მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207501.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ის ხომ ემიზე მეტად ცდილობდა, კარგი ყოფილიყო, არადა, არანაირი ჯილდო არ რგებია – მხოლოდ იმედგაცრუება, დარდი და მძიმე შრომა.
She tried more than Amy to be good, but never got any reward, only disappointment, trouble and hard work.
207502.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
მაგრამ ვიღაც მაინც მოვიდა და უშველა, თუმცა ჯომ მაშინვე ვერ იცნო თავისი კეთილი ანგელოზები, რადგან ნაცნობი ხატება მიეღოთ და საბრალო კაცთათვის შესაფერის, უბრალო თილისმებს იყენებდნენ.
But someone did come and help her, though Jo did not recognize her good angels at once because they wore familiar shapes and used the simple spells best fitted to poor humanity.
207503.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ეს იყო წმინდა წამები ღამის სიჩუმეში, როცა გული გულს ესაუბრებოდა და დარდს სიკეთედ აქცევდა, ვარამს ანელებდა და სიყვარულს ამყარებდა.
Sacred moments, when heart talked to heart in the silence of the night, turning affliction to a blessing, which chastened grief and strengthned love.
207504.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ამის მიმხვდომ და დედას ჩახუტებულ ჯოს ამ თავშესაფრიდან ტვირთი თითქოს სატარებლად უფრო მსუბუქი ეჩვენებოდა, მოვალეობა – უფრო ტკბილი, ხოლო ცხოვრება – უფრო ასატანი.
Feeling this, Jo's burden seemed easier to bear, duty grew sweeter, and life looked more endurable, seen from the safe shelter of her mother's arms.
207505.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
როცა ტანჯული გული ცოტა დამშვიდდა, აფორიაქებულმა გონებამაც იპოვა საშველი, ერთ დღეს ჯო კაბინეტში შევიდა, დაიხარა კეთილი, ჭაღარა ადამიანისკენ, რომელმაც აიხედა, რათა წყნარი ღიმილით შეგებებოდა და მორიდებით უთხრა:
When aching heart was a little comforted, troubled mind likewise found help, for one day she went to the study, and leaning over the good gray head lifted to welcome her with a tranquil smile, she said very humbly.
207506.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
– მამა, მელაპარაკე, როგორც ბეთს ელაპარაკებოდი. მე უფრო მჭირდება, ვიდრე იმას სჭირდებოდა, იმიტომ რომ მთლად გზააბნეული ვარ.
"Father, talk to me as you did to Beth. I need it more than she did, for I'm all wrong".
207507.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
– ჩემო კარგო, მაგაზე უფრო ვერაფერი მანუგეშებს, – ხმა აუკანკალდა მას და ორივე ხელი მოხვია, თითქოს თვითონაც სჭირდებოდა მხარდაჭერა და თხოვნა არ ერცხვინებოდა.
"My dear, nothing can comfort me like this," he answered, with a falter in his voice, and both arms round her, as if he too, needed help, and did not fear to ask for it.
207508.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ეს იყო ბედნიერი, ფიქრიანი საათები, გატარებული ძველ კაბინეტში, რომელსაც ჯო „ერთკაციანი მრევლის ეკლესიას“ ეძახდა და საიდანაც გამბედაობაშემატებული, გახალისებული და შედარებით დამცხრალი გამოდიოდა.
Happy, thoughtful times there in the old study which Jo called "the church of one member", and from which she came with fresh courage, recovered cheerfulness, and a more submissive spirit.
207509.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
მშობლები, რომელთაც ერთ შვილს ასწავლეს, რომ სიკვდილს უშიშრად უნდა დახვედროდა, ახლა ცდილობდნენ, მეორისთვის ესწავლებინათ, რომ სევდა-ნაღვლისა და უნდობლობის გარეშე უნდა შერიგებოდა ცხოვრებას და მადლიერად და უნარიანად გამოეყენებინა მისგან ნაბოძები მშვენიერი შესაძლებლობები.
For the parents who had taught one child to meet death without fear, were trying now to teach another to accept life without despondency or distrust, and to use its beautiful opportunities with gratitude and power.
207510.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
სხვა საშველიც ჰქონდა ჯოს – უბრალო, და სასიკეთო გარჯა-სიამენი, რომელთაც არ უუარიათ მისი მსახურება და რომელთა დანახვა-დაფასებასაც ნელ-ნელა სწავლობდა.
Other helps had Jo—humble, wholesome duties and delights that would not be denied their part in serving her, and which she slowly learned to see and value.
207511.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
როცა ჯო დალაგების დროს ხმარობდა, ამჩნევდა, რომ თვითონაც იმ სიმღერებს ღიღინებდა, ბეთი, რომ მღეროდა ხოლმე, ბეთს ბაძავდა სიფაქიზეში და აქაიქ პატარ-პატარა შტრიხებს ამატებდა, რომლებიც სუფთა და მყუდრო გარემოს ქმნიდა; ეს პირველი ნაბიჯი იყო სახლ-კარის გაბედნიერებისკენ, თუმცა თვითონ ვერ ხვდებოდა ამას, სანამ ჰანამ მოწონებით არ მოუჭირა ხელზე ხელი და არ უთხრა:
As she used them, Jo found herself humming the songs Beth used to hum, imitating Beth's orderly ways, and giving the little touches here and there that kept everything fresh and cozy, which was the first step toward making home happy, though she didn't know it till Hannah said with an approving squeeze of the hand...
207512.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
როცა ისხდნენ ხოლმე და კერავდნენ, ჯო ამჩნევდა, რამდენად უკეთესობისკენ წავიდა მეგი, რამდენად უფრო კარგად ლაპარაკობდა, რამდენად ბევრი ესმოდა დადებითი ქალური მისწრაფებების, აზრებისა და გრძნობებისა, რა ბედნიერი იყო ქმარ-შვილში და რამდენად ბევრს ნიშნავდნენ ერთმანეთისთვის.
As they sat sewing together, Jo discovered how much improved Meg was, how well she could talk, how much she knew about good, womanly impulses, thoughts, and feelings, how happy she was in husband and children, and how much they were all doing for each other.
207513.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
– ქორწინება მაინც მშვენიერია რამეა.
"Marriage is an excellent thing, after all.
207514.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
შენ როგორც გაიფურჩქნე, ნეტავი მეც თუ ისე გავიფურჩქნებოდი, ნახევრად მაინც, რომ მეცადა? მუდამ „გრვძნობდი“, მოვახერხებ-მეთქი, – ამბობდა ჯო და არეულ-დარეულ საბავშვო ოთახში დემის ფრანს უკეთებდა.
"I wonder if I should blossom out half as well as you have, if I tried it?, always 'perwisin' I could," said Jo, as she constructed a kite for Demi in the topsy-turvy nursery.
207515.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
– სწორედ ეგ გჭირდება, ჯო, რომ შენი ხასიათის ნაზი, ქალური მხარე გამოავლინო.
It's just what you need to bring out the tender womanly half of your nature, Jo.
207516.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ერთ დღესაც გაგიხსნის სიყვარული გულს და ეკლიანი ნაჭუჭიც მოგშორდება.
Love will make you show your heart one day, and then the rough burr will fall off.
207517.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
– წაბლი ყინვამ უნდა გადახსნას, მემ, და თუ გინდა, რომ ჩამოვარდეს, ხე კარგად უნდა შეაჯანჯღარო.
Frost opens chestnut burrs, ma'am, and it takes a good shake to bring them down.
207518.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
მეგს გაეცინა: უხაროდა, ჯოს ისევ რომ გამოუკრთებოდა ხოლმე ძველი ხასიათის ნაპერწკლები, მაგრამ თავი მაინც ვალდებულად ჩათვალა, ყველა იმ საბუთით გაემაგრებინა ზემოთქმული, რაც ხელთ ჰქონდა, და დების მასლაათს ამაოდ არ ჩაუვლია, მეტადრე იმიტომ, რომ მეგის ორი ყველაზე დამაჯერებელი საბუთი მისი ორი შვილი გახლდათ, რომლებიც ჯოს გულით უყვარდა.
Meg laughed, for she was glad to see a glimmer of Jo's old spirit, but she felt it her duty to enforce her opinion by every argument in her power, and the sisterly chats were not wasted, especially as two of Meg's most effective arguments were the babies, whom Jo loved tenderly.
207519.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ცოტა მეტი მზე და – წაბლიც დამწიფდება, მერე კი ვინმე მოუთმენელი ბიჭი კი არ დაარხევს ხეს, არამედ მამაკაცის ხელი ასწვდება წაბლს და ნაზად ამოიღებს ნაჭუჭიდან საღ და ტკბილ ნაყოფს.
A little more sunshine to ripen the nut, then, not a boy's impatient shake, but a man's hand reached up to pick it gently from the burr, and find the kernal sound and sweet.
207520.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ეს რომ ეეჭვა, უფრო გამოიკეტებოდა ნაჭუჭში და უფრო მეტად გამოისხამდა ეკლებს, მაგრამ ბედად, ამაზე არც უფიქრია და დრო რომ მოვიდა, მშვიდობიანად ჩამოვარდა.
If she suspected this, she would have shut up tight, and been more prickly than ever, fortunately she wasn't thinking about herself, so when the time came, down she dropped.