მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207381.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
ჯო მთელი დღეობით მის ოთახში იყო, ეჭვიანობდა ყველა სხვა მომვლელზე და იმაზე მეტად ამაყობდა იმით, რომ იგი აირჩიეს, ვიდრე რაგინდარა სხვა პატივით, რაც კი ცხოვრებაში წილად ხვდომია.
All day she haunted the room, jealous of any other nurse, and prouder of being chosen then than of any honor her life ever brought her.
207382.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
ეს საათები ძვირფასი და სასარგებლო იყო ჯოსთვის, რადგან ახლა მისი გული სწორედ იმას სწავლობდა, რაც ესოდენ სჭირდებოდა.
Precious and helpful hours to Jo, for now her heart received the teaching that it needed.
207383.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
ჯო იწვა და უყურებდა ღრმა ფიქრებში წასული და ცრემლგამშრალი, გრძნობდა, რომ ბეთი, ჩვეულებისამებრ უბრალოდ, არათავკერძულად ცდილობდა გადაჩვეოდა ძველ, ძვირფას ცხოვრებას და ნუგეშის წმინდა სიტყვებით, წყნარი ლოცვითა და მისთვის ესოდენ საყვარელი მუსიკის მეოხებით მომზადებულიყო მომავალი ცხოვრებისთვის.
Jo would lie watching her with thoughts too deep for tears, feeling that Beth, in her simple, unselfish way, was trying to wean herself from the dear old life, and fit herself for the life to come, by sacred words of comfort, quiet prayers, and the music she loved so well.
207384.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
უხვად დაღვრილი ცრემლით დაწმენდილი თვალებითა და უნაზესი სევდით მომლბალი გულით დაინახა, რა სილამაზით იყო მოსილი დის ცხოვრება – გამორჩეული მოვლენებისა და პატივმოყვარეობისაგან დაცლილი, მაგრამ აღსავსე ჭეშმარიტი სათნოებებით.
For with eyes made clear by many tears, and a heart softened by the tenderest sorrow, she recognized the beauty of her sister's life—uneventful, unambitious, yet full of the genuine virtues.
207385.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
ერთ ღამით, როცა ბეთი თავის მაგიდაზე დალაგებულ წიგნებს ათვალიერებდა, ისეთი რამ იპოვა, რამაც დაავიწყა მოკვდავის სისუსტე, თითქმის ისევე ძნელად ასატანი, როგორც ტკივილი. ძველი, საყვარელი „პილიგრიმის მოგზაურობის“ ფურცვლისას ჯოს ხელით ნაწერ ფურცელს წააწყდა.
One night when Beth looked among the books upon her table, to find something to make her forget the mortal weariness that was almost as hard to bear as pain, as she turned the leaves of her old favorite, Pilgrims's Progress, she found a little paper, scribbled over in Jo's hand.
207386.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
სათაურმა თვალი მოსტაცა, ხოლო გადღაბნილმა სტრიქონებმა მიახვედრა, რომ ფურცელს ცრემლი დაღვროდა.
The name caught her eye and the blurred look of the lines made her sure that tears had fallen on it.
207387.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
„საწყალი ჯო! სძინავს და ნებართვის სათხოვნელად არ გავაღვიძებ. თავის ყველა ნაწერს მაჩვენებს ხოლმე და ალბათ, უარზე არ იქნება, რომ ესეც ვნახო“, გაიფიქრა ბეთმა და ხალიჩაზე მწოლიარე დას გახედა, რომელსაც საჩხრეკი მოეგდო გვერდით და მზად იყო მაშინვე გაღვიძებოდა, როგორც კი შეშის ღერი ნაწილებად დაიშლებოდა.
"Poor Jo! She's fast asleep, so I won't wake her to ask leave. She shows me all her things, and I don't think she'll mind if I look at this", thought Beth, with a glance at her sister, who lay on the rug, with the tongs beside her, ready to wake up the minute the log fell apart.
207388.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
ჩემო ბეთ თმენით აღვსილი დამჯდარხარ ჩრდილში და ელოდები კურთხეულ ნათელს, შენი მორჩილი, უმწიკვლო სული ჩვენს მშფოთვარე სახლს სიწმინდით ავსებს.
MY BETH Sitting patient in the shadow Till the blessed light shall come, A serene and saintly presence Sanctifies our troubled home.
207389.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
ამქვეყნიური ლხენა თუ დარდი ემსხვრევა, როგორც უღონო ტალღა წყალუხვი, წმინდა მდინარის ნაპირს – ნაპირს, რომელზეც მზადმყოფი დგახარ.
Earthly joys and hopes and sorrows Break like ripples on the strand Of the deep and solemn river Where her willing feet now stand.
207390.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
როს წახვალ, დაო, და გაგეყრება მტრობა-წუხილით სავსე სოფელი, ძღვნად დამიტოვე სათნოებანი, შენი ცხოვრების შემამკობელი.
O my sister, passing from me, Out of human care and strife, Leave me, as a gift, those virtues Which have beautified your life.
207391.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
ის მოთმინება, რომლის წყალობით უმდურველი და გულღია შთები ტკივილის სხეულ-სატუსაღოში, მე მიანდერძე, გემუდარები.
Bequeath me that great patience Which has power to sustain A cheerful, uncomplaining spirit In its prison-house of pain.
207392.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
მელნის ნაჟონ-ლაქებით დასვრილმა აცაბაცა და უფერულმა სტრიქონებმა ენით აუწერელი შვება მოუტანა ბეთს: მისი ერთადერთი საწუხარი ის იყო, რომ ცოტა რამ გააკეთა ცხოვრებაში, ჯოს ლექსმა კი თითქოს დააჯერა, რომ ამაოდ არ უცხოვრია და რომ მისი სიკვდილი სასოს არ წარუკვეთდა, რისაც ასე ეშინოდა.
Blurred and blotted, faulty and feeble as the lines were, they brought a look of inexpressible comfort to Beth's face, for her one regret had been that she had done so little, and this seemed to assure her that her life had not been useless, that her death would not bring the despair she feared.
207393.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
სანამ იჯდა და მოკეცილი ფურცელი ეჭირა, დანახშირებული ნაპობი დავარდა და დაიშალა.
As she sat with the paper folded between her hands, the charred log fell asunder.
207394.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
ჯო შეკრთა, ცეცხლს შეუკეთა და ფეხაკრეფით მივიდა საწოლთან იმ იმედით, რომ ბეთს ეძინა.
Jo started up, revived the blaze, and crept to the bedside, hoping Beth slept.
207395.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
– არ მძინავს, საყვარელო, მაგრამ იცი, რა ბედნიერი ვარ?! შეხედე, ეს ვიპოვე და წავიკითხე. ვიცოდი, არ დამიშლიდი. შენთვის მართლა ვარ ეს ყველაფერი, ჯო? – ფიქრიანი და თვინიერი სიდინჯით ჰკითხა.
"Not asleep, but so happy, dear. See, I found this and read it. I knew you wouldn't care. Have I been all that to you, Jo?" she asked, with wistful, humble earnestness.
207396.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
– მაშ, აღარ მეგონება, რომ ტყუილუბრალოდ ვიცხოვრე. არც ისეთი კარგი ვარ, როგორიც შენ გამომაჩინე, მაგრამ იმას კი ვცდილობდი, სწორად მოვქცეულიყავი.
Then I don't feel as if I'd wasted my life. I'm not so good as you make me, but I have tried to do right.
207397.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
ახლა კი, როცა გვიანია და უკეთესად მოქცევისთვის, დიდი შვებაა იმის ცოდნა, რომ ვიღაცას ასე ძალიან ვუყვარვარ და ჰგონია, რაღაცაში მივეხმარე.
And now, when it's too late to do better, it's such a comfort to know that someone loves me so much, and feels as if I'd helped them.
207398.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
ვფიქრობდი, ვერ გავუშვებ-მეთქი, მაგრამ თანდათან ვხვდები, რომ არ დაგკარგავ, რომ ჩემთვის იმაზე მეტი იქნები, ვიდრე წინათ და რომ სიკვდილი არ გაგვაშორებს, თუმცა კი – განშორებას ჰგავს.
I used to think I couldn't let you go, but I'm learning to feel that I don't lose you, that you'll be more to me than ever, and death can't part us, though it seems to.
207399.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
– ვიცი და აღარც ვუშინდები. დარწმუნებული ვარ, ისევ შენი ბეთი ვიქნები, წინანდელზე უფრო მეყვარები და მოგეხმარები.
I know it and I don't fear it any longer, for I'm sure I shall be your Beth still, to love and help you more than ever.
207400.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
მე რომ წავალ, ჩემი ადგილი შენ უნდა დაიკავო, ჯო, და ყველაფერი გახდე დედასთვის და მამასთვის.
You must take my place, Jo, and be everything to Father and Mother when I'm gone.