მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207181.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– ოღონდ, გეხვეწები, ერთს ვაკოცებ, ჯონ.
"Please let me kiss him once, John?"
207182.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– როგორ არა. დემი, ღამე მშვიდობისა უთხარი დედას და გაუშვი, რომ დაისვენოს, თორემ მთელი დღე გივლიდა და ძალიან დაიღალა.
"Certainly. Demi, say good night to Mamma, and let her go and rest, for she is very tired with taking care of you all day".
207183.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
მეგს მუდამ სათქმელად ჰქონდა, კოცნა იყო, გამარჯვება რომ მოგვიტანაო, რადგან იმ კოცნის შემდეგ დემი მხოლოდ ხმადაბლა სლუკუნებდა და გაუნძრევლად იწვა საწოლის ბოლოში, სადაც სულიერი ტკივილებით გატანჯული ჩაიკლაკნა.
Meg always insisted upon it that the kiss won the victory, for after it was given, Demi sobbed more quietly, and lay quite still at the bottom of the bed, whither he had wriggled in his anguish of mind.
207184.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
„საწყალი პატარა კაცი, დაიქანცა ტირილით და ჩაეძინა. დავაფარებ და მერე ჩავალ, მეგს გულს დავუმშვიდებ“, გაიფიქრა ჯონმა და ფრთხილად მივიდა საწოლთან იმ იმედით, რომ თავისი მეამბოხე მემკვიდრე ჩაძინებული დაუხვდებოდა.
"Poor little man, he's worn out with sleep and crying. I'll cover him up, and then go and set Meg's heart at rest," thought John, creeping to the bedside, hoping to find his rebellious heir asleep.
207185.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
როცა მამამ დახედა, დემიმ თვალები გაახილა, ნიკაპი აუკანკალდა, ხელები გაიწოდა და მონანიებით დაასლოკინა: – ეხა კაქი ვალ.
For the moment his father peeped at him, Demi's eyes opened, his little chin began to quiver, and he put up his arms, saying with a penitent hiccough, "Me's dood, now".
207186.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
კიბეზე მჯდარ მეგს უკვირდა, ღრიალს რამსიგრძე სიჩუმე მოჰყვაო და მას მერე, რაც ათასნაირი შესაძლო უბედური შემთხვევა წარმოიდგინა, ოთახში შესხლტა, რომ გული დაემშვიდებინა.
Sitting on the stairs outside Meg wondered at the long silence which followed the uproar, and after imagining all sorts of impossible accidents, she slipped into the room to set her fears at rest.
207187.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
დემის ღრმად ეძინა, მაგრამ ხელ-ფეხ გართხმული კი არ იწვა, როგორც სჩვეოდა, არამედ მამის მკლავშემოხვეული მოკუნტულიყო და მამას თითზე ჩაბღაუჭებოდა, თითქოს მიმხვდარიყო, რომ სამართლიანობა და ლმობიერება ერთმანეთისაგან განუყრელია და სევდადა ჭკუამომატებულს ჩასძინებოდა.
Demi lay fast asleep, not in his usual spreadeagle attitude, but in a subdued bunch, cuddled close in the circle of his father's arm and holding his father's finger, as if he felt that justice was tempered with mercy, and had gone to sleep a sadder and wiser baby.
207188.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ასე დაჭერილი ჯონი ქალივით მოთმინებით ელოდა, სანამ პაწია ხელი მოდუნდებოდა და ამ ლოდინში ჩაეძინა: შვილთან ბრძოლამ უფრო დაქანცა, ვიდრე მთელი დღის მუშაობამ.
So held, John had waited with a womanly patience till the little hand relaxed its hold, and while waiting had fallen asleep, more tired by that tussle with his son than with his whole day's work.
207189.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
მეგი იდგა, დასცქეროდა ორ თავს ბალიშზე გვერდიგვერდ და თავისთვის იღიმებოდა; მერე კი ისევ ჩუმად გავიდა და კმაყოფილებით გაიფიქრა: „შიში არ უნდა მქონდეს, რომ ჯონი მეტისმეტად მკაცრად მოექცევა ჩემს პატარებს.
As Meg stood watching the two faces on the pillow, she smiled to herself, and then slipped away again, saying in a satisfied tone, "I never need fear that John will be too harsh with my babies".
207190.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
იცის, როგორ გაართვას თავი და დიდი საშველიც იქნება, იმიტომ რომ დემის ვეღარ ვერევი.
He does know how to manage them, and will be a great help, for Demi is getting too much for me.
207191.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
როცა ჯონი, ბოლოს და ბოლოს, ჩავიდა დაბლა იმის მოლოდინით, რომ ცოლი სევდიანი დახვდებოდა ან დაემდურებოდა, საამოდ გაკვირვებული დარჩა: მეგი აუღელვებლად რთავდა შლაპას და ქმარს იქვე სთხოვა, თუ ძალიან დაღლილი არ ხარ, არჩევნების თაობაზე რამე წამიკითხეო.
When John came down at last, expecting to find a pensive or reproachful wife, he was agreeably surprised to find Meg placidly trimming a bonnet, and to be greeted with the request to read something about the election, if he was not too tired.
207192.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ჯონი წამში მიხვდა, რაღაც რევოლუცია ხდებაო, მაგრამ ჭკუა იხმარა და არაფერი უკითხავს, რადგან იცოდა, რომ მეგი ისეთი გულახდილი პიროვნება იყო, სიკვდილის შიშითაც კი ვერ შეინახავდა საიდუმლოს და ამიტომაც გამოცანის პასუხი მალევე გაცხადდებოდა.
John saw in a minute that a revolution of some kind was going on, but wisely asked no questions, knowing that Meg was such a transparent little person, she couldn't keep a secret to save her life, and therefore the clue would soon appear.
207193.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ჯონს გაეცინა და ცოტა ხნით დააკვირდა, როგორ ატრიალებდა მეგი ხელებში მაქმანისა და ყვავილებისგან შექმნილ ნაკეთობას და დაჰყურებდა იმგვარი ჭეშმარიტი ინტერესით, რაც მისმა მჭევრმეტყველებამ ვერ გაუღვიძა.
John laughed, and watched her for a minute, as she poised a pretty little preparation of lace and flowers on her hand, and regarded it with the genuine interest which his harangue had failed to waken.
207194.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
„ცდილობს, ჩემი ხათრით პოლიტიკა შეიყვაროს, ჰოდა, მეც ვეცდები, მისი ხათრით ქალის შლაპები შევიყვარო“, გადაწყვიტა „ჯონ სამართლიანმა“ და ხმამაღლა დაუმატა: – რა ლამაზია!
"She is trying to like politics for my sake, so I'll try and like millinery for hers, that's only fair," thought John the Just, adding aloud, "That's very pretty.
207195.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ეგ არის, სადილაო ჩაჩს რომ ეძახი?
Is it what you call a breakfast cap?
207196.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– შლაპაა, ჩემო საყვარელო, შლაპაა! ჩემი ყველაზე კარგი სათეატრო და საკონცერტო შლაპა.
"My dear, it's a bonnet! My very best go-to-concert-and-theater bonnet."
207197.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– დიდი ბოდიში, მაგრამ ისეთი მოცუცქნულია, რა გასაკვირია, რომ ის ურჩი რაღაც მეგონა, ხანდახან რომ გახურავს. რანაირად იჩერებ?
"I beg your pardon, it was so small, I naturally mistook it for one of the flyaway things you sometimes wear. How do you keep it on?"
207198.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– ეს მაქმანის ლენტები ამ ვარდის კოკრით იკვრება ნიკაპქვეშ, აი, ასე, – მეგმა დაიხურა შლაპა და აჩვენა, როგორც იკვრებოდა, თან კი სრულიად წყნარად, მომხიბლავი კმაყოფილებით შეხედა.
"These bits of lace are fastened under the chin with a rosebud, so," and Meg illustrated by putting on the bonnet and regarding him with an air of calm satisfaction.
207199.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– უსაყვარლესი შლაპაა, მაგრამ მე მის ქვეშ რომ სახეა, ის უფრო მომწონს: ისევ ნორჩია და ბედნიერი, – და ჯონმა დაკოცნა ეს მოღიმარი სახე, რამაც დიდად ავნო ნიკაპქვეშ დასკუპებულ ვარდის კოკორს.
"It's a love of a bonnet, but I prefer the face inside, for it looks young and happy again," and John kissed the smiling face, to the great detriment of the rosebud under the chin.
207200.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– მიხარია, რომ მოგწონს, იმიტომ რომ მინდა, ერთ საღამოს კონცერტზე წამიყვანო. ცოტა მუსიკა მჭირდება, რომ იმ ტალღაზე გადამიყვანოს, რომელიც საჭიროა. კარგი?
"I'm glad you like it, for I want you to take me to one of the new concerts some night. I really need some music to put me in tune. Will you, please?"