მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207201.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
იმდენ ხანს იყავი გამოკეტილი, რომ გავლა ძალიან მოგიხდება და მეც ისე გამიხარდება, რომ მეტი არ იქნება!
You have been shut up so long, it will do you no end of good, and I shall enjoy it, of all things.
207202.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
რამ მოგაფიქრა, პატარა დედიკო?
What put it into your head, little mother?
207203.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– ამას წინათ მე და დედა ვლაპარაკობდით და შევჩივლე, ნერვიული, ბრაზიანი და გაღიზიანებული ვარ-მეთქი, იმანაც მითხრა, ცვლილება და ცოტა ნაკლები შრომა გჭირდებაო.
Well, I had a talk with Marmee the other day, and told her how nervous and cross and out of sorts I felt, and she said I needed change and less care.
207204.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ჰოდა, ჰანა ბავშვების მოვლაში მომეხმარება, მე კი სახლს მივხედავ და ცოტასაც გავერთობი, რომ დროზე ადრე არ გადავიქცე ბუზღუნა, დაფახფახებულ დედაბრად.
So Hannah is to help me with the children, and I'm to see to things about the house more, and now and then have a little fun, just to keep me from getting to be a fidgety, broken-down old woman before my time.
207205.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ეს ჯერ მხოლოდ ცდაა, ჯონ; მინდა ვცადო – შენი ხათრით და ჩემი თავის ხათრითაც: იმიტომ რომ ამ ბოლო დროს უსინდისოდ გაკლებდი ყურადღებას. ჩაფიქრებული მაქვს, ჩვენი სახლი ისეთი გავხადო, როგორიც ადრე იყო, თუკი მოვახერხებ.
It's only an experiment, John, and I want to try it for your sake as much as for mine, because I've neglected you shamefully lately, and I'm going to make home what it used to be, if I can.
207206.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
იმედია, უარზე არ იქნები, ხომ?
You don't object, I hope?
207207.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
რა მნიშვნელობა აქვს, რა მიუგო ჯონმა ან რა ბეწვზე გადაურჩა საბოლოო განადგურებას პატარა შლაპა.
Never mind what John said, or what a very narrow escape the little bonnet had from utter ruin.
207208.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
მთავარია, რომ, როგორც გაირკვა, ჯონი წინააღმდეგი არ იყო, თუკი იმ ცვლილებებით ვიმსჯელებთ, რაც თანდათან დაეტყო სახლსა და მის ბინადრებს.
All that we have any business to know is that John did not appear to object, judging from the changes which gradually took place in the house and its inmates.
207209.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
განა სამოთხედ იქცა, მაგრამ შრომის განაწილების წყალობით ყველამ უკეთესად იგრძნო თავი:
It was not all Paradise by any means, but everyone was better for the division of labor system.
207210.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ბავშვები მამის მეურვეობის ქვეშ იფურჩქნებოდნენ, რადგან აკურატულმა, მტკიცე ჯონმა ბავშვების ოთახში წესრიგი და მორჩილება შეიტანა, მეგმა კი წინანდელი ხალისი დაიბრუნა და ნერვები დაიწყნარა ფიზიკური შრომის, ცოტაოდენი გართობისა და თავის გონიერ ქმართან ნდობით აღსავსე საუბრების შემდეგ.
The children throve under the paternal rule, for accurate, steadfast John brought order and obedience into Babydom, while Meg recovered her spirits and composed her nerves by plenty of wholesome exercise, a little pleasure, and much confidential conversation with her sensible husband.
207211.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
სახლი კვლავ სახლს დაემგვანა და ჯონს ოდნავაც აღარ უნდოდა სადმე წასვლა, თუ მეგსაც თან არ წაიყვანდა.
Home grew homelike again, and John had no wish to leave it, unless he took Meg with him.
207212.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ახლა უკვე სკოტები მოდიოდნენ ბრუკებთან და პატარა სახლი ყველას მხიარული ეჩვენებოდა, ბედნიერებით, კმაყოფილებითა და ოჯახური სიყვარულით სავსე.
The Scotts came to the Brookes' now, and everyone found the little house a cheerful place, full of happiness, content, and family love.
207213.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
სალი მოფატსაც კი მოსწონდა იქ სიარული.
Even Sallie Moffatt liked to go there.
207214.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
– აქაურობა მუდამ წყნარი და სასიამოვნოა, თქვენთან ყოფნა მრგებს, მეგ, – ამბობდა ხოლმე და დარდიანად ათვალიერებდა იქაურობას, თითქოს ცდილობდა, მისი ხიბლი ამოეცნო და თავის დიდ სახლში გადაეტანა, რომელიც ბრწყინვალე მარტოობით იყო სავსე, რადგან ანცი, სახემზიანი ბავშვები არ იყვნენ და ნედიც თავის საკუთარ სამყაროში ცხოვრობდა, სადაც სალის ადგილი არ იყო.
"It is always so quiet and pleasant here, it does me good, Meg," she used to say, looking about her with wistful eyes, as if trying to discover the charm, that she might use it in her great house, full of splendid loneliness, for there were no riotous, sunny-faced babies there, and Ned lived in a world of his own, where there was no place for her.
207215.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 15
ბრუკებს ოჯახური ბედნიერება ერთბაშად არ სწვევიათ, მაგრამ ჯონმა და მეგმა მისი გასაღები იპოვეს; ცოლ-ქმრობა წლითიწლობით ასწავლიდა, როგორ მოეხმარათ ეს გასაღები და გაეღოთ ნამდვილი ოჯახური სიყვარულისა და ერთმანეთის მხარში დგომის საგანძური, რომელსაც შეიძლება უღარიბესნი ფლობდნენ და უმდიდრესებმა ვერ იყიდონ.
This household happiness did not come all at once, but John and Meg had found the key to it, and each year of married life taught them how to use it, unlocking the treasuries of real home love and mutual helpfulness, which the poorest may possess, and the richest cannot buy.
207216.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ლორი ერთი კვირით ჩავიდა ნიცაში და ერთ თვეს დარჩა.
Laurie went to Nice for a week and remained a month.
207217.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
დაღლილი იყო მარტოდმარტო ხეტიალით და ახლა მისთვის კარგად ნაცნობი ემის გვერდით ყოფნა თითქოს შინაურ მომხიბვლელობას აძლევდა იმ უცხოურ გარემოს, რომელშიც ის ტრიალებდა.
He was tired of wandering about alone, and Amy's familiar presence seemed to give a homelike charm to the foreign scenes in which she bore a part.
207218.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ერთმანეთის საზოგადოებაში პოულობდნენ ნუგეშს და ხშირად იყვნენ ერთად, ხან ცხენებით დასეირნობდნენ, ხან – ფეხით, ხან ცეკვავდნენ და ხანაც უსაქმოდ იყვნენ, რადგან ნიცაში მხიარულების სეზონის განმავლობაში ვერავინ იქნება საქმიანი.
They naturally took comfort in each other's society and were much together, riding, walking, dancing, or dawdling, for at Nice no one can be very industrious during the gay season.
207219.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად თითქოს უდარდელად ატარებდნენ დროს, სინამდვილეში ნახევრად შეუცნობლად ახდენდნენ ახალ-ახალ აღმოჩენებს და ერთიმეორეზე შთაბეჭდილება უყალიბდებოდათ.
But, while apparently amusing themselves in the most careless fashion, they were half-consciously making discoveries and forming opinions about each other.
207220.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ემი ცდილობდა, თავი მოეწონებინა და კარგადაც ახერხებდა, რადგან მადლიერი იყო იმ სიხარულისა, ის რომ ანიჭებდა და იმ პატარ-პატარა თავაზიანობებით უხდიდა სამაგიეროს, რასაც ქალური ქალი ენით აუწერელი მომხიბვლელობით სჩადის.
Amy tried to please, and succeeded, for she was grateful for the many pleasures he gave her, and repaid him with the little services to which womanly women know how to lend an indescribable charm.