მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207581.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
მაშინ კი იცნო, წამოფრინდა და სიხარულით აყვირდა: – ოჰ, ჩემო ტედი! ოჰ, ჩემო ტედი!
Then she knew him, and flew up, crying joyfully... "Oh my Teddy! Oh my Teddy!"
207582.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– ჯო, საყვარელო, მაშ, გიხარია ჩემი დანახვა?
"Dear Jo, you are glad to see me, then?"
207583.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– მიხარიაო?! ჩემო ბიჭო, სიტყვები არ მყოფნის, ისე მიხარია. ემი სადღაა?
"Glad! My boy, words can't express my gladness. Where's Amy?"
207584.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– დედაშენმა ჩაიგდო ხელში მეგთან. გზად შევიარეთ და ისე ჩაიხუტეს ჩემი ცოლი, რაღას დავიხსნიდი!
"Your mother has got her down at Meg's. We stopped there by the way, and there was no getting my wife out of their clutches".
207585.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– შენი... ვინაო? – აღმოხდა ჯოს, რადგან ლორი უნებური სიამაყითა და კმაყოფილებით წამოცდენილმა ორმა სიტყვამ გასცა.
"Your what?" cried Jo, for Laurie uttered those two words with an unconscious pride and satisfaction which betrayed him.
207586.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– ადექი და შეირთე?!
"You've gone and got married!"
207587.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– ჰო, ეგრეა, მაგრამ მეტს აღარ ვიზამ, – მუხლებზე დაეშვა, ხელები მონანიებით გადააჭდო ერთმანეთს და სახეზე ანცი, მხიარული და მოზეიმე გამომეტყველება გადაეფინა.
"Yes, please, but I never will again," and he went down upon his knees, with a penitent clasping of hands, and a face full of mischief, mirth, and triumph.
207588.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– ღმერთო, შენ გვიშველე! კიდევ რა საშინელებას აპირებ? – თავის ადგილზე დაენარცხა სულშეგუბებული ჯო.
"Mercy on us. What dreadful thing will you do next?" and Jo fell into her seat with a gasp.
207589.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– დამახასიათებელი, თუმცა არც მაინცდამაინც საქებური მოლოცვაა, – მიუგო ლორიმ, რომელიც ჯერაც მორჩილ პოზაში იდგა, მაგრამ თან კმაყოფილებით ბრწყინავდა.
"A characteristic, but not exactly complimentary, congratulation," returned Laurie, still in an abject attitude, but beaming with satisfaction.
207590.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– მაშ, სხვა რის მოლოდინში უნდა იყო, როცა ქურდივით შემოიპარე, ადამიანს გული გაუხეთქე და ასე მეხივით დაატეხე ახალი ამბავი? ადექი, შე სამარცხვინო ბიჭო და ყველაფერი მიამბე.
"What can you expect, when you take one's breath away, creeping in like a burglar, and letting cats out of bags like that? Get up, you ridiculous boy, and tell me all about it".
207591.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– ერთ სიტყვასაც არ გეტყვი, თუ ჩემს ძველ ადგილზე არ დამსვამ და პირობას არ მომცემ, რომ ბარიკადებს არ აღმიმართავ.
"Not a word, unless you let me come in my old place, and promise not to barricade."
207592.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ჯოს ისე გულიანად გაეცინა, როგორც დიდი ხანი იყო, არ გასცინებოდა, დივანზე ხელი დაატყაპუნა, მოდიო და გულითადად უთხრა: – ძველი მუთაქა სხვენშია და აღარც გვჭირდება.
Jo laughed at that as she had not done for many a long day, and patted the sofa invitingly, as she said in a cordial tone, "The old pillow is up garret, and we don't need it now.
207593.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– რა ტკბილად ჩამესმის შენი ნათქვამი „ტედი“! შენ გარდა მაგ სახელს არავინ მეძახის, – და ლორი დიდად კმაყოფილი იერით დაჯდა.
"How good it sounds to hear you say "Teddy"! No one ever calls me that but you," and Laurie sat down with an air of great content.
207594.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– ემი რას გეძახის? – მილორდს.
"What does Amy call you?" "My lord."
207595.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
მუთაქა აღარ იყო, მაგრამ ბარიკადა მაინც დარჩა, ოღონდ ბუნებრივი, რომელიც დრომ, განშორებამ და გულის გამოცვლამ აღმართა.
The pillow was gone, but there was a barricade, nevertheless, a natural one, raised by time, absence, and change of heart.
207596.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ეს ბარიკადა ორივემ იგრძნო და ერთ წუთს ისე უყურებდნენ ერთმანეთს, თითქოს ამ უხილავმა ბარიერმა პატარა ჩრდილი დააფინაო.
Both felt it, and for a minute looked at one another as if that invisible barrier cast a little shadow over them.
207597.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– აბა, ვგავარ ცოლიან კაცს და ოჯახის უფროსს? – ბეწვის ოდენადაც კი არა და არც არასოდეს ემგვანები. გაზრდილ-გალამაზებულხარ, მაგრამ რა ცუღლუტიც იყავი, ის ცუღლუტი დარჩი.
"Don't I look like a married man and the head of a family?" "Not a bit, and you never will. You've grown bigger and bonnier, but you are the same scapegrace as ever".
207598.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
–კარგი რა, ჯო, ცოტა პატივისცემით მაინც მომექეცი, – დაიწყო ლორიმ, რომელსაც ეს ყველაფერი უზომოდ სიამოვნებდა.
"Now really, Jo, you ought to treat me with more respect," began Laurie, who enjoyed it all immensely.
207599.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– აბა, რანაირად?! რამდენი გავიფიქრებ, რომ ცოლი შეირთე და ჭკუაში ჩავარდი, ისე უსაშველოდ მეცინება, სერიოზულად როგორ ვილაპარაკო?! – მიუგო ჯომ და ისე გულიანად და გადამდებად გაუღიმა, რომ სიცილი აუტყდათ, მერე კი სალაპარაკოდ დასხდნენ, როგორც წინათ იცოდნენ.
"How can I, when the mere idea of you, married and settled, is so irresistibly funny that I can't keep sober!" answered Jo, smiling all over her face, so infectiously that they had another laugh, and then settled down for a good talk, quite in the pleasant old fashion.
207600.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– რა აზრი აქვს, რომ ამ სიცივეში ემის შესაგებებლად გახვიდე.
It's no use your going out in the cold to get Amy.