მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207421.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
„იქნებ გენია დუღს. დავაცდი, ითუხთუხოს და ვნახოთ, რა გამოვა“, ამბობდა და, იმავდროულად, ეჭვობდა, რომ გენია კი არა, ბევრად უფრო ჩვეულებრივი რამ იყო.
"It's genius simmering, perhaps. I'll let it simmer, and see what comes of it," he said, with a suspicion all the while that it wasn't genius, but something far more common.
207422.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო, იმ თუხთუხს რაღაც მიზანი ჰქონდა, რადგან ლორის უფრო და უფრო მოემატა თავისი უმიზნო ცხოვრებით მოგვრილი უკმაყოფილება და ნამდვილი და სერიოზული საქმე მოუნდა, რომელსაც სულითა და გულით მიეცემოდა, ბოლოს კი იმ ბრძნულ დასკვნამდეც მივიდა, რომ ვისაც მუსიკა უყვარს, ყველა როდია კომპოზიტორი.
Whatever it was, it simmered to some purpose, for he grew more and more discontented with his desultory life, began to long for some real and earnest work to go at, soul and body, and finally came to the wise conclusion that everyone who loved music was not a composer.
207423.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ერთხელაც, სამეფო თეატრიდან მოსულმა, სადაც მოცარტის ერთი დიდი ოპერათაგანის ბრწყინვალე დადგმა ნახა და მოისმინა, გადახედა თავის საკუთარ ოპერას, დაუკრა რამდენიმე საუკეთესო ფრაგმენტი, დაჯდა და მენდელსონის, ბეთჰოვენისა და ბახის ბიუსტებს ააცქერდა, რომლებიც მოწყალედ დაჰყურებდნენ.
Returning from one of Mozart's grand operas, splendidly performed at the Royal Theatre, he looked over his own, played a few of the best parts, sat staring at the busts of Mendelssohn, Beethoven, and Bach, who stared benignly back again.
207424.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
მერე კი ადგა და თითო-თითოდ დახია სანოტო ფურცლები და როცა ბოლო ნაფლეთებიც გაუფრიალდა ხელიდან, გონივრულად უთხრა საკუთარ თავს:
Then suddenly he tore up his music sheets, one by one, and as the last fluttered out of his hand, he said soberly to himself...
207425.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მიეცა იმის საშუალება, რომ ჯანდაბაში წასულიყო, როგორც ერთხელ შესძახა შთამბეჭდავად, რადგან ფული ბლომად ჰქონდა, საქმე კი არაფერი.
Now if ever, occurred an eligible opportunity for 'going to the devil', as he once forcibly expressed it, for he had plenty of money and nothing to do.
207426.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ვინმე მისის გრანდი იტყვის, არ მჯერა: ბიჭი მაინც ბიჭია, ყმაწვილკაცმა უნდა იგიჟმაჟოს და დაცხრეს, ქალი მისგან სასწაულს არ უნდა ელოდოსო.
Very likely some Mrs. Grundy will observe, "I don't believe it, boys will be boys, young men must sow their wild oats, and women must not expect miracles."
207427.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
დაე, ბიჭი ბიჭად დარჩეს და რაც დიდხანს, მით უკეთესი, დაე, ყმაწვილკაცმა იგიჟმაჟოს და დაცხრეს, მაგრამ დედას, დასა და მეგობრებს შეუძლიათ იმაში დაეხმარონ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დააშავოს და ნაკლები ავნოს საკუთარ თავს, თუკი დაიჯერებენ და მასაც დაანახვებენ, რომ სწამთ შესაძლო ერთგულება იმ სათნოებისადმი, რაც მამაკაცს მამაკაცად ხდის კარგი ქალის თვალში.
Let the boys be boys, the longer the better, and let the young men sow their wild oats if they must. But mothers, sisters, and friends may help to make the crop a small one, and keep many tares from spoiling the harvest, by believing, and showing that they believe, in the possibility of loyalty to the virtues which make men manliest in good women's eyes.
207428.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ლორის ეგონა, ჯოს სიყვარულის დასავიწყებლად დიდი ძალ-ღონე და მრავალი წელი დამჭირდებაო, მაგრამ თავისდა გასაკვირად მიხვდა, რომ ეს საქმე დღითიდღე უადვილდებოდა.
Laurie thought that the task of forgetting his love for Jo would absorb all his powers for years, but to his great surprise he discovered it grew easier every day.
207429.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ჯერ არ იჯერებდა, საკუთარ თავზე ბრაზობდა და ვერ გაეგო, რა ემართებოდა, მაგრამ ჩვენ ხომ გულები დიდად უცნაურად და წინააღმდეგობრივად გვაქვს მოწყობილი, ხოლო დრო და ბუნება ჩვენი სურვილის მიუხედავად თავისას შვრება.
He refused to believe it at first, got angry with himself, and couldn't understand it, but these hearts of ours are curious and contrary things, and time and nature work their will in spite of us.
207430.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ლორის გული აღარ სტკიოდა, ჭრილობაც ჯიუტად უშუშდებოდა, თანაც ისე სწრაფად, რომ აოგნებდა და ნაცვლად იმისა, რომ დავიწყება ეცადა, მიხვდა, გახსენებას ვცდილობო.
Laurie's heart wouldn't ache. The wound persisted in healing with a rapidity that astonished him, and instead of trying to forget, he found himself trying to remember.
207431.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
საქმის ასე შემობრუნებას არ ელოდა და არც მზად იყო ამისთვის.
He had not foreseen this turn of affairs, and was not prepared for it.
207432.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
დარჩა მხოლოდ საამური ნათელი, რომელიც ათბობდა და რგებდა, მაგრამ ხურვებას არ ჰმართებდა და იძულებული გახდა უხალისოდ გამომტყდარიყო, რომ ბიჭური ვნება ნელ-ნელა გადადიოდა შედარებით მშვიდ გრძნობაში, უაღრესად ნაზში, ჯერაც რომ ახლდა ოდნავი სევდა და წყენა, რომელიც დროთა განმავლობაში უსათუოდ გაივლიდა და დატოვებდა მხოლოდ ძმურ სიყვარულს, რომელიც ბოლომდე უცვლელი დარჩებოდა.
There was only a comfortable glow that warmed and did him good without putting him into a fever, and he was reluctantly obliged to confess that the boyish passion was slowly subsiding into a more tranquil sentiment, very tender, a little sad and resentful still, but that was sure to pass away in time, leaving a brotherly affection which would last unbroken to the end.
207433.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
„დიდი ადამიანი იყო; როცა ერთი და არ ერგო, მეორე წაიყვანა ცოლად და ბედნიერი იყო“.
"Well, he was a great man, and when he couldn't have one sister he took the other, and was happy".
207434.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ეს სიტყვები ხმამაღლა არ უთქვამს, მხოლოდ გაიფიქრა, მეორე წამს კი ძველ, პატარა ბეჭედს ეამბორა და ჩაილაპარაკა: – არა! არ დამვიწყებია და ვერც დავივიწყებ.
Laurie did not utter the words, but he thought them, and the next instant kissed the little old ring, saying to himself, "No, I won't! I haven't forgotten, I never can".
207435.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
სიტყვა არ დაუმთავრებია, სტაცა ხელი კალამსა და ფურცელს და ჯოს მისწერა, გზას ვერ ვწევივარ, სანამ ოდნავი იმედი მაინც მრჩება იმისა, რომ გადაიფიქრებ.
Leaving his sentence unfinished, he seized pen and paper and wrote to Jo, telling her that he could not settle to anything while there was the least hope of her changing her mind.
207436.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
პასუხის მოლოდინში არაფერი უკეთებია, მაგრამ ამ არაფერს ერთობ ენერგიულად აკეთებდა, რადგან მოუთმენლობის ციებ-ცხელებას ჰყავდა ატანილი.
While waiting for an answer he did nothing, but he did it energetically, for he was in a fever of impatience.
207437.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ბოლოს პასუხიც მოვიდა და ერთი რამით მაინც სრულიად დაუმშვიდა გონება: კატეგორიულად არ შეეძლო და არ უნდოდა, მთლად ბეთის მოვლა-პატრონობაში იყო ჩანთქმული და სიტყვა „სიყვარულის“ გაგონებაც კი არ სურდა.
It came at last, and settled his mind effectually on one point, for Jo decidedly couldn't and wouldn't. She was wrapped up in Beth, and never wished to hear the word love again.
207438.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ემუდარებოდა, ვინმე სხვასთან ერთად იყავი ბედნიერი. ოღონდ შენს მოყვარულ დას, ჯოსაც დაუტოვე გულში ერთი კუნჭულიო.
Then she begged him to be happy with somebody else, but always keep a little corner of his heart for his loving sister Jo.
207439.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
საწყალი პატარა გოგო! ეჭვი მაქვს, შინ დარდიანი ჩავა, – და ლორიმ საწერი მაგიდის უჯრა გამოსწია, თითქოს ემისთვის წერილის მიწერა იყო იმ ფრაზის სათანადო დასასრული, რამდენიმე კვირის წინ რომ შუაზე გაწყვიტა.
"Poor little girl, it will be a sad going home for her, I'm afraid," and Laurie opened his desk, as if writing to Amy had been the proper conclusion of the sentence left unfinished some weeks before.
207440.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
თუმცა, იმ დღეს არ მიუწერია, რადგან როცა უჯრებში იქექებოდა და საუკეთესო ფურცლებს დაეძებდა, რაღაც ისეთს წააწყდა, რომ სხვა აზრზე დადგა.
But he did not write the letter that day, for as he rummaged out his best paper, he came across something which changed his purpose.