის ნამცხვარი გამოართვეს, ცელქობა შეაწყვეტინეს, ღონივრად მოხვიეს ხელი და საძულველი ლოგინისკენ წაიყვანეს, საბრალო დემიმაც ვერ მოთოკა ბრაზი და მამა დაუფარავად გამოიწვია ბრძოლაში, სანამ აჰყავდათ, მთელი გზა წიხლებს იქნევდა და გაჰკიოდა.
Bereft of his cake, defrauded of his frolic, and borne away by a strong hand to that detested bed, poor Demi could not restrain his wrath, but openly defied Papa, and kicked and screamed lustily all the way upstairs.
207167.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
დააწვინეს თუ არა საწოლის ერთ მხარეს, იქვე მეორე მხრიდან გადაგორდა და კარისკენ გაექანა, მაგრამ სამარცხვინოდ სტაცეს ხელი პატარა ტოგის ბოლოში და ისევ დააწვინეს; ეს ხალისიანი წარმოდგენა მანამ გაგრძელდა, სანამ ყმაწვილკაცს ღონე არ გამოელია, რის შემდეგაც მთელი ხმით აღრიალდა.
The minute he was put into bed on one side, he rolled out on the other, and made for the door, only to be ignominiously caught up by the tail of his little toga and put back again, which lively performance was kept up till the young man's strength gave out, when he devoted himself to roaring at the top of his voice.
207168.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
როგორც წესი, მეგს ამ ვოკალური სავარჯიშოთი სჯობნიდა, მაგრამ ჯონი უძრავად, როგორც იტყვიან, გაქვავებული იჯდა:
This vocal exercise usually conquered Meg, but John sat as unmoved as the post which is popularly believed to be deaf.
207169.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
არც რჩევა-დარიგება, არც შაქარი, არც იავნანა და არც ზღაპარი, შუქიც კი ჩააქრო და მხოლოდ ბუხრის წითელი ნაღვერდალი აცოცხლებდა „დიდ შავბნელს“, რომელსაც დემი ცნობისმოყვარეობით უფრო უყურებდა, ვიდრე შიშით.
No coaxing, no sugar, no lullaby, no story, even the light was put out and only the red glow of the fire enlivened the "big dark" which Demi regarded with curiosity rather than fear.
207170.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ამ ახალმა წესრიგმა ზიზღი აღუძრა და როცა მძვინვარე ვნებები ჩაუცხრა, ტყვედქმნილ დესპოტს თავისი ალერსიანი მხევალი გაახსენდა და სევდიანად აქვითინდა, – დედაო.
This new order of things disgusted him, and he howled dismally for "Marmar", as his angry passions subsided, and recollections of his tender bondwoman returned to the captive autocrat.
207171.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
გაშმაგებულ ღრიალს მოყოლებულმა შესაბრალისმა ტირილმა გული გაუპო მეგს, ზევით აირბინა და მუდარით თქვა:
The plaintive wail which succeeded the passionate roar went to Meg's heart, and she ran up to say beseechingly...
207172.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– გეხვეწები, დავრჩები, ახლა კარგად მოიქცევა, ჯონ.
"Let me stay with him, he'll be good now, John".
207173.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– არა, საყვარელო. ნათქვამი მაქვს, დედამ გითხრა და უნდა დაიძინო-მეთქი, ჰოდა, მთელ ღამეს აქ ჯდომა რომ დამჭირდეს, უნდა დაიძინოს.
"No, my dear. I've told him he must go to sleep, as you bid him, and he must, if I stay here all night".
207174.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– ჰო, მაგრამ ამდენი ტირილით ავად გახდება, – შეევედრა მეგი და თავის თავს უსაყვედურა, ბიჭი რატომ მივატოვეო.
"But he'll cry himself sick," pleaded Meg, reproaching herself for deserting her boy.
207175.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– არა, არ გახდება. ისეთი დაღლილია, ძილი მალე წაართმევს თავს და ეს საქმეც მოგვარდება: მიხვდება, რომ უნდა გაგვიგონოს.
"No, he won't, he's so tired he will soon drop off and then the matter is settled, for he will understand that he has got to mind.
207176.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ნუ ჩაერევი, მე თვითონ მოვუვლი.
Don't interfere, I'll manage him.
207177.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– ჩემი შვილია და არ მინდა, სისასტიკით გატეხონ.
"He's my child, and I can't have his spirit broken by harshness".
207178.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– ჩემი შვილია და არ მინდა, თავისი გაატანინონ და გარყვნან.
He's my child, and I won't have his temper spoiled by indulgence.
207179.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
შენ დაბლა ჩადი, ჩემო კარგო და ბიჭს მე მივხედავ.
Go down, my dear, and leave the boy to me.
207180.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
როცა ჯონი ასეთი მბრძანებლური ტონით ლაპარაკობდა, მეგი მუდამ ემორჩილებოდა და არასოდეს გახდომია სანანებლად თავისი მორჩილება.
When John spoke in that masterful tone, Meg always obeyed, and never regretted her docility.