მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207361.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
შენი მადლიერი ტელემაქე.
Yours gratefully, Telemachus.
207362.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
– კარგი ბიჭია! მიხარია, რომ წავიდა, – მოწონების ღიმილით თქვა ემიმ.
"Good boy! I'm glad he's gone," said Amy, with an approving smile.
207363.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 16
მეორე წუთს სახე შეეცვალა, ცარიელ ოთახს თვალი მოავლო და უნებური ოხვრით დაამატა, – ჰო, მიხარია, მაგრამ მომენატრება.
The next minute her face fell as she glanced about the empty room, adding, with an involuntary sigh, "Yes, I am glad, but I shall miss him."
207364.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
სიკვდილის ჩრდილის ხეობა.
THE VALLEY OF THE SHADOW.
207365.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
პირველმა სიმწარემ რომ გაიარა, ოჯახის წევრები შეურიგდნენ გარდაუვალს, შეეცადნენ მხნედ გადაეტანათ და ერთიმეორეს მხარში ამოუდგნენ მომატებული სიყვარულის მეოხებით, რაც სათუთად ადუღაბებს შინაურებს, როცა ოჯახს უბედურება ატყდება თავს.
When the first bitterness was over, the family accepted the inevitable, and tried to bear it cheerfully, helping one another by the increased affection which comes to bind households tenderly together in times of trouble.
207366.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
გვერდზე გადადეს თავიანთი დარდი და ყოველი მათგანი თავდაუზოგავად ცდილობდა, ეს ბოლო წელიწადი ბედნიერი ყოფილიყო.
They put away their grief, and each did his or her part toward making that last year a happy one.
207367.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
სახლში ყველაზე მყუდრო ოთახი ბეთს გამოუყვეს და იქ შეზიდეს ყველაფერი, რაც გამორჩევით უყვარდა – ყვავილები, სურათები, მისი პიანინო, პატარა სახელსაქმო მაგიდა და მისი სანუკვარი ფისოები.
The pleasantest room in the house was set apart for Beth, and in it was gathered everything that she most loved, flowers, pictures, her piano, the little worktable, and the beloved pussies.
207368.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
აქ დაბინავდა მამას საუკეთესო წიგნები, დედას სავარძელი, ჯოს საწერი მაგიდა და ემის საუკეთესო ჩანახატები, ხოლო მეგის ბავშვები დედის თანხლებით ყოველდღე ასრულებდნენ სასიყვარულო მომლოცველობას, რათა დეიდა ბეთისთვის გული გაეხარებინათ.
Father's best books found their way there, Mother's easy chair, Jo's desk, Amy's finest sketches, and every day Meg brought her babies on a loving pilgrimage, to make sunshine for Aunty Beth.
207369.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
ჯონმა უჩუმრად გადადო მცირე თანხა, რათა იმის სიამოვნება ჰქონოდა, რომ ავადმყოფისთვის ხილი არ მოეკლო, რაც მას უყვარდა და ენატრებოდა.
John quietly set apart a little sum, that he might enjoy the pleasure of keeping the invalid supplied with the fruit she loved and longed for.
207370.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
აქ იჯდა ბეთი, ვისაც ისე ევლებოდნენ თავს, როგორც საკუთარ ტაძარში მსუფევ შინაურ წმინდანს; იჯდა, როგორც ყოველთვის, წყნარი და საქმიანი, რადგან ვერაფერი შეუცვლიდა ტკბილ, უანგარო ბუნებას, და როცა სიცოცხლესთან გამოსათხოვრად ემზადებოდა, მაშინაც კი ცდილობდა, ბედნიერება მიენიჭებინა იმათთვის, ვინც ამქვეყნად უნდა დარჩენილიყო.
Here, cherished like a household saint in its shrine, sat Beth, tranquil and busy as ever, for nothing could change the sweet, unselfish nature, and even while preparing to leave life, she tried to make it happier for those who should remain behind.
207371.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
პირველი თვეები ძალიან ბედნიერი იყო, ბეთი ხშირად მოავლებდა ხოლმე თვალს თავის მზიან ოთახს და ამბობდა, რა ლამაზია აქაურობაო, როცა ყველანი იქ ისხდნენ, იატაკზე გაწოლილი ბავშვები ფეხებს იქნევდნენ და ჭყლოპინებდნენ, დედა და დები იქვე კერავდნენ, მამა კი საამო ხმით კითხულობდა ნაწყვეტებს ძველი ბრძნული წიგნებიდან, რომლებიც სავსე იყო კეთილი, სანუგეშო სიტყვებით, ახლაც რომ ისევე გამოსადეგია, როგორც საუკუნეების წინ, როცა დაიწერა.
The first few months were very happy ones, and Beth often used to look round, and say "How beautiful this is!" as they all sat together in her sunny room, the babies kicking and crowing on the floor, mother and sisters working near, and father reading, in his pleasant voice, from the wise old books which seemed rich in good and comfortable words, as applicable now as when written centuries ago.
207372.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
მომცრო სამლოცველო, სადაც მღვდელი მამა იმ ძნელ გაკვეთილებს ასწავლიდა თავის სამწყსოს, რომლებიც ყველამ უნდა ისწავლოს და ცდილობდა დაენახვებინა, რომ იმედს ძალუძს ნუგეში სცეს სიყვარულს, ხოლო რწმენას – შესაძლებელი გახადოს მორჩილება.
A little chapel, where a paternal priest taught his flock the hard lessons all must learn, trying to show them that hope can comfort love, and faith make resignation possible.
207373.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
ეს ქადაგებები უბრალო იყო და ღრმად სწვდებოდა მსმენელთა სულს, რადგან მღვდლის სწავლებაში მამის გული იდო, ხოლო ხმის ხშირი თრთოლვა აორმაგებდა მისი წარმოთქმული ან წაკითხული სიტყვების მჭევრმეტყველებას.
Simple sermons, that went straight to the souls of those who listened, for the father's heart was in the minister's religion, and the frequent falter in the voice gave a double eloquence to the words he spoke or read.
207374.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
კიდევ კარგი, ეს მშვიდობიანი დრო ებოძათ ამის შემდგომი სევდიანი საათებისთვის მოსამზადებლად, რადგან ბეთი თანდათან ჩივილს მოჰყვა, „ეს ნემსი რამსიმძიმეაო“, მერე კი სამუდამოდ გადადო.
It was well for all that this peaceful time was given them as preparation for the sad hours to come, for by-and-by, Beth said the needle was "so heavy", and put it down forever.
207375.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
ლაპარაკი ღლიდა, სახეები აშფოთებდა, ტკივილი ეუფლებოდა, ხოლო მშვიდობიან ბუნებას სავალალოდ უფორიაქებდა სუსტი სხეულის გამაწამებელი სნეულებები.
Talking wearied her, faces troubled her, pain claimed her for its own, and her tranquil spirit was sorrowfully perturbed by the ills that vexed her feeble flesh.
207376.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
რა მძიმე დღეები იყო და რამსიგრძე ღამეები, რა გულისტკივილი და რა მხურვალე ლოცვები, როცა ისინი, ვისაც ყველაზე მეტად უყვარდათ ის, იძულებულნი იყვნენ, ეცქირათ მათკენ მუდარით გამოწვდილი წვრილი ხელებისთვის, ესმინათ მწარედ ამოთქმული „მიშველეთ!“ და ეგრძნოთ, რომ საშველი არ იყო.
Such heavy days, such long, long nights, such aching hearts and imploring prayers, when those who loved her best were forced to see the thin hands stretched out to them beseechingly, to hear the bitter cry, "Help me!" and to feel that there was no help.
207377.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
უშფოთველი სულის სევდისმომგვრელი არევ-დარევა, ახალგაზრდა სიცოცხლის შერკინება სიკვდილთან – თუმცა, ღვთის წყალობით, ერთიცა და მეორეც ხანმოკლე გამოდგა, მერე კი ბუნების ჯანყი დასრულდა და წინანდელი, ოდინდელზე მშვენიერი სიმშვიდე დაბრუნდა.
A sad eclipse of the serene soul, a sharp struggle of the young life with death, but both were mercifully brief, and then the natural rebellion over, the old peace returned more beautiful than ever.
207378.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
სუსტი სხეულის რღვევასთან ერთად ბეთს სული უძლიერდებოდა და, თუმცა ცოტას ლაპარაკობდა, გვერდით მყოფნი გრძნობდნენ მის მზაობას და ხედავდნენ, რომ პირველწოდებული პილიგრიმი იმავდროულად ყველაზე ღირსეული იყო და ნაპირზე მასთან ერთად მყოფნი ელოდნენ მოსახდენს, თან კი ცდილობდნენ დაენახათ ის სხივაოსანნი, შესაგებებლად რომ წამოვიდოდნენ, როცა მდინარეს გადალახავდა.
With the wreck of her frail body, Beth's soul grew strong, and though she said little, those about her felt that she was ready, saw that the first pilgrim called was likewise the fittest, and waited with her on the shore, trying to see the Shining Ones coming to receive her when she crossed the river.
207379.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
ჯო ერთი საათითაც კი არ ტოვებდა დას მას მერე, რაც ბეთმა უთხრა, შენ რომ აქ ხარ, ძალა მეძლევაო.
Jo never left her for an hour since Beth had said "I feel stronger when you are here".
207380.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
მის ოთახში, ტახტზე ეძინა, ხშირ-ხშირად იღვიძებდა, რომ ცეცხლისთვის შეეკეთებინა, ეჭმია ან მოევლო ამ მომთმენი არსებისთვის, რომელიც იშვიათად თუ ითხოვდა რამეს და ცდილობდა, არავინ შეეწუხებინა.
She slept on a couch in the room, waking often to renew the fire, to feed, lift, or wait upon the patient creature who seldom asked for anything, and "tried not to be a trouble".