მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207461.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
– ოჰ, ლორი, ლორი, ვიცოდი, რომ ჩამოხვიდოდი!
"Oh, Laurie, Laurie, I knew you'd come to me!"
207462.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
მგონი, ყველაფერი მაშინ ითქვა და გადაწყდა, როცა ცოტა ხანს ხმაამოუღებლად იდგნენ ერთად, შავთმიანი თავი ისე დახრილიყო ქერათმიანი თავისკენ, თითქოს უნდა დაიცვასო.
I think everything was said and settled then, for as they stood together quite silent for a moment, with the dark head bent down protectingly over the light one.
207463.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ემიმ იგრძნო, რომ ვერავინ ანუგეშებდა და ამოუდგებოდა მხარში ისე, როგორ ლორი, ხოლო ლორიმ გადაწყვიტა, ემია ერთადერთი ქალი დედამიწის ზურგზე, რომელსაც შეუძლია ჯოს ადგილი დაიჭიროს და გამაბედნიეროსო.
Amy felt that no one could comfort and sustain her so well as Laurie, and Laurie decided that Amy was the only woman in the world who could fill Jo's place and make him happy.
207464.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
გვერდით რომ მიუჯდა, ემიმ ისევ დაირცხვინა და თავისი მხურვალე შეგებების გახსენებაზე ყაყაჩოსავით გაწითლდა.
As he sat down beside her, Amy felt shy again, and turned rosy red at the recollection of her impulsive greeting.
207465.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
– თავი ვერ შევიკავე; მარტოსული და დაღონებული ვიყავი და შენმა დანახვამ ძალიან გამახარა.
I couldn't help it, I felt so lonely and sad, and was so very glad to see you.
207466.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
რა სიურპრიზი იყო: ავიხედე და დაგინახე, თან ზუსტად მაშინ, როცა უკვე, ლამის იყო, შევშინდი, აღარ მოვა-მეთქი, – ამაოდ სცადა ემიმ, ბუნებრივად ელაპარაკა.
"It was such a surprise to look up and find you, just as I was beginning to fear you wouldn't come," she said, trying in vain to speak quite naturally.
207467.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
– გავიგე თუ არა, მაშინვე წამოვედი. შემეძლოს მაინც, რამე ისეთი გითხრა, რომ პატარა, საყვარელი ბეთის დამკარგავი განუგეშო, მაგრამ მხოლოდ განვიცდი და...
"I came the minute I heard. I wish I could say something to comfort you for the loss of dear little Beth, but I can only feel, and..."
207468.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
– ვეღარ გააგრძელა, რადგან უეცრად თვითონაც დაირცხვინა და აღარ იცოდა, რა ეთქვა.
He could not get any further, for he too turned bashful all of a sudden, and did not quite know what to say.
207469.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
უნდოდა, ემის თავი მხარზე მიეყრდნო, რომ იმას ტირილით გული ეჯერებინა, მაგრამ ვერ გაბედა, მხოლოდ ხელი ჩაჰკიდა და თანაგრძნობით მოუჭირა, რაც ყველანაირ სიტყვას სჯობდა.
He longed to lay Amy's head down on his shoulder, and tell her to have a good cry, but he did not dare, so took her hand instead, and gave it a sympathetic squeeze that was better than words.
207470.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
– ნურაფერს იტყვი, – ნაზად უთხრა იმან, – ბეთი კარგად და ბედნიერად არის და არ უნდა ვინატრო, ნეტავი დაბრუნდეს-მეთქი, ოღონდ შინ ჩასვლა მეშინია, რაგინდ ძალიან მინდოდეს ჩვენების ნახვა.
"You needn't say anything, this comforts me," she said softly. "Beth is well and happy, and I mustn't wish her back, but I dread the going home, much as I long to see them all".
207471.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
მოდი, ახლა ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, თორემ ვიტირებ, მე კი მინდა, სანამ აქ იქნები, შენთან ყოფნით დავტკბე.
We won't talk about it now, for it makes me cry, and I want to enjoy you while you stay.
207472.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ახლავე ხომ არ ხარ წასასვლელი?
You needn't go right back, need you?
207473.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ბიცოლა და ფლო ძალიან კარგად მექცევიან, მაგრამ შენ ოჯახის წევრივით ხარ და ძალიან მესიამოვნება, თუკი ცოტა ხანს დარჩები.
Aunt and Flo are very kind, but you seem like one of the family, and it would be so comfortable to have you for a little while.
207474.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ფეხზე მდგარი უფრო თამამად იყო, ემის კი სიამოვნებდა, რომ ღონიერ მკლავს ეყრდნობოდა, ნაცნობი სახე უღიმოდა და ალერსიანი ხმა ესმოდა, რომელიც მხოლოდ მისთვის ლაპარაკობდა ასე მომაჯადოებლად.
He felt more at ease upon his legs, and Amy found it pleasant to have a strong arm to lean upon, a familiar face to smile at her, and a kind voice to talk delightfully for her alone.
207475.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ბებერ, წყნარ ბაღს არაერთი შეყვარებული წყვილი შეუფარებია და თითქოს საგანგებოდ მათთვის იყო შექმნილი – მზიანი და განმარტოებული.
The quaint old garden had sheltered many pairs of lovers, and seemed expressly made for them, so sunny and secluded was it.
207476.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
დაინახა თუ არა მისის კეროლმა ქალიშვილის შეცვლილი სახე, მაშინვე გაუნათდა გონება და გულში წამოიძახა: „ახლა კი ყველაფერს მივხვდი: ბავშვი თურმე ახალგაზრდა ლორენსისთვის დნება.
The moment Mrs. Carrol saw the girl's altered face, she was illuminated with a new idea, and exclaimed to herself, "Now I understand it all—the child has been pining for young Laurence".
207477.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ემი სანიმუშოდ დამჯერი გახლდათ და რაკი ბიცოლას ფლო ჰყავდა მისახედი და არ ეცალა, მეგობრის გართობა თვითონ იკისრა და ჩვეულებრივზე მეტი წარმატებითაც შეასრულა.
Amy was a model of docility, and as her aunt was a good deal occupied with Flo, she was left to entertain her friend, and did it with more than her usual success.
207478.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
ამბობდა, ეს ცვლილება ჰავამ ქნაო, ისიც არ ეწინააღმდეგებოდა და უხაროდა, ჩემი გამოკეთებისა და გამოხალისების მიზეზიც ჰავა ყოფილაო.
He said the change was owing to the climate, and she did not contradict him, being glad of a like excuse for her own recovered health and spirits.
207479.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
იქ, მარადიულ მთებში, თითქოს უფრო ნათლად აღიქვეს ცხოვრება და მოვალეობა.
They seemed to get clearer views of life and duty up there among the everlasting hills.
207480.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 18
გრილმა ქარებმა წარსტაცეს დამაღონებელი ეჭვები, ცრუ ფანტაზიები და პირქუში ნისლები.
The fresh winds blew away desponding doubts, delusive fancies, and moody mists.