მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207601.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
აბა, ახლა თავიდან შეუდექი და მითხარი, როგორ მოხდა ეგ ამბავი. ერთი სული მაქვს, გავიგო.
Now, start right, and tell me how it all happened. I'm pining to know.
207602.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– ემის ხათრით ვქენი, – დაიწყო ლორიმ და თვალები ისე აუნაპერწკლდა, რომ ჯო პირში ეცა:
"Well, I did it to please Amy," began Laurie, with a twinkle that made Jo exclaim...
207603.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– ესეც პირველი სიცრუე! ეგ, ემიმ ქნა შენი ხათრით. განაგრძეთ, სერ და სიმართლე ილაპარაკეთ, თუკი შეგიძლიათ.
"Fib number one. Amy did it to please you. Go on, and tell the truth, if you can, sir".
207604.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
კეროლებთან ერთად ვაპირებდით ჩამოსვლას, ასე, ერთი თვის წინ, მაგრამ მოულოდნელად გადაიფიქრეს და გადაწყვიტეს, ერთი ზამთარიც დარჩნენ პარიზში.
We planned to come home with the Carrols, a month ago or so, but they suddenly changed their minds, and decided to pass another winter in Paris.
207605.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
სამაგიეროდ პაპას უნდოდა შინ ჩამოსვლა.
But Grandpa wanted to come home.
207606.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
მარტო ვერ გამოვუშვებდი, ვერც ემის დავტოვებდი. არადა, მისის კეროლს ინგლისური შეხედულებები აქვს კომპანიონებზე და ასეთ სისულელეებზე და ემის არ გამოგვაყოლებდა.
I couldn't let him go alone, neither could I leave Amy, and Mrs. Carrol had got English notions about chaperons and such nonsense, and wouldn't let Amy come with us.
207607.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– ჰო, მაგრამ ბიცოლა როგორღა დაითანხმეთ?
"How did you ever get Aunt to agree?"
207608.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
იმის დრო არ გვქონდა, რომ მოგვეწერა და ნებართვა გვეთხოვა, მაგრამ ეგ ამბავი ისედაც ყველას მოგწონდათ და თანახმანიც იყავით, ჰოდა, ჩემი ცოლის თქმისა არ იყოს, ისღა დაგვრჩენოდა, დროისთვის სადავეები მოგვეწია.
There wasn't time to write and ask leave, but you all liked it, had consented to it by-and-by, and it was only "taking time by the fetlock", as my wife says.
207609.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– რა ძალიან გვეამაყება ეს ორი სიტყვა და რა სიამოვნებით ვიმეორებთ, არა? – შეაწყვეტინა ჯომ და თვითონაც ბუხარს დაეკითხა, თან კი სიამით შენიშნა ის მხიარული შუქი, რომელსაც თითქოსდა ცეცხლი ანათებდა იმ თვალებში, ასე ტრაგიკულად დაღონებულნი რომ იყვნენ, როცა ბოლოს ნახა.
"Aren't we proud of those two words, and don't we like to say them?" interrupted Jo, addressing the fire in her turn, and watching with delight the happy light it seemed to kindle in the eyes that had been so tragically gloomy when she saw them last.
207610.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– შეიძლება, წვრილმანია, მაგრამ ისეთი მომხიბლავი პატარა ქალია, მოდი და ნუ მეყოლება საამაყოდ!
"A trifle, perhaps, she's such a captivating little woman I can't help being proud of her.
207611.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– როდის, სად, როგორ? – ჰკითხა ქალური ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით ატანილმა ჯომ.
"When, where, how?" asked Jo, in a fever of feminine interest and curiosity.
207612.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ამ სიტყვებზე ჯომ ხელი ხელში ჩაუდო, ლორიმ კი მეორე ხელი ნაზად გადაუსვა წითელ ყურთბალიშს, რომელიც კარგად ახსოვდა.
Jo put her hand in his as he said that, and Laurie gently smoothed the little red pillow, which he remembered well.
207613.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– ჰო, მაგრამ მერე მაინც რატომ არ შეგვატყობინეთ? – შედარებით წყნარად ჰკითხა ჯომ მას მერე, რაც ერთ წუთს უჩუმრად ისხდნენ.
"Why didn't you let us know afterward?" asked Jo, in a quieter tone, when they had sat quite still a minute.
207614.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– სიურპრიზი გვინდოდა მოგვეწყო. თავიდან გვეგონა, მაშინვე წამოვიდოდით, მაგრამ დავიწერეთ ჯვარი თუ არა, საყვარელმა ბერიკაცმა გაარკვია, რომ ერთ თვეზე ადრე მზად ვერ იქნებოდა, ჰოდა გვითხრა, სადაც გენებოთ, იქ გაატარეთ თაფლობის თვეო.
"We wanted to surprise you. We thought we were coming directly home, at first, but the dear old gentleman, as soon as we were married, found he couldn't be ready under a month, at least, and sent us off to spend our honeymoon wherever we liked.
207615.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ემიმ ერთხელ ვალროზაზე თქვა, ახლად დაქორწინებულთა სამოთხეაო და ჩვენც იქ ჩავედით და ისეთი ბედნიერები ვიყავით, როგორიც ადამიანი ერთადერთხელ არის ცხოვრებაში.
Amy had once called Valrosa a regular honeymoon home, so we went there, and were as happy as people are but once in their lives.
207616.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
სცადა, ხელი გამოერთმია, მაგრამ ლორი თითქოს მიხვდა, რა ფიქრმა გამოიწვია ეს ნახევრად უნებური მოძრაობა, სწრაფად მოუჭირა ხელი და ისეთი კაცური სიდინჯით უთხრა, რაც ჯოს მისთვის წინათ არასოდეს შეემჩნია:
She tried to draw away her hand, but as if he guessed the thought that prompted the half-involuntary impulse, Laurie held it fast, and said, with a manly gravity she had never seen in him before...
207617.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ხომ გახსოვს, იმ წერილში, რომელშიც გწერდი, ემი ძალიან კეთილად მექცევა-მეთქი, გითხარი, რომ მუდამ მეყვარებოდი, მაგრამ სიყვარული შეიცვალა და მივხვდი, რომ ასე ჯობს.
As I told you in my letter when I wrote that Amy had been so kind to me, I never shall stop loving you, but the love is altered, and I have learned to see that it is better as it is.
207618.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ჩემს გულში შენ და ემიმ ადგილები შეიცვალეთ, ეს არის და ეს.
Amy and you changed places in my heart, that's all.
207619.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
მე მგონი, ასეც უნდა მომხდარიყო და მოხდებოდა კიდეც თავისთავად, თუკი დავიჯერებდი შენს სიტყვას და მოვიცდიდი, მაგრამ მოთმინება არ მეყო და გულისტკივილიც მოვიმკე.
I think it was meant to be so, and would have come about naturally, if I had waited, as you tried to make me, but I never could be patient, and so I got a heartache.
207620.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
მაშინ ბიჭი ვიყავი, ჯიუტი და ფიცხი, ამიტომაც ძნელი გაკვეთილი გახდა საჭირო, რომ ჩემს შეცდომას მივმხვდარიყავი.
I was a boy then, headstrong and violent, and it took a hard lesson to show me my mistake.