მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207241.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– ახლა რას აკეთებ? – ხვლიკებს ვუყურებ. – არა, არა. რას აპირებ და რა გინდა აკეთო-მეთქი.
"What are you doing just now?" "Watching lizards." "No, no. I mean what do you intend and wish to do?"
207242.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– სიგარეტს მოვწევ, თუ ნებას დამრთავ.
"Smoke a cigarette, if you'll allow me".
207243.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
მე სიგარების მოწევის წინააღმდეგი ვარ და იმ პირობით მოგაწევინებ, თუ ნებას მომცემ, ჩემს ესკიზში ჩაგრთო. ფიგურა მჭირდება.
I don't approve of cigars and I will only allow it on condition that you let me put you into my sketch. I need a figure.
207244.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– უდიდესი სიამოვნებით. როგორ გირჩევნივარ – მთელი ტანით, სამი მეოთხედით, თავდაყირა თუ ფეხზე მდგარი?
"With all the pleasure. How will you have me, full length or threequarters, on my head or my heels?
207245.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
მე მოკრძალებით გთავაზობ მწოლიარე პოზას. მერე შენი თავიც დაამატე და dolce far niente დაარქვი.
I should respectfully suggest a recumbent posture, then put yourself in also and call it "Dolce far niente".
207246.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– როგორც ხარ, დარჩი. თუ გინდა, დაიძინე კიდეც, მე კი გულმოდგინედ უნდა ვიმუშაო, – ძალზე ენერგიული ტონით თქვა ემიმ.
"Stay as you are, and go to sleep if you like. I intend to work hard," said Amy in her most energetic tone.
207247.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– რა აღმაფრთოვანებელი შემართებაა! – და სრული კმაყოფილების გამომხატველი იერით მიეყრდნო ქვის მაღალ ლარნაკს.
"What delightful enthusiasm!" and he leaned against a tall urn with an air of entire satisfaction.
207248.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– ჯო რას იტყოდა, ასე რომ დაენახე? – მოუთმენლად ჰკითხა ემიმ იმ იმედით, იქნებ ჩემზე უფრო ენერგიული დის ხსენებით გამოვაფხიზლოო.
"What would Jo say if she saw you now?" asked Amy impatiently, hoping to stir him up by the mention of her still more energetic sister.
207249.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– „წადი, ტედი. არა მცალია!“ – და გაეცინა, მაგრამ ეს სიცილი ბუნებრივი არ გამოუვიდა და სახეზეც ჩრდილმა გადაუარა: ნაცნობი სახელის ხსენებამ ჯერაც პირშეუკრავი ჭრილობა გაუღიზიანა.
"Go away, Teddy. I'm busy!" He laughed, but the laugh was not natural, and a shade passed over his face, for the utterance of the familiar name touched the wound that was not healed yet.
207250.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ხმის ტონმა და ჩრდილმა გააოგნა ემი, რადგან წინათაც გაეგონა და დაენახა, ახლა კი სწრაფად ახედა. ახალი იერი შენიშნა ლორის: მძიმე, მწარე გამოხედვა; ტკივილით, იმედგაცრუებითა და სინანულით სავსე.
Both tone and shadow struck Amy, for she had seen and heard them before, and now she looked up in time to catch a new expression on Laurie's face—a hard bitter look, full of pain, dissatisfaction, and regret.
207251.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ცოტა ხანს ემი მხატვრის კმაყოფილებით შესცქეროდა და ფიქრობდა, რა ძალიან ჰგავს იტალიელს, როცა, ასე წამოწოლილი, მზეს ეფიცხება, თავშიშველია და თვალებში სამხრეთული ფიქრიანობა ჩასდგომიაო: ლორის თითქოს დაავიწყდა ის და ოცნებებში წავიდა.
She watched him for a moment with artistic pleasure, thinking how like an Italian he looked, as he lay basking in the sun with uncovered head and eyes full of southern dreaminess, for he seemed to have forgotten her and fallen into a reverie.
207252.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– თავისივე საფლავზე მწოლიარე ჭაბუკი რაინდის გამოსახულებას ჰგავხარ, – უთხრა მან, თან საგულდაგულოდ ჩაიხატა მუქ ქვაზე გამოკვეთილი მისი მკაფიოდ მოხაზული პროფილი.
"You look like the effigy of a young knight asleep on his tomb," she said, carefully tracing the well-cut profile defined against the dark stone.
207253.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– ნეტავი, მართლა! – სულელური ნატვრაა, თუკი ცხოვრება არ წაგიხდენია. ისეთი გამოცვლილი ხარ, რომ ხანდახან მგონია... – აქ ემი შეჩერდა, შეშინებულ-სევდიანი მზერა ესროლა.
"Wish I was!" "That's a foolish wish, unless you have spoiled your life. You are so changed, I sometimes think—" there Amy stopped, with a half-timid, half-wistful look.
207254.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ლორიმ შენიშნა ეს მზერა და მიხვდა იმ სათუთი ღელვის მიზეზს, რომლის გამოთქმაც ვერ გადაეწყვიტა მას, თვალი გაუსწორა და ზუსტად ისე უთხრა, როგორც დედამისს ეტყოდა ხოლმე: – მშვიდობაა, მემ.
Laurie saw and understood the affectionate anxiety which she hesitated to express, and looking straight into her eyes, said, just as he used to say it to her mother, "It's all right, ma'am."
207255.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ამან დააკმაყოფილა ემი, ბოლო ხანს გაჩენილი შემაშფოთებელი ეჭვები გაუქარვა.
That satisfied her and set at rest the doubts that had begun to worry her lately.
207256.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
არ მეგონა, რომ მთლად ცუდი ბიჭი გახდი, მაგრამ მეშინოდა, ვაითუ, იმ საზიზღარ ბადენ-ბადენში ფული წააგო ან ვინმე მომხიბლავი ქმრიანი ფრანგი ქალი ჩაუვარდა გულში ან კიდევ – რამე ცუდ ამბავში გაეხვია-მეთქი.
I didn't think you'd been a very bad boy, but I fancied you might have wasted money at that wicked Baden-Baden, lost your heart to some charming Frenchwoman with a husband, or got into some of the scrapes.
207257.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
მზეში ნუღარ იქნები, აქეთ მოდი, ბალახზე წამოწექი და „ვიმეგობროთ“, როგორც ჯო იტყოდა ხოლმე, დივნის კუთხეში რომ მივიკუნჭებოდით და ერთმანეთს საიდუმლოებებს ვუმხელდით.
Don't stay out there in the sun, come and lie on the grass here and "let us be friendly", as Jo used to say when we got in the sofa corner and told secrets.
207258.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ლორი მორჩილად დაეშვა კორდზე. თავის შესაქცევად, ემის იქვე მიგდებული შლაპის ლენტებში ზიზილების გაყრას მოჰყვა.
Laurie obediently threw himself down on the turf, and began to amuse himself by sticking daisies into the ribbons of Amy's hat, that lay there.
207259.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– მზად ვარ საიდუმლოებებისთვის, – ახედა და თვალებში აშკარა ინტერესი დაეტყო.
"I'm all ready for the secrets." and he glanced up with a decided expression of interest in his eyes.
207260.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– მე სათქმელი არაფერი მაქვს, შენ დაიწყე.
"I've none to tell. You may begin".