მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207621.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
დაიჯერებ და თანახმა იქნები, რომ იმ ძველ კარგ დროს დავუბრუნდეთ, როცა ერთმანეთი გავიცანით?
Will you believe it, and go back to the happy old times when we first knew one another?
207622.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– გულით მჯერა, ტედი, ოღონდ გოგო-ბიჭი ვეღარ ვიქნებით.
I'll believe it, with all my heart, but, Teddy, we never can be boy and girl again.
207623.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
იმ ძველ კარგ დროს ვერ მოვაბრუნებთ და მაგის მოლოდინი არც უნდა გვქონდეს.
The happy old times can't come back, and we mustn't expect it.
207624.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ახლა ქალი და კაცი ვართ, სერიოზული საქმეები გვაქვს, თამაშის დრო გავიდა და ცელქობას თავი უნდა ვანებოთ.
We are man and woman now, with sober work to do, for playtime is over, and we must give up frolicking.
207625.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
შენში ცვლილებებს ვხედავ და შენც დაინახავ ჩემში.
I see the change in you, and you'll find it in me.
207626.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ჩემი ბიჭი როგორ არ მომაკლდება, მაგრამ ახლა ზუსტად მასავით მეყვარება მამაკაცი და უფრო მეტადაც მომეწონება, იმიტომ რომ სწორედ ისეთი ხდება, როგორის იმედიც მქონდა.
I shall miss my boy, but I shall love the man as much, and admire him more, because he means to be what I hoped he would.
207627.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
თამაშით ვეღარ ვითამაშებთ, მაგრამ და-ძმა კი ვიქნებით, მთელი სიცოცხლე გვეყვარება ერთმანეთი და მხარში ამოვუდგებით, არა, ლორი?
We can't be little playmates any longer, but we will be brother and sister, to love and help one another all our lives, won't we, Laurie?"
207628.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ხმა არ ამოუღია, მაგრამ გამოწვდილი ხელი გამოართვა, სახით მიეკრა და იგრძნო, რომ ყმაწვილური ვნების საფლავიდან, ორივეს საბედნიეროდ, მშვენიერი, მტკიცე მეგობრობა ამოზრდილიყო.
He did not say a word, but took the hand she offered him, and laid his face down on it for a minute, feeling that out of the grave of a boyish passion, there had risen a beautiful, strong friendship to bless them both.
207629.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– არ მეჯერება, რომ ბავშვებო მართლა დაქორწინდით და ოჯახის საქმეებს უნდა მიხედოთ.
I can't make it true that you children are really married and going to set up housekeeping.
207630.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
გუშინ არ იყო, ემის წინსაფარს რომ ვუკრავდი და შენ კი თმას გაწიწკნიდი, როცა მაბრაზებდი.
It seems only yesterday that I was buttoning Amy's pinafore, and pulling your hair when you teased.
207631.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ღმერთო მიშველე, როგორ გარბის დრო!
Mercy me, how time does fly!
207632.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– იმ ორიდან ერთი ბავშვი შენზე უფროსია და დიდედასავით აღარ ილაპარაკო.
As one of the children is older than yourself, you needn't talk so like a grandma.
207633.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
მე თავს იმით ვიმშვიდებ, რომ უკვე „გაზრდილი ჯენტლმენი“ ვარ, როგორც პეგოტიმ უთხრა დევიდს, და ემის რომ დაინახავ, ნაადრევად მომწიფებული ბავშვი შეგრჩება ხელში, – უთხრა ლორიმ და შეეტყო, გაახალისა მისმა დედობრივმა იერმა.
I flatter myself I'm a "gentleman growed" as Peggotty said of David, and when you see Amy, you'll find her rather a precocious infant," said Laurie, looking amused at her maternal air.
207634.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– ასაკით შეიძლება ცოტა უფროსი იყო, ტედი, მაგრამ გრძნობებით შენზე ბევრად დიდი ვარ.
You may be a little older in years, but I'm ever so much older in feeling, Teddy.
207635.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ქალი მუდამ ასეა, ეს ბოლო წელიწადი კი ისეთი მძიმე იყო, თავი ორმოცისა მგონია.
Women always are, and this last year has been such a hard one that I feel forty.
207636.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– საწყალი ჯო! ამ ტვირთის საზიდად მარტო დაგტოვეთ, ჩვენ კი გასართობად წავედით.
Poor Jo! We left you to bear it alone, while we went pleasuring.
207637.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
თუ არ იღიმები, დარდიანი თვალები გაქვს და ყურთბალიშს რომ მივეკარე, ზედ ცრემლი ვიგრძენი.
Unless you smile, your eyes look sad, and when I touched the cushion, just now, I found a tear on it.
207638.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ბევრი რამის გადატანა მოგიწია და, თანაც, მარტოდმარტო.
You've had a great deal to bear, and had to bear it all alone.
207639.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
მაინც რა ეგოისტი პირუტყვი ვიყავი! – სინანულით იტაცა ხელი თმაში.
"What a selfish beast I've been!" and Laurie pulled his own hair, with a remorseful look.
207640.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
მაგრამ ჯომ მხოლოდ გადაატრიალა მუხთალი ყურთბალიში და, რაც შეეძლო, მხნედ მიუგო:
But Jo only turned over the traitorous pillow, and answered, in a tone which she tried to make more cheerful.