მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207541.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ეს იყო ერთგვარი წერილობითი დუეტი, სადაც, შეყვარებულთა წესისამებრ, ერთიმეორეს ასხამდნენ ქება-დიდებას – წასაკითხად და საფიქრალად ფრიად საამო და კმაყოფილების მომგვრელი, რადგან წინააღმდეგი არავის წასულა.
It was a sort of written duet, wherein each glorified the other in loverlike fashion, very pleasant to read and satisfactory to think of, for no one had any objection to make.
207542.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
– მოგწონს, დე? – თქვა ჯომ, როცა წვრილად ნაწერი ფურცლები ერთმანეთზე დაალაგეს და ერთიმეორეს შეხედეს.
"You like it, Mother?" said Jo, as they laid down the closely written sheets and looked at one another.
207543.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
– ჰო, ემიმ რომ მოიწერა, ფრედს უარი ვუთხარიო, იქიდან მოყოლებული ამის იმედი მქონდა.
"Yes, I hoped it would be so, ever since Amy wrote that she had refused Fred.
207544.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
მეშინოდა, ეს აზრი რომ ჩავაწვეთო ჯოს, ვაითუ, მანამ მისწეროს და მიულოცოს, სანამ საქმე გადაწყდება-მეთქი.
I was half afraid to put the idea into your head, lest you should write and congratulate them before the thing was settled.
207545.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
– მართალია, შვილო, და კიდევაც მინდოდა ჩემს მესაიდუმლედ გამეხადე, მაგრამ მეშინოდა, ვაითუ გული გტკენოდა, რაკი შენს ტედის სხვა შეუყვარდა.
"So you are, my dear, and I should have made you mine, only I fancied it might pain you to learn that your Teddy loved someone else".
207546.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
მართლა გეგონა, რომ მაგდენად შტერი და ეგოისტი ვიქნებოდი მას მერე, რაც უარი ვუთხარი სიყვარულზე – უმშვენიერესზე თუ არა, უპირველესზე მაინც?
"Did you really think I could be so silly and selfish, after I'd refused his love, when it was freshest, if not best?"
207547.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
– ვიცი, რომ მაშინ გულწრფელად მოიქეცი, ჯო, მაგრამ ამ ბოლო დროს ფიქრად მომდის, რომ თუკი ჩამოვიდოდა და ისევ გთხოვდა ცოლობას, იქნებ სხვა პასუხი მიგეცა.
I knew you were sincere then, Jo, but lately I have thought that if he came back, and asked again, you might perhaps, feel like giving another answer.
207548.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
მაპატიე, ჩემო კარგო, მაგრამ ძალაუნებურად ვხედავ, რა მარტოსული ხარ, ხანდახან კი თვალებში ისეთი დაუკმაყოფილებლობა გემჩნევა, რომ გული მიკვდება.
Forgive me, dear, I can't help seeing that you are very lonely, and sometimes there is a hungry look in your eyes that goes to my heart.
207549.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ჰოდა, ამიტომ ვვარაუდობდი, რომ იქნებ შენს ბიჭს შეევსო ეგ სიცარიელე, ახლა რომ ცდილიყო.
So I fancied that your boy might fill the empty place if he tried now.
207550.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
– არა, დე, ისა სჯობს, რაც არის. მიხარია, რომ ემის შეუყვარდა, ერთ რამეში კი მართალი ხარ: ნამდვილად მარტოსული ვარ და ტედის ერთიც რომ ეცადა, იქნებ „ჰო“ მეთქვა, ოღონდ განა იმიტომ, რომ შემიყვარდა, იმიტომ რომ ახლა უფრო მინდა ვინმეს ვუყვარდე, ვიდრე მაშინ, როცა წავიდა.
"No, Mother, it is better as it is, and I'm glad Amy has learned to love him. But you are right in one thing. I am lonely, and perhaps if Teddy had tried again, I might have said "Yes", not because I love him any more, but because I care more to be loved than when he went away".
207551.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ჯერ დედ-მამის, და-ძმების, მეგობრებისა და ბავშვების სიყვარული იმყოფინე, სანამ ყველას მჯობი სატრფო მოვიდოდეს და ჯილდოს მოგიძღვნიდეს.
Try to be satisfied with Father and Mother, sisters and brothers, friends and babies, till the best lover of all comes to give you your reward.
207552.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ძალიან უცნაურია, მაგრამ რაც უფრო ვცდილობ, ნაირნაირი ბუნებრივი სიახლოვითა და სიყვარულით დავკმაყოფილდე, თითქოს უფრო მეტი მინდა.
It's very curious, but the more I try to satisfy myself with all sorts of natural affections, the more I seem to want.
207553.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
რას ვიფიქრებდი, გულს თუ ამდენის დატევა შეეძლო! ჩემი გული ისეთი წელვადია, მგონი აღარც არასოდეს გაივსება; არადა, წინათ ჩემი ოჯახიც მყოფნიდა.
I'd no idea hearts could take in so many. Mine is so elastic, it never seems full now, and I used to be quite contented with my family.
207554.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
– არ მესმის. – მე კი მესმის, – მისის მარჩს თავისი ბრძნული ღიმილით გაეღიმა, სანამ ჯო ფურცლებს ატრიალებდა, რომ ერთხელაც წაეკითხა, რას ამბობდა ემი ლორიზე.
"I don't understand it". "I do," and Mrs. March smiled her wise smile, as Jo turned back the leaves to read what Amy said of Laurie.
207555.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
რა მშვენიერია, როცა ისე უყვარხარ ვინმეს, როგორც მე – ლორის.
It is so beautiful to be loved as Laurie loves me.
207556.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
არც სენტიმენტალურია, არც ბევრს ლაპარაკობს ამაზე, მაგრამ მის სიყვარულს ყველაფერში ვხედავ და ვგრძნობ, რასაც ამბობს და აკეთებს და ისეთი ბედნიერი და თვინიერი ვხდები ამ სიყვარულით, რომ მგონი, სულაც აღარ ვარ ის გოგო, ვინც წინათ ვიყავი.
He isn't sentimental, doesn't say much about it, but I see and feel it in all he says and does, and it makes me so happy and so humble that I don't seem to be the same girl I was.
207557.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ვლოცულობ, რომ ასეც ქნას და ვეცდები, ყველაფერი ვიყო მისთვის, რაც ვგონივარ, იმიტომ რომ სულითა და გულით მიყვარს ჩემი მამაცი კაპიტანი და არ მივატოვებ, სანამ ღმერთი ერთად ყოფნის უფლებას მოგვცემს.
I pray he may, and try to be all he believes me, for I love my gallant captain with all my heart and soul and might, and never will desert him, while God lets us be together.
207558.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ოჰ, დე, რა ვიცოდი, რომ ეს ქვეყანა შეიძლება ასე დაემგვანოს ზეცას, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს და ერთმანეთისთვის ცხოვრობს!
Oh, Mother, I never knew how much like heaven this world could be, when two people love and live for one another!
207559.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
– ესეც ჩვენი ცივი, თავშეკავებული და მიწიერი ემი! მართლაც რომ სასწაულებს ახდენს სიყვარული.
And that's our cool, reserved, and worldly Amy! Truly, love does work miracles.
207560.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 19
ჯომ ფაქიზად დაალაგა მოშრიალე ფურცლები ერთმანეთზე, როგორც მკითხველი დახურავს საინტერესო რომანს, რომლის ინტერესი ბოლომდე არ განელებია და მერეღა აღმოაჩენს, რომ მარტოა ამ უღიმღამო სამყაროში.
Jo laid the rustling sheets together with a careful hand, as one might shut the covers of a lovely romance, which holds the reader fast till the end comes, and he finds himself alone in the workaday world again.