მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207221.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ლორი კი არანაირ მცდელობას არ იჩენდა, მხოლოდ დინებას მიჰყვებოდა ვარამის დავიწყების წადილით და იმის შეგრძნებით, რომ ყველა ქალი ვალდებული იყო ტკბილი სიტყვა ეთქვა მისთვის, რაკი ერთი იმათგანი ცივად მოექცა.
Laurie made no effort of any kind, but just let himself drift along as comfortably as possible, trying to forget, and feeling that all women owed him a kind word because one had been cold to him.
207222.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
გულუხვობა დიდ არაფერ სიძნელეს წარმოადგენდა მისთვის და ემის ყველა წვრილ-წვრილ სამკაულს აჩუქებდა, რაც კი ნიცაში მოიპოვებოდა, იმას რომ გამოერთმია, მაგრამ იმავდროულად გრძნობდა, რომ ვერ ახერხებდა იმ წარმოდგენის შეცვლას, რაც იმას შეექმნა მასზე და ეშინოდა კიდევაც მისი გამსჭვალავი ცისფერი თვალებისა, რომლებიც თითქოსდა ნახევრად სევდიანი და ნახევრად ზიზღიანი გაკვირვებით შეჰყურებდა.
It cost him no effort to be generous, and he would have given Amy all the trinkets in Nice if she would have taken them, but at the same time he felt that he could not change the opinion she was forming of him, and he rather dreaded the keen blue eyes that seemed to watch him with such halfsorrowful, half-scornful surprise.
207223.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
უკვე მზადა მაქვს და ვალროზაში მივდივარ, ესკიზები უნდა ჩავიხატო. წამოხვალ?
They are done now, and I am going to Valrosa to sketch, will you come?
207224.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– მმ... ჰო, ოღონდ იმსიშორეს წასასვლელად ძალიან არ ცხელა? – ზანტად მიუგო მან.
"Well, yes, but isn't it rather warm for such a long walk?" he answered slowly.
207225.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ლორიმ წარბები ასწია და ზანტად გაჰყვა კიბეზე სირბილით ჩამავალს, მაგრამ ეტლში რომ ჩასხდნენ, სადავეები თვითონ აიღო და პატარა ბატისტს საქმე აღარაფერი დარჩა გარდა იმისა, რომ გულხელდაკრეფილი მჯდარიყო თავის კოფოზე და ძილისთვის მიეცა თავი.
Laurie lifted his eyebrows and followed at a leisurely pace as she ran downstairs, but when they got into the carriage he took the reins himself, and left little Baptiste nothing to do but fold his arms and fall asleep on his perch.
207226.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
აქ – ძველი მონასტერი, საიდანაც ბერების საზეიმო გალობა ჩამოისმის, იქ – მოკლეშარვლიანი და ხის წაღებიანი მწყემსი: წოწოლა ქუდით, ცალ მხარზე ხამის ქურთუკი მოუგდია, ჩამომჯდარა ქვაზე და სალამურს უკრავს; თხები კი, კლდეებზე დახტიან ან ფეხებთან უწევს.
Here an ancient monastery, whence the solemn chanting of the monks came down to them. There a bare-legged shepherd, in wooden shoes, pointed hat, and rough jacket over one shoulder, sat piping on a stone while his goats skipped among the rocks or lay at his feet.
207227.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ქვის ძველებური ქოხმახებიდან გამორბიან შავგვრემანი, ხავერდოვანთვალება ბავშვები და პატარ-პატარა თაიგულებს ან ფორთოხლებასხმულ შტოს სთავაზობენ გამვლელებს.
Brown, soft-eyed children ran out from the quaint stone hovels to offer nosegays, or bunches of oranges still on the bough.
207228.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ზეთისხილის დაკორძილი ხეები მქრქალ მწვანედ ფარავენ გორაკებს, ბაღებში ოქროსფერი ხილი კიდია, გზისპირებს დიდრონი, ალისფერი ანემონები ქობავს, ხოლო მწვანე ფერდობებისა და ციცაბო მაღლობების იქით, იტალიის ლურჯი ცის ფონზე, თეთრად აწვერილა ზღვისპირა ალპები.
Gnarled olive trees covered the hills with their dusky foliage, fruit hung golden in the orchard, and great scarlet anemones fringed the roadside, while beyond green slopes and craggy heights, the Maritime Alps rose sharp and white against the blue Italian sky.
207229.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ვალროზა დიახაც, რომ ღირსი იყო თავისი სახელისა, რადგან იმ ჰავაში, სადაც მუდმივი ზაფხულია, ვარდი ყველგან იზრდებოდა:
Valrosa well deserved its name, for in that climate of perpetual summer roses blossomed everywhere.
207230.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
გარს ეხვეოდა თაღებს, დიდი ჭიშკრების გისოსებიდან ტკბილ სალამს უძღვნიდა გამვლელებს, მიჰყვებოდა ხეივანს, ეხვეოდა ლიმონის ხეებსა და ფრთისებრ პალმებს და ბორცვზე აღმართული ვილისკენ მიიწევდა.
They overhung the archway, thrust themselves between the bars of the great gate with a sweet welcome to passers-by, and lined the avenue, winding through lemon trees and feathery palms up to the villa on the hill.
207231.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ვარდები ახვეოდა ვილის კედლებს, ფარდებივით გადმოშვებულიყო კარნიზებიდან, აჰყოლოდა სვეტებს და მძლავრად მოსდებოდა ფართო ტერასის ბალუსტრადას, საიდანაც მზიანი ხმელთაშუა ზღვა და თეთრკედლება სანაპირო ქალაქის ხედი იშლებოდა.
Roses covered the walls of the house, draped the cornices, climbed the pillars, and ran riot over the balustrade of the wide terrace, whence one looked down on the sunny Mediterranean, and the white-walled city on its shore.
207232.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– მართლაც რომ ახლად დაქორწინებულთა სამოთხეა, არა? გინახავს ასეთი ვარდები?
"This is a regular honeymoon paradise, isn't it? Did you ever see such roses?"
207233.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– დაიხარე და ის უეკლო ვარდები დაკრიფე, – ურჩია ემიმ და უკან, კედელზე კრემისფრად მოელვარე სამი ყვავილი მოწყვიტა.
"Try lower down, and pick those that have no thorns," said Amy, gathering three of the tiny cream-colored ones that starred the wall behind her.
207234.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ეკლიანი წითელი ვარდის მოწყვეტას რომ ლამობდა, ჯოზე ფიქრობდა.
He had thought of Jo in reaching after the thorny red rose.
207235.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– კარგი რჩევაა, გაითვალისწინე და თითებს არ დაიშავებ, – უთხრა მან; ეგონა, ჩემმა სიტყვებმა გაამხიარულაო. – გმადლობ, გავითვალისწინებ, – ხუმრობით მიუგო ბიჭმა და რამდენიმე თვის შემდეგ მართლაც გაითვალისწინა.
"It's good advice, you'd better take it and save your fingers," she said, thinking her speech amused him. "Thank you, I will," he answered in jest, and a few months later he did it in earnest.
207236.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– ლორი, პაპაშენთან როდის აპირებ წასვლას? – ჰკითხა მან და ხის მერხზე ჩამოჯდა. – ძალიან მალე.
"Laurie, when are you going to your grandfather?" she asked presently, as she settled herself on a rustic seat. "Very soon".
207237.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– ამ სამ კვირაში ათჯერ მაინც გაქვს ეგ ნათქვამი.
"You have said that a dozen times within the last three weeks".
207238.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– გელოდება და უნდა წახვიდე.
"He expects you, and you really ought to go".
207239.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– არც ისე ცუდია, როგორც გგონია. მასთან ჩასული, თავს მოვაბეზრებ, ჰოდა, ბარემ აქ ვიქნები და შენ მოგაბეზრებ თავს, უკეთესად იტან; ის კი არა, მგონი, გრგებს კიდევაც, – ლორი ბალუსტრადის ფართო შვერილზე მოკალათდა.
"Not so bad as it seems, for I should only plague him if I went, so I might as well stay and plague you a little longer, you can bear it better, in fact I think it agrees with you excellently," and Laurie composed himself for a lounge on the broad ledge of the balustrade.
207240.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ემიმ თავი გადააქნია და მორჩილი იერით გადაშალა ალბომი, მაგრამ გადაწყვიტა, „იმ ბიჭისთვის“ ლექცია წაეკითხა და ცოტა ხანში ისევ დაიწყო:
Amy shook her head and opened her sketchbook with an air of resignation, but she had made up her mind to lecture "that boy" and in a minute she began again.