მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207401.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
შენი იმედი ექნებათ და არ გააწბილო; და თუ ეს საქმე გეძნელოს, გაიხსენე, რომ არ გივიწყებ და რომ ეს უფრო გაგაბედნიერებს, ვიდრე მშვენიერი წიგნების წერა ან მთელი მსოფლიოს შემოვლა, იმიტომ რომ როცა მივდივართ, თან ვერაფერი მიგვაქვს სიყვარულის გარდა და სიყვარულია, ასე რომ გვიმსუბუქებს აღსასრულს.
They will turn to you, don't fail them, and if it's hard to work alone, remember that I don't forget you, and that you'll be happier in doing that than writing splendid books or seeing all the world, for love is the only thing that we can carry with us when we go, and it makes the end so easy.
207402.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
ასე დგებოდა და გადიოდა გაზაფხულის დღეები, ცას სინათლე ემატებოდა, მიწას – სიმწვანე, ყვავილები ადრიანად ამოვიდა და ფრინველებიც თავის დროზე დაბრუნდნენ, რათა გამომშვიდობებოდნენ ბეთს, რომელიც დაღლილი, მაგრამ მიმნდობი ბავშვივით ჩასჭიდებოდა იმ ხელებს, მთელი სიცოცხლე რომ ატარებდნენ, ახლა კი დედამ და მამამ ფრთხილად გადაატარეს სიკვდილის ჩრდილის ხეობა და უფალს ჩააბარეს.
So the spring days came and went, the sky grew clearer, the earth greener, the flowers were up fairly early, and the birds came back in time to say goodbye to Beth, who, like a tired but trustful child, clung to the hands that had led her all her life, as Father and Mother guided her tenderly through the Valley of the Shadow, and gave her up to God.
207403.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
იშვიათად თუ წარმოთქვამს მომაკვდავი დასამახსოვრებელ სიტყვებს, იშვიათად ევლინება ხილვები და იშვიათად მიიცვლება ნეტარი გამომეტყველებით, ასე მხოლოდ წიგნებში ხდება და მან, ვისაც ბევრი სული გაუცილებია, იცის, რომ უმეტეს მათგანს აღსასრულიც ისევე ბუნებრივად ეწვევა, როგორც – ძილი.
Seldom except in books do the dying utter memorable words, see visions, or depart with beatified countenances, and those who have sped many parting souls know that to most the end comes as naturally and simply as sleep.
207404.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
ბეთს გაუმართლდა იმედი, „მიქცევა იოლად მოხდა“ და განთიადის წინა ბნელ საათს, იმავე მკერდზე, რომელზეც პირველად ჩაისუნთქა, საბოლოოდვე ამოისუნთქა წყნარად, ისე რომ გამოსათხოვარი სიტყვები არ უთქვამს, იყო მხოლოდ სიყვარულით სავსე ერთი გამოხედვა და ერთი პაწია ამოხვნეშა.
As Beth had hoped, the "tide went out easily", and in the dark hour before dawn, on the bosom where she had drawn her first breath, she quietly drew her last, with no farewell but one loving look, one little sigh.
207405.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
დედამ და დებმა ცრემლით, ლოცვითა და ალერსიანი ხელებით გაამზადეს ხანგრძლივი ძილისთვის, რომელსაც ვეღარასოდეს ჩაუმწარებდა ტკივილი, მადლიერი თვალით ხედავდნენ, რომ ცოტა ხანში მშვენიერმა უშფოთველობამ შეცვალა ის შესაბრალისი ტანჯვა, რომელიც ამდენ ხანს უკლავდათ გულებს და მოწიწებანარევი სიხარულით მიხვდნენ, რომ მათი ძვირფასი გოგონასთვის სიკვდილი კეთილი ანგელოზი იყო და არა – შემზარავი ლანდი.
With tears and prayers and tender hands, Mother and sisters made her ready for the long sleep that pain would never mar again, seeing with grateful eyes the beautiful serenity that soon replaced the pathetic patience that had wrung their hearts so long, and feeling with reverent joy that to their darling death was a benignant angel, not a phantom full of dread.
207406.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
როცა გათენდა, მრავალი თვის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ბუხარში ცეცხლი ჩამქრალი იყო, ჯოს ადგილი – ცარიელი, ხოლო ოთახი – მიჩუმებული.
When morning came, for the first time in many months the fire was out, Jo's place was empty, and the room was very still.
207407.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 17
სამაგიეროდ, მახლობლად, დაკოკრილ ტოტზე ხალისიანად ჭიკჭიკებდა ჩიტი, ფანჯარასთან თეთრყვავილა გაშლილიყო, გაზაფხულის მზე კი კურთხევასავით ეღვრებოდა ბალიშზე დასვენებულ უშფოთველ სახეს – სახეს, რომელიც ისე ავსილიყო უმტკივნეულო სიმშვიდით, რომ მათ, ვისაც ყველაზე უფრო უყვარდათ იგი, ცრემლიანი ღიმილით გაეღიმათ და მადლობა შესწირეს უფალს, რომ ბეთი, როგორც იქნა, გამოკეთდა.
But a bird sang blithely on a budding bough, close by, the snowdrops blossomed freshly at the window, and the spring sunshine streamed in like a benediction over the placid face upon the pillow, a face so full of painless peace that those who loved it best smiled through their tears, and thanked God that Beth was well at last.
207408.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
მეცადინეობა დავიწყებაში.
LEARNING TO FORGET.
207409.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ემის ლექციამ სიკეთე მოუტანა ლორის, თუმცა თვითონ, რასაკვირველია, დიდხანს არ აღიარებდა ამას.
Amy's lecture did Laurie good, though, of course, he did not own it till long afterward.
207410.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
მამაკაცი იშვიათად თუ გამოტყდება ასეთ რამეში, რადგან როცა რჩევას ქალი იძლევა, მანამ არ მიიღებს ამ რჩევას, სანამ თავს არ დააჯერებს, რომ თვითონაც სწორედ ეს ჰქონდა გუნებაში.
Men seldom do, for when women are the advisers, they don't take the advice till they have persuaded themselves that it is just what they intended to do.
207411.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ლორი ჩავიდა პაპასთან და რამდენიმე კვირა ისეთი მორჩილი და ალერსიანი იყო, რომ მოხუცმა ჯენტლმენმა გამოცხადა, ეს გასაოცარი სიკეთე ნიცის ჰავამ ქნა და კარგს იზამ, თუ ერთხელაც ცდიო.
Laurie went back to his grandfather, and was so dutifully devoted for several weeks that the old gentleman declared the climate of Nice had improved him wonderfully, and he had better try it again.
207412.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
სიამაყე უშლიდა, და როცა წასვლის წყურვილი მეტისმეტად მოეძალებოდა ხოლმე, გადაწყვეტილების განსამტკიცებლად იმ სიტყვებს იმეორებდა, რომელთაც ყველაზე მეტად იმოქმედეს მასზე: „მეზიზღები“ და „წადი, რამე ღირსშესანიშნავი ჩაიდინე, რომ შეუყვარდე“.
Pride forbid, and whenever the longing grew very strong, he fortified his resolution by repeating the words that had made the deepest impression— "I despise you." "Go and do something splendid that will make her love you."
207413.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ჯო არ შეიყვარებს, მაგრამ ლორის ის ხომ მაინც შეუძლია, პატივისცემა აღუძრას და აღტაცება მოჰგვაროს, თუკი ისეთ რამეს ჩაიდენს, რაც დაამტკიცებს, რომ გოგოს „არამ“ ცხოვრება არ წაუხდინა.
Jo wouldn't love him, but he might make her respect and admire him by doing something which should prove that a girl's "No" had not spoiled his life.
207414.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ისედაც მუდამ უნდოდა რამის კეთება და ემის რჩევა სრულიად ზედმეტი იყო.
He had always meant to do something, and Amy's advice was quite unnecessary.
207415.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
როგორც გოეთე გადმოსცემდა სიმღერით სიხარულსა თუ წუხილს, ისე გადაწყვიტა ლორიმაც, მუსიკაში დაებალზამებინა თავისი სამიჯნურო სევდა და შეექმნა რეკვიემი, რომელიც ჯოს სულს დაუფლეთდა და ყოველ მსმენელს გულს გაულღობდა.
As Goethe, when he had a joy or a grief, put it into a song, so Laurie resolved to embalm his love sorrow in music, and to compose a Requiem which should harrow up Jo's soul and melt the heart of every hearer.
207416.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ცხადი იყო, რომ გონება ჯერაც სათანადოდ ვერ უმუშავებდა და იდეებშიც გარკვეულობა იყო შესატანი, რადგან სევდიანი ფრაზის შუაგულში ხშირ-ხშირად აღმოაჩენდა ხოლმე, რომ საცეკვაო მელოდიას ღიღინებდა, რომელიც ცხადლივ აგონებდა ნიცაში გამართულ საშობაო მეჯლისს, მეტადრე – ჩასუქებულ ფრანგს და – ცოტა ხნით ქმედითად წყვეტდა ტრაგიკული ნაწარმოების თხზვას.
It was evident that his mind was not in working order yet, and his ideas needed clarifying, for often in the middle of a plaintive strain, he would find himself humming a dancing tune that vividly recalled the Christmas ball at Nice, especially the stout Frenchman, and put an effectual stop to tragic composition for the time being.
207417.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
მერე ოპერა სცადა, რადგან დასაწყისში არაფერი ჩანს შეუძლებელი, მაგრამ აქაც მოულოდნელ სიძნელეებს წააწყდა.
Then he tried an opera, for nothing seemed impossible in the beginning, but here again unforeseen difficulties beset him.
207418.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
უნდოდა, ჯო ექცია თავისი ოპერის გმირად და მეხსიერებას მიმართა, რათა თავისი სიყვარულის ნაზი მოგონებები და რომანტიკული სურათები ამოეკრიფა.
He wanted Jo for his heroine, and called upon his memory to supply him with tender recollections and romantic visions of his love.
207419.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ამ შთაგონების წყალობით დროდადრო შეუფერხებლად მიიწევდა წინ, მაგრამ თანდათან მუშაობა ეშხს კარგავდა და ავიწყდებოდა, რომ უნდა ეწერა: ან კალმით ხელში იჯდა ხოლმე ფიქრებში წასული ან კი მხიარულ ქალაქში დაეხეტებოდა ახალი იდეების საძებრად და გონების გამოსაფხიზლებლად, რომელიც იმ ზამთარს როგორღაც აბნეულ-დაბნეული ჰქონდა.
Thanks to this inspiration, he got on swimmingly for a time, but gradually the work lost its charm, and he forgot to compose, while he sat musing, pen in hand, or roamed about the gay city to get some new ideas and refresh his mind, which seemed to be in a somewhat unsettled state that winter.
207420.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
კეთებით ბევრს არაფერს აკეთებდა, მაგრამ სამაგიეროდ ბევრს ფიქრობდა და ხვდებოდა, რომ თავისდაუნებურად რაღაც ცვლილებას განიცდიდა.
He did not do much, but he thought a great deal and was conscious of a change of some sort going on in spite of himself.