მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207261.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
მეგონა, შენ იცოდი შინიდან მოსული ახალი ამბები.
I thought perhaps you'd had some news from home..
207262.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
მეგონა, ჯო ტომებს გამოგიგზავნიდა.
I fancied Jo would send you volumes.
207263.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
როდის იწყებ შენს დიად ნაწარმოებს, რაფაელა? – სიტყვა ბანზე აუგდო ლორიმ ხანმოკლე პაუზის შემდეგ: თავს ეკითხებოდა, ნეტავი, იცის ემიმ ჩემი საიდუმლო, უნდა ამაზე ლაპარაკი თუ არაო.
"When do you begin your great work of art, Raphaella?" he asked, changing the subject abruptly after another pause, in which he had been wondering if Amy knew his secret and wanted to talk about it.
207264.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– არასოდეს, – სევდიანად, თუმცა გადაჭრით მიუგო ემიმ, – რომმა მთლად დამცალა პატივმოყვარეობისგან. იქაური სასწაულები ვნახე, ძალიან უმნიშვნელოდ ვიგრძენი თავი და, სასოწარკვეთილს, საბოლოოდ დამეკარგა ჩემი სულელური იმედები.
"Never," she answered, with a despondent but decided air. "Rome took all the vanity out of me, for after seeing the wonders there, I felt too insignificant and gave up all my foolish hopes in despair".
207265.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– სწორედ მაგიტომ. ნიჭი გენია არ არის და ვერანაირი ენერგია ვერ აქცევს გენიად.
That's just why, because talent isn't genius, and no amount of energy can make it so.
207266.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– მაშ, ახლა რაღას აპირებ, თუ ნებას მომცემ გკითხო?
"And what are you going to do with yourself now, if I may ask?"
207267.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– სხვა უნარებს გავივითარებ და საზოგადოების სამკაულად ვიქცევი, თუკი შესაძლებლობა მომეცა.
"Polish up my other talents, and be an ornament to society, if I get the chance".
207268.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ლორის გაეღიმა, თან მოეწონა, რომ დრო არ დაკარგა სინანულზე, შემართებით დაისახა ახალი მიზანი, როცა სხვა, დიდხანს ნალოლიავები მიზანი გაუქრა.
Laurie smiled, but he liked the spirit with which she took up a new purpose when a longcherished one died, and spent no time lamenting.
207269.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– ყოჩაღ! როგორც ვატყობ, ამ საქმესთან ფრედ ვონსაც უნდა ჰქონდეს კავშირი.
"Good! And here is where Fred Vaughn comes in, I fancy."
207270.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ემის ხმა არ გაუღია, მაგრამ დახრილ სახეზე ისეთი იერი დაედო, რომ ლორი წამოჯდა და სერიოზულად ჰკითხა: – ახლა ძმის როლში უნდა შევიდე და რაღაც-რაღაცები გკითხო, კარგი?
Amy preserved a discreet silence, but there was a conscious look in her downcast face that made Laurie sit up and say gravely, "Now I'm going to play brother, and ask questions. May I?"
207271.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– ვერ დაგპირდები, რომ პასუხს გაგცემ. – ენა თუ არა, შენი სახე გამცემს პასუხს.
"I don't promise to answer." "Your face will, if your tongue won't.
207272.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ჯერაც არ გამხდარხარ მაღალი საზოგადოების ქალბატონი, რომ გრძნობების დაფარვა შეძლო, ჩემო კარგო.
You aren't woman of the world enough yet to hide your feelings, my dear.
207273.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
შარშან შენი და ფრედის ამბები მომივიდა. ჩემი აზრით, თუკი ისე უეცრად არ გაიხმობდნენ შინ და იქ ამდენ ხანს არ გააჩერებდნენ, ამ საქმიდან რაღაც გამოვიდოდა, არა?
I heard rumors about Fred and you last year, and it's my private opinion that if he had not been called home so suddenly and detained so long, something would have come of it, hey?"
207274.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– იმედია, არ დანიშნულხარ, – ერთბაშად უფროსი ძმის სერიოზული მზერა ესროლა ლორიმ. – არა. – მაგრამ დაინიშნები, თუკი ჩამოვა და, როგორც წესია, ისე დაგიჩოქებს, არა?
"You are not engaged, I hope?" and Laurie looked very elder-brotherly and grave all of a sudden. "No." "But you will be, if he comes back and goes properly down on his knees, won't you?"
207275.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– მაგრამ მანამ არ მოინდომებ, სანამ საჭირო მომენტი არ დადგება, ხომ?
"But you don't intend to try till the proper moment?
207276.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
კარგი ბიჭია, ემი, მაგრამ მთლად ის კაცი არა მგონია, შენ რომ უნდა მოგწონებოდა.
He's a good fellow, Amy, but not the man I fancied you'd like.
207277.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– მდიდარია, ჯენტლმენი, ყოფაქცევა არ ეშლება, – დაიწყო ემიმ; ცდილობდა მშვიდად და ღირსეულად დაეჭირა თავი, მაგრამ ცოტა არ იყოს, მაინც შერცხვა, თუმცა ალალ-მართალი განზრახვები ჰქონდა.
"He is rich, a gentleman, and has delightful manners," began Amy, trying to be quite cool and dignified, but feeling a little ashamed of herself, in spite of the sincerity of her intentions.
207278.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– მესმის. საზოგადოების დედოფალი უფულოდ ვერ ივარგებს.
I understand. Queens of society can't get on without money.
207279.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ლორიმ ინსტინქტურად იგრძნო ეს, უცნაური, აუხსნელი იმედგაცრუება დაეუფლა და ისევ მიწვა.
Laurie felt this instinctively and laid himself down again, with a sense of disappointment which he could not explain.
207280.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
მისმა იერმა, დუმილმა და შინაგანმა უკმაყოფილებამ გააღიზიანა ემი და გადააწყვეტინა, იქვე წაეკითხა ერთი კარგი ლექცია.
His look and silence, as well as a certain inward self-disapproval, ruffled Amy, and made her resolve to deliver her lecture without delay.