მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207561.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ისევ აფორიაქდა და წინანდელი გრძნობა შემოაწვა – არა ისეთი მწარე, როგორც ძველად, მაგრამ სევდანარევი, დაუცხრომელი გაკვირვება: რატომ უნდა ერგოს ერთ დას ყველაფერი, რასაც ითხოვდა, მეორეს კი – არაფერი?
A restless spirit possessed her, and the old feeling came again, not bitter as it once was, but a sorrowfully patient wonder why one sister should have all she asked, the other nothing.
207562.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
სხვენზე, სადაც ჯოს მშფოთვარე ხეტიალი დასრულდა, მწკრივად იდგა ხის ოთხი მომცრო ყუთი, თითოეულს პატრონის სახელი ეწერა და სავსე იყო უკვე სამუდამოდ დასრულებული ბავშვობისა და სიყმაწვილის რელიკვიებით.
Up in the garret, where Jo's unquiet wanderings ended stood four little wooden chests in a row, each marked with its owners name, and each filled with relics of the childhood and girlhood ended now for all.
207563.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ჯომ ჩახედა და თავის ყუთამდე რომ მივიდა, ნიკაპი კიდეზე ჩამოაყრდნო და დაბნეულად დააცქერდა არეულ-დარეულ კოლექციას, სანამ ძველი რვეულების კონამ არ მოსტაცა თვალი.
Jo glanced into them, and when she came to her own, leaned her chin on the edge, and stared absently at the chaotic collection, till a bundle of old exercise books caught her eye.
207564.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ამოიღო, გადაფურცლა და კეთილი მისის კირკეს სახლში გატარებული ის საამური ზამთარი გაახსენდა.
She drew them out, turned them over, and relived that pleasant winter at kind Mrs. Kirke's.
207565.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ჯერ ეღიმებოდა, მერე ჩაფიქრდა, მერე დაღონდა და როცა პროფესორის ხელით დაწერილ პატარა ბარათამდე მივიდა, ტუჩები აუკანკალდა, რვეულები კალთიდან გადაუსრიალდა და ისე დააცქერდა ნაწერს, თითქოს იმ მეგობრულმა სიტყვებმა ახალი აზრი შეიძინეს და გულის ნაზ კუნჭულს შეეხნენო.
She had smiled at first, then she looked thoughtful, next sad, and when she came to a little message written in the Professor's hand, her lips began to tremble, the books slid out of her lap, and she sat looking at the friendly words, as they took a new meaning, and touched a tender spot in her heart.
207566.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
„დამელოდეთ, ჩემო მეგობარო. შეიძლება ცოტა დამაგვიანდეს, მაგრამ ჩამოსვლით უსათუოდ ჩამოვალ“.
"Wait for me, my friend. I may be a little late, but I shall surely come".
207567.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
რა კეთილია, რა კარგი, მუდამ რა მოთმინებით მექცევა ჩემი კარგი ფრიცი!
So kind, so good, so patient with me always, my dear old Fritz.
207568.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
როცა გვერდით მყავდა, რის ღირსიც იყო, იმის ნახევრადაც არ ვაფასებდი, ახლა კი როგორ გამიხარდებოდა მისი ნახვა, როცა თითქოს ყველამ მიმატოვა და მარტოდმარტო დავრჩი.
I didn't value him half enough when I had him, but now how I should love to see him, for everyone seems going away from me, and I'm all alone.
207569.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ისე მოუჭირა ხელი პატარა ბარათს, თითქოს ის ბარათი დაპირება იყო და უნდა შესრულებულიყო, მერე კი ჯომ დაადო თავი ქსოვილის ნაკუწებით გამოტენილ პარკს და ატირდა, თითქოს სახურავზე მოწკაპუნე წვიმას გაეპასუხაო.
And holding the little paper fast, as if it were a promise yet to be fulfilled, Jo laid her head down on a comfortable rag bag, and cried, as if in opposition to the rain pattering on the roof.
207570.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
თავი შეეცოდა, მარტოობა შემოაწვა თუ გუნება წაუხდა? ან იქნებ გრძნობა გაეღვიძა, რომელიც ისევე მოთმინებით ელოდა თავის დროს, როგორც მისი წამოქმნის მიზეზი?
Was it all self-pity, loneliness, or low spirits? Or was it the waking up of a sentiment which had bided its time as patiently as its inspirer?
207571.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ჯო მარტოდმარტო იყო ბინდბუნდში, მიწოლილიყო ძველ დივანზე, უყურებდა ცეცხლს და ფიქრობდა.
Jo was alone in the twilight, lying on the old sofa, looking at the fire, and thinking.
207572.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ხელს არავინ უშლიდა, ისიც დაწვებოდა ბეთის წითელ ყურთბალიშზე და მოთხრობებს თხზავდა, ოცნებობდა ან ალერსიანად ფიქრობდა დაზე, რომელიც არასოდეს ეჩვენებოდა შორს წასული.
No one disturbed her, and she used to lie there on Beth's little red pillow, planning stories, dreaming dreams, or thinking tender thoughts of the sister who never seemed far away.
207573.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
სახე დაღლილი ჰქონდა, სერიოზული და სევდიანი, რადგან მეორე დღეს მისი დაბადების დღე იყო და ფიქრობდა, როგორ გაიფრინეს წლებმა, როგორ ვბერდები და რა ცოტა მოვასწარიო.
Her face looked tired, grave, and rather sad, for tomorrow was her birthday, and she was thinking how fast the years went by, how old she was getting, and how little she seemed to have accomplished.
207574.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ლამის ოცდახუთი წლისაა და თავს ვერაფრით მოიწონებს.
Almost twenty-five, and nothing to show for it.
207575.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
თავმოსაწონი ბევრი ჰქონდა; ამას თანდათან მიხვდა და მადლობელიც დარჩა.
There was a good deal to show, and by-and-by she saw, and was grateful for it.
207576.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ოცდაათისა კი ამაზე თქმით აღარაფერს ამბობს, მაგრამ უკვე შეგუებულია ამ ამბავს და თუ ჭკუა ჰყოფნის, იმით ინუგეშებს თავს, რომ წინ კიდევ ოცი ვარგისი, ბედნიერი წელი აქვს, რომლის განმავლობაში შეუძლია, ლამაზად დაბერების ხელოვნება ისწავლოს.
At thirty they say nothing about it, but quietly accept the fact, and if sensible, console themselves by remembering that they have twenty more useful, happy years, in which they may be learning to grow old gracefully.
207577.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ნუ დასცინებთ შინაბერებს, საყვარელო გოგონებო, რადგან სადა კაბის ქვეშ მშვიდად მფეთქავი გული ხშირად ძალიანაც ნაზ და ტრაგიკულ რომანს მალავს, ხოლო იდუმალ მსხვერპლად გაღებული სიყმაწვილე, ჯანმრთელობა, მისწრაფება და თავად სიყვარული ღვთის თვალში სილამაზეს ანიჭებს მის ჭკნობაშეპარულ სახეს.
Don't laugh at the spinsters, dear girls, for often very tender, tragic romances are hidden away in the hearts that beat so quietly under the sober gowns, and many silent sacrifices of youth, health, ambition, love itself, make the faded faces beautiful in God's sight.
207578.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
სევდიან, ბუზღუნა დებსაც კი კეთილად უნდა მოექცეთ – თუ სხვა მიზეზით არა, იმიტომ მაინც, რომ მათ არ ერგოთ ის, რაც ამქვეყნად უტკბესია.
Even the sad, sour sisters should be kindly dealt with, because they have missed the sweetest part of life, if for no other reason.
207579.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ჯენტლმენებო ანუ ყმაწვილებო, თავაზიანად მოექეცით შინაბერებს, რაგინდ ღარიბნი, შეუხედავნი და ცივნი იყვნენ, რადგან თუკი რამედ გიღირთ თქვენი რაინდობა, მუდამ მზად უნდა იყოთ, პატივი მიაგოთ მოხუცს, დაიცვათ სუსტი და ემსახუროთ ქალს მიუხედავად მდგომარეობისა, ასაკისა თუ კანის ფერისა.
Gentlemen, which means boys, be courteous to the old maids, no matter how poor and plain and prim, for the only chivalry worth having is that which is the readiest to pay deference to the old, protect the feeble, and serve womankind, regardless of rank, age, or color.
207580.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ჯოს, ეტყობა, ჩაეძინა (ისე, როგორც, ალბათ, ჩემს მკითხველს – ამ მცირე ქადაგებისას), რადგან ერთბაშად თითქოსდა ლორის აჩრდილი აესვეტა წინ – მკვრივი, ცოცხალივით აჩრდილი, რომელიც მისკენ დაიხარა სწორედ იმ იერით, რომელიც მაშინ დაედებოდა ხოლმე ლორის, როცა გრძნობა მოერეოდა და არ უნდოდა, ეს გრძნობა დასტყობოდა.
Jo must have fallen asleep (as I dare say my reader has during this little homily), for suddenly Laurie's ghost seemed to stand before her, a substantial, lifelike ghost, leaning over her with the very look he used to wear when he felt a good deal and didn't like to show it.