მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207521.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
მაგრამ ჯო გმირი კი არა, ასობით სხვა მისნაირის მსგავსად, მხოლოდ ცუდ დღეში ჩავარდნილი გოგო გახლდათ და, გუნება-განწყობის შესაბამისად, ხან სევდიანი იყო, ხან – ბრაზიანი, ხან უხალისო და ხანაც – ენერგიული.
But, you see, Jo wasn't a heroine, she was only a struggling human girl like hundreds of others, and she just acted out her nature, being sad, cross, listless, or energetic, as the mood suggested.
207522.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
სათქმელად ძალზე კეთილშობილურია, სათნონი ვიქნებითო, მაგრამ ეს საქმე მაშინვე ვერ გამოგვდის: ხანგრძლივი, დაძაბული, ერთობლივი მოწადინება გვჭირდება, სანამ ზოგი ჩვენგანი მაინც შედგამდეს ფეხს სწორ გზაზე.
It's highly virtuous to say we'll be good, but we can't do it all at once, and it takes a long pull, a strong pull, and a pull all together before some of us even get our feet set in the right way.
207523.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
და თუკი ამ საქმისთვის სიდიადის შესამატებლად სიძნელეები იყო საჭირო, რა უნდა ყოფილიყო იმაზე ძნელი მეამბოხე, პატივმოყვარე გოგოსთვის, ვიდრე იმედებზე, გეგმებსა და სურვილებზე უარის თქმა და სხვებისთვის სიცოცხლე, თანაც, სიხარულით?
And if difficulties were necessary to increase the splendor of the effort, what could be harder for a restless, ambitious girl than to give up her own hopes, plans, and desires, and cheerfully live for others?
207524.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
გადაწყვიტა, ვცდიო და პირველი მცდელობისას ის საშველი იპოვა, ზემოთ რომ ვახსენე.
She decided that she would try, and in her first attempt she found the helps I have suggested.
207525.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
სხვა საშველიც მიეცა და თანახმა გახდა მიეღო, ოღონდ არა ჯილდოდ, არამედ ნუგეშად – როგორც ქრისტიანმა იგემა იმ პატარა ხის ნაყოფი, რომლის ქვეშაც დაისვენა „სიძნელედ“ წოდებულ აღმართზე ასულმა.
Still another was given her, and she took it, not as a reward, but as a comfort, as Christian took the refreshment afforded by the little arbor where he rested, as he climbed the hill called Difficulty.
207526.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
– რატომ არ წერ? წერა ხომ მუდამ გახარებდა, – უთხრა დედამ ერთ დღესაც, როცა ჯოს გულგატეხილობა მოერია და დანაღვლიანდა.
"Why don't you write? That always used to make you happy," said her mother once, when the desponding fit over-shadowed Jo.
207527.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
– წერის ხალისი არა მაქვს და რომც მქონდეს, ვის აინტერესებს?
"I've no heart to write, and if I had, nobody cares."
207528.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
– ჩვენ დაგვიწერე რამე და დანარჩენი მსოფლიოს დარდს ნუ გასწევ.
Write something for us, and never mind the rest of the world.
207529.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
სცადე, ძვირფასო, დარწმუნებული ვარ, შენც გარგებს და ჩვენც გაგვახარებს.
Try it, dear. I'm sure it would do you good, and please us very much.
207530.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
– არა მგონია, მოვახერხო, – მაგრამ ჯომ მაინც გამოაღო თავისი მაგიდა და დაუმთავრებელ ხელნაწერებს ჩაუკირკიტდა.
"Don't believe I can." But Jo got out her desk and began to overhaul her half-finished manuscripts.
207531.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ერთი საათის შემდეგ დედამ შეიხედა და ჯო ისევ იქ დაუხვდა, გამალებული წერდა შავ წინსაფარაფარებული და სახეზე ეტყობოდა, მუშაობას გაეტაცა, მისის მარჩს გაეღიმა და უჩუმრად წავიდა, კმაყოფილი, რომ მისმა წინადადებამ გაამართლა.
An hour afterward her mother peeped in and there she was, scratching away, with her black pinafore on, and an absorbed expression, Mrs. March smiled and slip away, well pleased with the success of her suggestion.
207532.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ჯომ არ იცოდა, როგორ და რაგვარად მოახერხა, მაგრამ იმ ახალ მოთხრობას რაღაც ისეთი ახლდა, რაც წამკითხველს პირდაპირ გულში სწვდებოდა, და როცა ოჯახმა სიცილ-ტირილით გული იჯერა, მამამ, ლამის მისი სურვილის წინააღმდეგ, ერთ პოპულარულ ჟურნალს გაუგზავნა, სადაც, ჯოს განსაცვიფრებლად, არა მხოლოდ ჰონორარი გადაუხადეს, არამედ კიდევ დაუკვეთეს მოთხრობები.
Jo never knew how it happened, but something got into that story that went straight to the hearts of those who read it, for when her family had laughed and cried over it, her father sent it, much against her will, to one of the popular magazines, and to her utter surprise, it was not only paid for, but others requested.
207533.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
პატარა მოთხრობისთვის ეს დიდი წარმატება იყო და ჯო იმაზე უფრო გაოცებული დარჩა, ვიდრე მაშინ, როცა რომანს ერთდროულად უქებდნენ და უძაგებდნენ.
For a small thing it was a great success, and Jo was more astonished than when her novel was commended and condemned all at once.
207534.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
– ვერ გამიგია. რა უნდა იყოს ისეთი ამ ერთი ციდა მოთხრობაში, რომ ხალხი ასე აქებს და ადიდებს? – გაოგნებული ამბობდა ის.
"I don't understand it. What can there be in a simple little story like that to make people praise it so?" she said, quite bewildered.
207535.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
წერის დროს არც სახელ-დიდებაზე გიფიქრია და არც – ფულზე, სამაგიეროდ, შიგ გული ჩააყოლე, შვილო.
You wrote with no thoughts of fame and money, and put your heart into it, my daughter.
207536.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ჯერ სიმწარე იგემე, ახლა კი სიტკბო მოდის.
You have had the bitter, now comes the sweet.
207537.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ცდას ნუ დააკლებ და შენც ისე გაბედნიერდები, როგორც ჩვენ გაგვაბედნიერა შენმა წარმატებამ.
Do your best, and grow as happy as we are in your success.
207538.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
– თუ ჩემს ნაწერში რამე კარგი და ნამდვილია, ჩემი კი არა, შენი, დედას და ბეთის დამსახურებაა, – ჯო იმაზე მეტად შეძრა მამის სიტყვებმა, ვიდრე მთელი მსოფლიოს ქებათაქება შეძრავდა.
"If there is anything good or true in what I write, it isn't mine. I owe it all to you and Mother and Beth," said Jo, more touched by her father's words than by any amount of praise from the world.
207539.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ასე წერდა თავის პატარ-პატარა მოთხრობებს სიყვარულითა და დარდით განსწავლული ჯო და გზავნიდა, რათა იმათ თავისთვისაც ეპოვათ მეგობრები და მისთვისაც; ქვეყანაც მოწყალე გამოდგა ამ უბრალო მოგზაურთათვის: გულითადად ეგებებოდა და ისინიც ნუგეშისმცემელ ნობათებს უგზავნიდნენ ჯოს, როგორც დედას – პატივისმცემელი შვილები, რომელთაც ბედმა გაუღიმა.
So taught by love and sorrow, Jo wrote her little stories, and sent them away to make friends for themselves and her, finding it a very charitable world to such humble wanderers, for they were kindly welcomed, and sent home comfortable tokens to their mother, like dutiful children whom good fortune overtakes.
207540.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
როცა ემიმ და ლორიმ მოიწერეს, დავინიშნეთო, მისის მარჩი შეშინდა, ჯოს, ალბათ, გაუჭირდება, რომ ამ ამბით გაიხაროსო, თუმცა შიშმა მალევე გაუარა, რადგან ჯო ერთი მოღრუბლვა კი მოიღრუბლა, მაგრამ სიახლეს მაინც წყნარად შეხვდა და სანამ წერილს ორჯერ გადაიკითხავდა, მოასწრო და „ბავშვების“ სამომავლო გეგმებითა და იმედებით აივსო.
When Amy and Laurie wrote of their engagement, Mrs. March feared that Jo would find it difficult to rejoice over it, but her fears were soon set at rest, for though Jo looked grave at first, she took it very quietly, and was full of hopes and plans for "the children" before she read the letter twice.