მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207281.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– ხუთი წუთში გაბრაზდები.
"You'd be angry in five minutes".
207282.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ცეცხლის გაჩაღებას ორი კაჟი უნდა, შენ კი თოვლივით ცივი და რბილი ხარ.
It takes two flints to make a fire. You are as cool and soft as snow.
207283.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
შენი გულგრილობა ნახევრად მოჩვენებითია და მაგას ერთი კარგი გაჯორვა დაამტკიცებს.
Your indifference is half affectation, and a good stirring up would prove it.
207284.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
შენც ისე შემხედე, ვითომ ქმარი ვარ ან ხალიჩა – მანამ მიბაგუნე, სანამ არ დაიღლები, თუ ასეთი ვარჯიში გესიამოვნება.
Regard me in the light of a husband or a carpet, and beat till you are tired, if that sort of exercise agrees with you.
207285.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– მე და ფლომ ახალი სახელი მოგიგონეთ: ზარმაცი ლორენსი. როგორ მოგწონს?
"Flo and I have got a new name for you. It's Lazy Laurence. How do you like it?"
207286.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ეგონა, გაბრაზდებაო, ლორიმ კი ხელები თავქვეშ ამოიდო და აუღელვებლად მიუგო: – ურიგო არ არის. მადლობელი ვარ, ჩემო ქალბატონებო.
She thought it would annoy him, but he only folded his arms under his head, with an imperturbable, "That's not bad. Thank you, ladies".
207287.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– იცი, სინამდვილეში რას ვფიქრობ შენზე?
"Do you want to know what I honestly think of you?"
207288.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– იმიტომ რომ ყველანაირი შესაძლებლობა გაქვს კარგი, გამოსადეგი და ბედნიერი იყო, შენ კი უხეირო, ზარმაცი და უბედური ხარ.
"Because, with every chance for being good, useful, and happy, you are faulty, lazy, and miserable".
207289.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– თუ გინდა, გავაგრძელებ. – გეხვეწები, გააგრძელე, რა საინტერესოა. – ვიცოდი, დაგაინტერესებდა. ეგოისტ ადამიანებს უყვართ საკუთარ თავზე ლაპარაკი.
"If you like it, I'll go on." "Pray do, it's quite interesting." "I thought you'd find it so. Selfish people always like to talk about themselves".
207290.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– მე ვარ ეგოისტი? – უნებურად აღმოხდა გაკვირვებულ ლორის, რადგან თუ რამე ჰქონდა თავმოსაწონებლად, გულუხვობა იყო.
"Am I selfish?" the question slipped out involuntarily and in a tone of surprise, for the one virtue on which he prided himself was generosity.
207291.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ექვსი თვეა, უცხოეთში ხარ და მხოლოდ იმას აკეთებ, რომ დროსა და ფულს ფლანგავ და მეგობრებს იმედს უცრუებ.
Here you have been abroad nearly six months, and done nothing but waste time and money and disappoint your friends.
207292.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– ოთხწლიანი ზუთხვის შემდეგ ადამიანმა არ უნდა ისიამოვნოს?
"Isn't a fellow to have any pleasure after a four-year grind?"
207293.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
აქ პირველად რომ გნახე, გითხარი, უკეთესობისკენ შეცვლილხარ-მეთქი, ახლა კი უნდა გადავთქვა, იმიტომ რომ მე თუ მკითხავ, იმის ნახევარიც არ ხარ, რაც შინ დაგტოვე.
I said when we first met that you had improved. Now I take it all back, for I don't think you half so nice as when I left you at home.
207294.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
საზიზღრად გაზარმაცდი, ლაქლაქი გიყვარს და უაზრობებში გაგყავს დრო, გიხარია, როცა ვიღაც სულელები გეფერებიან და შემოგხარიან იმის მაგივრად, რომ მოწადინებული იყო, ჭკვიან ხალხს უყვარდე და პატივს გცემდეს.
You have grown abominably lazy, you like gossip, and waste time on frivolous things, you are contented to be petted and admired by silly people, instead of being loved and respected by wise ones.
207295.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
მაგრამ ლექცია უკვე თავისას შვრებოდა: თვალები გამოუცოცხლდა და აუნაპერწკლდა, წინანდელი გულგრილობის ნაცვლად კი გაბრაზებულ-განაწყენებული იერი დაედო.
But the lecture began to take effect, for there was a wide-awake sparkle in his eyes now and a half-angry, half-injured expression replaced the former indifference.
207296.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ქალივით ნაზი და თეთრი, გეგონება თავის დღეში არაფერი უკეთებია, მხოლოდ ჟუვენის საუკეთესო ხელთათმანი სცმია და ბანოვანებისთვის ყვავილები უკრეფიაო.
It's as soft and white as a woman's, and looks as if it never did anything but wear Jouvin's best gloves and pick flowers for ladies.
207297.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
მადლობა უფალს, ფრანტი არა ხარ და მიხარია, რომ ხელებზე არც ბრილიანტები გაქვს ასხმული და არც – დიდი სალუქავი ბეჭდები, მხოლოდ ის პატარა, ძველი ბეჭედი გიკეთია, დიდი ხნის წინ რომ მოგცა ჯომ.
You are not a dandy, thank Heaven, so I'm glad to see there are no diamonds or big seal rings on it, only the little old one Jo gave you so long ago.
207298.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
როგორ მინდა, ისიც აქ იყოს და მეხმარებოდეს! – მეც მინდა!
"Dear soul, I wish she was here to help me!" "So do I!"
207299.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ხელი ისევე მოულოდნელად გაქრა, როგორც გაჩნდა, ხოლო ემის ნატვრის ექოში იმდენი ენერგია იგრძნობოდა, რომ თვითონაც კი კმაყოფილი დარჩა.
The hand vanished as suddenly as it came, and there was energy enough in the echo of her wish to suit even Amy.
207300.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
რაღაც აზრმა გაუელვა და მწოლიარე ლორის დახედა, მაგრამ იმას ნახევარ სახეს თითქოსდა საჩრდილობლად წაფარებული შლაპა უმალავდა, პირს კი – ულვაშები.
She glanced down at him with a new thought in her mind, but he was lying with his hat half over his face, as if for shade, and his mustache hid his mouth.