მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207341.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ცხენის აშლილი ფაფარი, მხედრის ქარში გაწეწილი თმა და გამართულობა მოულოდნელად შეწყვეტილ მოძრაობას, ღონეს, გამბედაობასა და ყმაწვილურ ხალისს გულისხმობდა, რაც მკვეთრად განსხვავდებოდა dolce far niente-ს ჩანახატის დუნე გრაციისგან.
In the ruffled mane, the rider's breezy hair and erect attitude, there was a suggestion of suddenly arrested motion, of strength, courage, and youthful buoyancy that contrasted sharply with the supine grace of the 'Dolce far Niente' sketch.
207342.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ლორის არაფერი უთქვამს, მაგრამ სანამ ხან ერთ ნახატს დაჰყურებდა და ხან – მეორეს, ემიმ შენიშნა, რომ აილეწა და ტუჩები მაგრად მოკუმა, თითქოს მისი პატარა გაკვეთილი წაიკითხა და გაითავისაო.
Laurie said nothing but as his eye went from one to the other, Amy saw him flush up and fold his lips together as if he read and accepted the little lesson she had given him.
207343.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
კმაყოფილი დარჩა, არ დალოდებია, როდის ამოიღებდა ხმას და, როგორც სჩვეოდა, მხიარულად უთხრა:
That satisfied her, and without waiting for him to speak, she said, in her sprightly way...
207344.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
მეგსა და ბეთს ეშინოდათ, ჯო ტაშს გიკრავდა და დაკუნტრუშებდა, მე კი ღობეზე ვიჯექი და გხატავდი.
Meg and Beth were frightened, but Jo clapped and pranced, and I sat on the fence and drew you.
207345.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ეგ ესკიზი ამას წინათ ვიპოვე საქაღალდეში, შევასწორე და შევინახე, ვაჩვენებ-მეთქი.
I found that sketch in my portfolio the other day, touched it up, and kept it to show you.
207346.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
შეიძლება, „ახლად დაქორწინებულთა სამოთხეში“ მყოფმა გაგახსენო, რომ ხუთზე თქვენს სასტუმროში სადილია?
May I venture to suggest in "a honeymoon paradise" that five o'clock is the dinner hour at your hotel?
207347.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ამ სიტყვებით ლორი წამოდგა, ღიმილითა და თავის დაკვრით დაუბრუნა სურათები და საათზე დაიხედა, თითქოს უნდოდა შეეხსენებინა, ჭკუის დარიგებასაც უნდა ჰქონდეს დასასრულიო.
Laurie rose as he spoke, returned the pictures with a smile and a bow and looked at his watch, as if to remind her that even moral lectures should have an end.
207348.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ემიმ ცოტაოდენი სიცივე იგრძნო მის მანერებში და გაიფიქრა: „ჩემზეა ნაწყენი.
Amy felt the shade of coldness in his manner, and said to herself... "I've offended him".
207349.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
თუ სიკეთეს მოუტანს, გამიხარდება და თუ შევძულდები, მეწყინება, მაგრამ რაც ვუთხარი, მართალია და ერთ სიტყვასაც ვერ გადავთქვამ.
If it does him good, I'm glad, if it makes him hate me, I'm sorry, but it's true, and I can't take back a word of it.
207350.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
მეგობრული გულახდილობა დაირღვა, მზეს ჩრდილი გადაეფარა და გარეგნული მხიარულების მიუხედავად, გულში ორივეს იდუმალი უკმაყოფილება შეეპარა.
The friendly frankness was disturbed, the sunshine had a shadow over it, and despite their apparent gaiety, there was a secret discontent in the heart of each.
207351.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– ამ საღამოს გნახავთ, mon frère? – ჰკითხა ემიმ, როცა ბიცოლას კართან ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ.
"Shall we see you this evening, mon frere?" asked Amy, as they parted at her aunt's door.
207352.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– ვერა, წასასვლელი ვარ. Au revoir, mademoiselle, – და ლორი დაიხარა, თითქოს ხელზე უნდა ეკოცნა უცხოური ყაიდით, რომელსაც ბევრ მამაკაცზე მეტად იხდენდა.
"Unfortunately I have an engagement. Au revoir, madamoiselle," and Laurie bent as if to kiss her hand, in the foreign fashion, which became him better than many men.
207353.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– არა, ბუნებრივად მომექეცი, ლორი და ძველი, კარგი წესით დავშორდეთ.
No, be yourself with me, Laurie, and part in the good old way.
207354.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
გულიანი ინგლისური ხელის ჩამორთმევა მირჩევნია საფრანგეთში მიღებულ სენტიმენტალურ სალამს.
I'd rather have a hearty English handshake than all the sentimental salutations in France.
207355.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– აბა, კარგად, საყვარელო, – ისეთი ტონით უთხრა ლორიმ ეს სიტყვები, რომ ემის მოეწონა, მერე კი ისე გულიანად ჩამოართვა ხელი, რომ ლამის ატკინა და წავიდა.
"Goodbye, dear," and with these words, uttered in the tone she liked, Laurie left her, after a handshake almost painful in its heartiness.
207356.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
მეორე დღეს ემიმ წერილი მიიღო, რომელმაც დასაწყისში ღიმილი მოჰგვარა, ბოლოში კი – ოხვრა:
Next morning Amy received a note which made her smile at the beginning and sigh at the end.
207357.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ჩემო ძვირფასო მენტორ! გთხოვ, ჩემ მაგივრად გამოემშვიდობო ბიცოლას და იზეიმო, რადგან „ზარმაცი ლორენსი“ პაპასთან წავიდა.
My Dear Mentor, Please make my adieux to your aunt, and exult within yourself, for "Lazy Laurence" has gone to his grandpa.
207358.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
კარგად გაატარეთ ზამთარი და დაე, ღმერთებმა ნეტარი თაფლობის თვე მოგივლინონ ვალროზაში!
A pleasant winter to you, and may the gods grant you a blissful honeymoon at Valrosa!
207359.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
მე მგონი, ფრედსაც არ აწყენდა ერთი კარგი გამოფხიზლება.
I think Fred would be benefited by a rouser.
207360.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
ესეც გადაეცი ჩემს მილოცვასთან ერთად.
Tell him so, with my congratulations.