მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207321.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს სევდიანი სიზმრიდან გამოაფხიზლესო და კვლავ ძილში წასვლა შეუძლებლად ეჩვენა.
He felt as if suddenly shaken out of a pensive dream and found it impossible to go to sleep again.
207322.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ცოტა ხანში წამოჯდა და ნელა იკითხა: – ვითომ, ჯოსაც შენსავით შევზიზღდებოდი? – ჰო, ახლა რომ გხედავდეს.
Presently he sat up and asked slowly, "Do you think Jo would despise me as you do?" "Yes, if she saw you now.
207323.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
რატომ რამე ღირსშესანიშნავი არ ჩაიდინე, რომ შეყვარებოდი?
Why don't you do something splendid, and make her love you?
207324.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– რაც შემეძლო, ვქენი, მაგრამ არაფერი გამოვიდა.
"I did my best, but it was no use."
207325.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– ანუ უნივერსიტეტი რომ კარგად დაამთავრე?
Graduating well, you mean?
207326.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ეგ ხომ ისედაც უნდა გექნა პაპაშენის ხათრით.
That was no more than you ought to have done, for your grandfather's sake.
207327.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
სამარცხვინო იქნებოდა, რომ ჩაჭრილიყავი იმის მერე, რაც იმდენი დრო და ფული დაახარჯე მაგ საქმეს.
It would have been shameful to fail after spending so much time and money.
207328.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
სხვა ამოცანა რომ დაუსახო შენს თავს, ცოტა ხანში წინანდებურად სიცოცხლით სავსე და ბედნიერი გახდები და ეგ შენი დარდიც დაგავიწყდება.
If you'd only set about another task of some sort, you'd soon be your hearty, happy self again, and forget your trouble.
207329.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– ეგ შეუძლებელია. – სცადე და ნახავ.
"That's impossible." "Try it and see".
207330.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
მე ბრძენად არ მომაქვს თავი, მაგრამ დაკვირვებული ვარ და შენ რომ გგონია, იმაზე მეტს ვხედავ.
I don't pretend to be wise, but I am observing, and I see a great deal more than you'd imagine.
207331.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
მაინტერესებს სხვების გამოცდილება და შეუთანხმებლობა; მართალია, ახსნით ვერ ვხსნი, მაგრამ სამაგიეროდ ვიმახსოვრებ და ჩემს საკეთილდღეოდ ვიყენებ.
I'm interested in other people's experiences and inconsistencies, and though I can't explain, I remember and use them for my own benefit.
207332.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
თუ გინდა, მთელი სიცოცხლე გიყვარდეს ჯო, მაგრამ მაგ სიყვარულს თავს ნუ წაახდენინებ. არ ივარგებს, ამდენი კარგი რამ მოისროლო მარტო იმიტომ, რომ ის ერთი რაღაც ვერ მიიღე, რაც გინდოდა.
Love Jo all your days, if you choose, but don't let it spoil you, for it's wicked to throw away so many good gifts because you can't have the one you want.
207333.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ჭკუას აღარ დაგარიგებ. ვიცი, უკვე გამოფხიზლდი და იმ გოგოს გულქვაობის მიუხედავად, კაცურად მოიქცევი.
I won't lecture any more, for I know you'll wake up and be a man in spite of that hardhearted girl.
207334.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
რამდენიმე წუთს ორივენი ჩუმად იყვნენ.
Neither spoke for several minutes.
207335.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ლორი იჯდა და თითზე ბეჭედს იტრიალებდა, ემი კი ბოლო შტრიხებს უმატებდა სახელდახელო ესკიზს, რომელზეც მანამ მუშაობდა, სანამ ლაპარაკობდა.
Laurie sat turning the ring on his finger, and Amy put the last touches to the hasty sketch she had been working at while she talked.
207336.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ცოტა ხანში ესკიზი მუხლებზე დაუდო და უბრალოდ ჰკითხა: – როგორ მოგწონს?
Presently she put it on his knee, merely saying, "How do you like that?"
207337.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
მან დახედა და ძალაუნებურად გაეღიმა: მშვენიერი ნამუშევარი იყო: გრძელი, ბალახში ზარმაცად გაწოლილი ფიგურა, უსიცოცხლო სახე, ნახევრად დახუჭული თვალები, ცალ ხელში სიგარა, საიდანაც კვამლი ადიოდა და რგოლად ევლებოდა თავზე მეოცნებეს.
He looked and then he smiled, as he could not well help doing, for it was capitally done, the long, lazy figure on the grass, with listless face, half-shut eyes, and one hand holding a cigar, from which came the little wreath of smoke that encircled the dreamer's head.
207338.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– რა კარგად ხატავ, – ნახევრად სიცილით უთხრა მისი ოსტატობით გულწრფელად გაკვირვებულმა და ნაამებმა, – ჰო, მე ვარ.
"How well you draw!" he said, with a genuine surprise and pleasure at her skill, adding, with a half-laugh, "Yes, that's me."
207339.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ეს კი – როგორიც იყავი, – და ემიმ მეორე ნახატი მიუდო იმ ნახატს, მას რომ ეჭირა.
"This is as you were." and Amy laid another sketch beside the one he held.
207340.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ახლად გახედნილი მოხდენილი პირუტყვი იდგა, მოზიდული სადავით კისერმორკალული, ცალი ფლოქვით მოუთმენლად თხრიდა მიწას და ყურები დაეცქვიტა, თითქოს იმის ხმას უსმენს, ვინც დაიმორჩილაო.
The handsome brute, just subdued, stood arching his neck under the tightly drawn rein, with one foot impatiently pawing the ground, and ears pricked up as if listening for the voice that had mastered him.