მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207301.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
მხოლოდ ის დაინახა, როგორ აუდ-ჩაუდიოდა გულმკერდი სუნთქვისას, ოხვრას რომ წააგავდა, ბეჭდიანი ხელი კი ბალახში ეგდო, თითქოს უნდა რაღაც დამალოს – ისეთი ძვირფასი ან ისეთი მტკივნეული, რომ მასზე ლაპარაკიც არ უნდაო.
She only saw his chest rise and fall, with a long breath that might have been a sigh, and the hand that wore the ring nestled down into the grass, as if to hide something too precious or too tender to be spoken of.
207302.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
გადაკრული სიტყვები და წვრილ-წვრილი ფაქტები გონებაში დაულაგდა ემის, აზრი შეიძინა და ის უთხრა, რაც დას არ გაუმხელია მისთვის.
All in a minute various hints and trifles assumed shape and significance in Amy's mind, and told her what her sister never had confided to her.
207303.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
გაახსენდა, რომ ლორი არასოდეს ახსენებდა ჯოს, მოაგონდა, ცოტა ხნის წინ მის სახეზე გადარბენილი ჩრდილი, შეცვლილი ხასიათი და პატარა, ძველი ბეჭედი, ოდნავაც რომ არ უმშვენებდა მოხდენილ ხელს.
She remembered that Laurie never spoke of Jo, she recalled the shadow on his face just now, the change in his character, and the wearing of the little old ring which was no ornament to a handsome hand.
207304.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
გოგონები სწრაფად კითხულობენ ასეთ ნიშნებს და მათ მჭევრმეტყველებასაც ხვდებიან.
Girls are quick to read such signs and feel their eloquence.
207305.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
გამსჭვალავი თვალები აუცრემლდა, მერე კი როცა ალაპარაკდა, ისეთი ლამაზი, ნაზი და გულითადი ხმა ამოუვიდა, როგორიც მაშინ ამოსდიოდა ხოლმე, როცა მოისურვებდა.
Her keen eyes filled, and when she spoke again, it was in a voice that could be beautifully soft and kind when she chose to make it so.
207306.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– ვიცი, ასე არ უნდა გელაპარაკებოდე, ლორი. ამქვეყნად ყველაზე გულკეთილი რომ არ იყო, ალბათ ძალიან გამიბრაზდებოდი.
"I know I have no right to talk so to you, Laurie, and if you weren't the sweetest-tempered fellow in the world, you'd be very angry with me.
207307.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
მაგრამ ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარხარ და ისე გვეამაყები და არ შემიძლია იმაზე ფიქრი, რომ ჩვენები ჩემსავით იმედგაცრუებულები დარჩებოდნენ შენით, თუმცა ვინ იცის, იქნებ ჩემზე უკეთესად გაეგოთ ეგ ცვლილება.
But we are all so fond and proud of you, I couldn't bear to think they should be disappointed in you at home as I have been, though, perhaps they would understand the change better than I do.
207308.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– ჩემთვისაც უნდა გაეგებინებინათ, რომ არ დავბნეულიყავი და შენს ტუქსვას არ მოვყოლოდი იმის მაგივრად, რომ იმაზე კეთილად და მოთმინებით მოგქცეოდი, ვიდრე როდისმე მოგქცევივარ.
They ought to have told me, and not let me go blundering and scolding, when I should have been more kind and patient than ever.
207309.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ისედაც ხომ არ მომწონდა ეს მის რენდალი და ახლა მთლად შემჯავრდა! – თქვა ვერაგმა ემიმ, რადგან უნდოდა ამჯერად დაზუსტებით გაეგო, რამდენად სწორად ჩასწვდა ვითარებას.
"I never did like that Miss Randal and now I hate her!" said artful Amy, wishing to be sure of her facts this time.
207310.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– ჭირს წაუღია მის რენდალი! – სახიდან შლაპა აიგლიჯა ლორიმ და ისეთნაირად შეხედა ემის, რომ ოდნავი ეჭვიც არ დარჩენილა იმის თაობაზე, თუ რა გრძნობები ჰქონდა იმ ყმაწვილი ლედის მიმართ.
"Hang Miss Randal!" and Laurie knocked the hat off his face with a look that left no doubt of his sentiments toward that young lady.
207311.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– უკაცრავად, მეგონა... – და დიპლომატიურად შეჩერდა. – არაფერიც არ გეგონა. მშვენივრად იცი, რომ ჯოს გარდა არავინ მყვარებია, – წინანდებული მგზნებარებით მიახალა ლორიმ და შეტრიალდა.
"I beg pardon, I thought..." and there she paused diplomatically. "No, you didn't, you knew perfectly well I never cared for anyone but Jo," Laurie said that in his old, impetuous tone, and turned his face away as he spoke.
207312.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– მეც ასე მეგონა, მაგრამ მაგის თაობაზე არაფერი მოუწერიათ, შენც წახვედი და მეგონა, ვცდები-მეთქი.
"I did think so, but as they never said anything about it, and you came away, I supposed I was mistaken.
207313.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
მაშ, ჯო კარგად არ მოგექცა? მე კი დარწმუნებული ვიყავი, დიდი სიყვარულით უყვარდი.
And Jo wouldn't be kind to you? I was sure she loved you dearly.
207314.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
თუმცა, ეგ მისი ბრალია და შეგიძლია მოახსენო.
It's her fault though, and you may tell her so.
207315.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ამ სიტყვებზე ისევ დაუბრუნდა მკაცრი, მწარე მზერა და ემი შეწუხდა: არ იცოდა, რა წამლით ეწამლა.
The hard, bitter look came back again as he said that, and it troubled Amy, for she did not know what balm to apply.
207316.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– შემეშალა, არ ვიცოდი. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე გაგიწყერი, მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო, რომ ეს ამბავი უფრო ვაჟკაცურად გადაიტანო, ტედი, საყვარელო!
"I was wrong, I didn't know. I'm very sorry I was so cross, but I can't help wishing you'd bear it better, Teddy, dear."
207317.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– არა! მაგ სახელს ის მეძახდა! – და ლორიმ აჩქარებთ ასწია ხელი, რომ ჯოსეული კეთილი და საყვედურით სავსე ტონით ნათქვამი სიტყვები შეეჩერებინა.
"Don't, that's her name for me!" and Laurie put up his hand with a quick gesture to stop the words spoken in Jo's half-kind, half-reproachful tone.
207318.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– დაიცა, შენც გამოცდი, – დაამატა ჩუმად და ბღუჯად ამოგლიჯა ბალახი.
"Wait till you've tried it yourself," he added in a low voice, as he pulled up the grass by the handful.
207319.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– მე კაცურად გადავიტანდი და სიყვარულს თუ არა, პატივისცემას მაინც მოვიხვეჭდი, – თქვა ემიმ იმ ადამიანის სიმტკიცით, ვისაც ამაზე არაფერი გაეგება.
"I'd take it manfully, and be respected if I couldn't be loved," said Amy, with the decision of one who knew nothing about it.
207320.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
აქამდე ლორი იმით ინუგეშებდა თავს, რომ განსაცდელს სანაქებოდ გაუძლო – არ უკვნესია და არც თანაგრძნობა უთხოვია, ისე წაიყოლა თავისი დარდი, რათა მარტოდმარტო მორეოდა.
Now, Laurie flattered himself that he had borne it remarkably well, making no moan, asking no sympathy, and taking his trouble away to live it down alone.