მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207441.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
თუმცა, ცოტა ხანში წერილიც გაიგზავნა და პასუხიც მალე მოვიდა, რადგან ემის მართლაც ენატრებოდა თავისიანები და ეს ამბავი ერთობ მომხიბლავად გაამხილა.
The letter went very soon, however, and was promptly answered, for Amy was homesick, and confessed it in the most delightfully confiding manner.
207442.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ლორიმ ბიუსტები გაყიდა, თავისი ოპერით ბუხარი გააჩაღა და პარიზში გაბრუნდა იმ იმედით, რომ იქ ერთი ვინმეც მალე ჩამოვიდოდა.
Laurie sold his busts, made allumettes of his opera, and went back to Paris, hoping somebody would arrive before long.
207443.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ფრედ ვონი დაბრუნდა და ის შეკითხვა დაუსვა, რომელზეც ოდესღაც გადაწყვიტა, „ჰო“ ეპასუხა, მაგრამ ახლა „არა“ უთხრა – ალერსიანად, თუმცაღა მტკიცედ, რადგან როცა დრო მოვიდა, გამბედაობამ უმტყუნა და მიხვდა, რომ ფულსა და მდგომარეობაზე მეტი სჭირდებოდა იმ ახალი სურვილის დასაკმაყოფილებლად, რომელსაც ნაზი იმედითა და შიშით აევსო მისი გული.
Fred Vaughn had returned, and put the question to which she had once decided to answer, "Yes," but now she said, "No," kindly but steadily, for when the time came, her courage failed her, and she found that something more than money and position was needed to satisfy the new longing that filled her heart so full of tender hopes and fears.
207444.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
არ უნდოდა, ლორის უგულო, მიწიერი არსება ჰგონებოდა.
She didn't want Laurie to think her a heartless, worldly creature.
207445.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ყველა ძმას რომ ისე კარგად ექცეოდნენ, როგორც იმხანად ლორის, იმაზე ბევრად ბედნიერი არსებანი იქნებოდნენ, ვიდრე არიან.
If all brothers were treated as well as Laurie was at this period, they would be a much happier race of beings than they are.
207446.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ემი ლექციებს აღარ უკითხავდა.
Amy never lectured now.
207447.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ყველა საკითხზე რჩევას ეკითხებოდა, ყველაფერი აინტერესებდა, რასაც აკეთებდა, პატარ-პატარა მომხიბლავ საჩუქრებს უმზადებდა და კვირაში ორ, ხალისიანი მიეთ-მოეთით, დური აღსარებებითა და ადგილობრივი ლამაზი პეიზაჟების მომხიბლავი ჩანახატებით სავსე წერილს უგზავნიდა.
She asked his opinion on all subjects, she was interested in everything he did, made charming little presents for him, and sent him two letters a week, full of lively gossip, sisterly confidences, and captivating sketches of the lovely scenes about her.
207448.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
შინ დაბრუნებული თავს ბევრი ვერაფრით იწონებდა – ალბათ, ნატურას სწავლობდა, როცა საათობით იჯდა გულხელდაკრეფილი ვალროზაში ტერასაზე ან დაბნეულად გამოსახავდა ნებისმიერ ფანტაზიას, რაც გონებაში გაუელვებდა – საფლავის ქვაზე ამოტვიფრული ძალგულოვანი რაინდი იქნებოდა, ბალახში მიძინებული, თვალებზე შლაპაჩამოფხატული ყმაწვილი თუ ბრწყინვალედ მორთულ-მოკაზმული, კულულა ქალიშვილი, მაღალ-მაღალ ჯენტლმენთან ხელგაყრილი რომ მიუყვებოდა სამეჯლისო დარბაზს; მხატვრობის უახლესი მოდის მიხედვით ორივე სახე ბუნდოვნად იყო გამოსახული, რაც უხიფათო გახლდათ, მაგრამ სრულიად არადამაკმაყოფილებელი.
She never had much to show when she came home, but was studying nature, I dare say, while she sat for hours, with her hands folded, on the terrace at Valrosa, or absently sketched any fancy that occurred to her, a stalwart knight carved on a tomb, a young man asleep in the grass, with his hat over his eyes, or a curly haired girl in gorgeous array, promenading down a ballroom on the arm of a tall gentleman, both faces being left a blur according to the last fashion in art, which was safe but not altogether satisfactory.
207449.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ბიცოლას ეგონა, ფრედისთვის ნათქვამ უარს განიცდისო და ემიმ, რაკი შეპასუხება უსარგებლოდ მიიჩნია, ხოლო ახსნა-განმარტება შეუძლებლად, ბიცოლა ნებაზე მიუშვა, რაც უნდა, ის ეგონოსო, ოღონდ იმაზე კი იზრუნა, რომ ლორის გაეგო, ფრედი ეგვიპტეში წავიდაო.
Her aunt thought that she regretted her answer to Fred, and finding denials useless and explanations impossible, Amy left her to think what she liked, taking care that Laurie should know that Fred had gone to Egypt.
207450.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
გამოვლილი მაქვს ეგ ამბავი და შემიძლია თანავუგრძნო.
I've been through it all, and I can sympathize.
207451.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ამ სიტყვებს ღრმა ოხვრა ამოაყოლა, მერე კი, თითქოს წარსულის ვალი მოიხადაო, ფეხები დივანზე შემოალაგა და დიდი სიამით განაგრძო ემის წერილის კითხვა.
With that he heaved a great sigh, and then, as if he had discharged his duty to the past, put his feet up on the sofa and enjoyed Amy's letter luxuriously.
207452.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ამ ამბავს მედგრად დაუხვდა და უდრტვინველად დაემორჩილა ოჯახის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ მოგზაურობა არ შეეწყვიტა: ბეთთან გამოთხოვება უკვე დაგვიანებული იყო, ამიტომაც ჯობდა დარჩენილიყო და დარდი სიშორით დაეცხრო.
She bore it very well, and quietly submitted to the family decree that she should not shorten her visit, for since it was too late to say goodbye to Beth, she had better stay, and let absence soften her sorrow.
207453.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
თუმცა, გულზე დიდი სიმძიმე აწვა, შინ ყოფნა ენატრებოდა და ყოველ ცისმარე დღეს სევდიანად გაჰყურებდა ტბას, ლორის ჩამოსვლასა და ნუგეშისცემას ელოდა.
But her heart was very heavy, she longed to be at home, and every day looked wistfully across the lake, waiting for Laurie to come and comfort her.
207454.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
წაიკითხა თუ არა, მაშინვე ჩაალაგა ჩემოდანი, გამოემშვიდობა თანამგზავრებს და სიხარულითა და დარდით, იმედითა და მღელვარებით სავსე გულით გაეშურა დაპირების შესასრულებლად.
The moment he read it, he packed his knapsack, bade adieu to his fellow pedestrians, and was off to keep his promise, with a heart full of joy and sorrow, hope and suspense.
207455.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ვევეს კარგად იცნობდა და მიადგა თუ არა ნავი პატარა ნავმისადგომს, მაშინვე სწრაფი ნაბიჯით გაუყვა სანაპიროს „ლა ტურისკენ“ სადაც კეროლები en pension ცხოვრობდნენ.
He knew Vevay well, and as soon as the boat touched the little quay, he hurried along the shore to La Tour, where the Carrols were living en pension.
207456.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
იმ დღეს თავი ხელზე ჩამოეყრდნო, იჯდა სახლის მონატრებით გულდამძიმებული და თვალგაშტერებული, ბეთზე ფიქრობდა და უკვირდა, ლორი რატომ არ მოდისო.
She was sitting here that day, leaning her head on her hand, with a homesick heart and heavy eyes, thinking of Beth and wondering why Laurie did not come.
207457.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
არ გაუგონია, როგორ გადმოიარა ეზო და არც ის დაუნახავს, როგორ გაჩერდა თაღქვეშ, რომელიც ბაღში შემოსასვლელ ფარულ ბილიკს აბოლოებდა.
She did not hear him cross the courtyard beyond, nor see him pause in the archway that led from the subterranean path into the garden.
207458.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ასე იდგა ერთ წუთს, ახალი თვალით უცქერდა ემის და იმას ხედავდა, რაც წინათ არავის დაუნახავს – მისი ხასიათის სათუთ მხარეს.
He stood a minute looking at her with new eyes, seeing what no one had ever seen before, the tender side of Amy's character.
207459.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ემის იერში ყველაფერი სიყვარულსა და დარდზე მიანიშნებდა: კალთაში ჩალაგებული, ცრემლით დალაქავებული წერილები, შავი ლენტით შეკრული თმა, სახეზე აღბეჭდილი ქალური ტკივილი და მოთმინება, ყელზე ჩამოკიდებული აბანოზის ხის პატარა ჯვარმაც კი გული აუჩუყა ლორის, რადგან მისი ნაჩუქარი იყო და ახლა ემის ერთადერთ სამკაულად ეკიდა.
Everything about her mutely suggested love and sorrow, the blotted letters in her lap, the black ribbon that tied up her hair, the womanly pain and patience in her face, even the little ebony cross at her throat seemed pathetic to Laurie, for he had given it to her, and she wore it as her only ornament.
207460.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
თუ რაიმე ეჭვი ჰქონდა, როგორ დამიხვდებაო, იმწამსვე გაუქრა, რაწამს ემიმ აიხედა და დაინახა, რადგან ისე წამოფრინდა, ყველაფერი დაუცვივდა, გაექანა მისკენ და დაუფარავი სიყვარულითა და ნდომით შესძახა:
If he had any doubts about the reception she would give him, they were set at rest the minute she looked up and saw him, for dropping everything, she ran to him, exclaiming in a tone of unmistakable love and longing...