მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207641.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– დედა და მამაც ხომ მეხმარებოდნენ, ჩვენი საყვარელი პატარებიც მანუგეშებდნენ, იმის ფიქრი კი, რომ შენ და ემი კარგად და მშვიდობით იყავით, გასაჭირის გადატანას მიადვილებდა.
I had Father and Mother to help me, and the dear babies to comfort me, and the thought that you and Amy were safe and happy, to make the troubles here easier to bear.
207642.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ჰო, ხანდახან მარტო ვარ, მაგრამ ეგ, ალბათ, კარგიც არის ჩემთვის და...
I am lonely, sometimes, but I dare say it's good for me, and...
207643.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– მე და ემი უშენოდ არ ვივარგებთ, ჰოდა, უნდა მოხვიდე და ბავშვებს ოჯახის მოვლა-პატრონობა ასწავლო, ყველაფერში ისე ტოლად ჩაერთო, როგორც წინათ ვიცოდით, ჩვენ კი ნება მოგვცე, რომ ხელის გულზე გატაროთ, ჰოდა, ყველანი ბედნიერად და მეგობრულად ვიქნებით.
"Amy and I can't get on without you, so you must come and teach "the children" to keep house, and go halves in everything, just as we used to do, and let us pet you, and all be blissfully happy and friendly together".
207644.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– თუ ხელს არ შეგიშლით, ძალიანაც გამიხარდება.
If I shouldn't be in the way, it would be very pleasant.
207645.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
თითქოს ისევ გავახალგაზრდავდიო: შენი მოსვლით დარდები გამიქარდა.
I begin to feel quite young already, for somehow all my troubles seemed to fly away when you came.
207646.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
შენ ხომ მუდამ მანუგეშებელი იყავი, ტედი! – და ჯომ ისე დაადო თავი მხარზე, როგორც მრავალი წლის წინ, ბეთის ავადმყოფობისას, როცა ლორიმ უთხრა, მე დამეყრდენიო.
"You always were a comfort, Teddy," and Jo leaned her head on his shoulder, just as she did years ago, when Beth lay ill and Laurie told her to hold on to him.
207647.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
მას შეხედა, ნეტავი ის დრო თუ ახსოვსო, მაგრამ ჯო თავისთვის იღიმებოდა, თითქოს მისმა მოსვლამ მართლაც ყველა სადარდელი გაუქროო.
He looked down at her, wondering if she remembered the time, but Jo was smiling to herself, as if in truth her troubles had all vanished at his coming.
207648.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– ისევ ის ჯო ხარ: ერთ წუთს რომ ცრემლსა ღვრი, მეორე წუთს იცინი.
You are the same Jo still, dropping tears about one minute, and laughing the next.
207649.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ახლა ცოტა გაცელქებული მეჩვენები.
You look a little wicked now.
207650.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
რა იყო, ბებიკო?
What is it, Grandma?
207651.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– შენზე და ემიზე ვფიქრობდი, ნეტავი, როგორ არიან ერთმანეთში-მეთქი. – ანგელოზებივით.
"I was wondering how you and Amy get on together." "Like angels!"
207652.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– როგორც დაიწყეთ, ისევე გააგრძელებთ და სანამ ცოცხალი იქნები, ემი სულ თავის ჭკუაზე გატარებს.
"You'll go on as you begin, and Amy will rule you all the days of your life".
207653.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– ჰო, ისე შეუმჩნევლად ახერხებს, რომ არა მგონია, წინააღმდეგი წავიდე.
Well, she does it so imperceptibly that I don't think I shall mind much.
207654.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
მე და ჩემს ცოლს ისეთი პატივისცემა გვაქვს ჩვენ-ჩვენი თავისა და ერთმანეთისა, რომ არც გავაწვალებთ ერთმანეთს და არც ვიჩხუბებთ.
My wife and I respect ourselves and one another too much ever to tyrannize or quarrel.
207655.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ჯოს მოეწონა ეს სიტყვები და იფიქრა, ეს ახალი ღირსება ძალიან უხდებაო, თუმცა ბიჭი მეტისმეტად სწრაფად შედიოდა კაცობაში და ამიტომაც ჯოს კმაყოფილებას სინანული შეერია.
Jo liked that, and thought the new dignity very becoming, but the boy seemed changing very fast into the man, and regret mingled with her pleasure.
207656.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– ეჭვიც არ მეპარება. როდის იყო, შენ და ემი ისე ჩხუბობდით, როგორც მე და შენ?!
I am sure of that. Amy and you never did quarrel as we used to.
207657.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– რა სიმდაბლეა! თუ ცუდად მოგექცეს, ჩემთან მოდი და მე დაგიდგები ქომაგად.
"What baseness! Well, if she abuses you, come to me, and I'll defend you".
207658.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– სად არის? სად არის ჩემი საყვარელი ჯო?
"Where is she? Where's my dear Jo?"
207659.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
მთელი ოჯახი შემოჯარდა და ისევ ატყდა ხვევნა-კოცნა; რამდენიმე ამაო მცდელობის შემდეგ სამი მოგზაური დასვეს, დაუწყეს თვალიერება და შეჰხაროდნენ.
In trooped the whole family, and everyone was hugged and kissed all over again, and after several vain attempts, the three wanderers were set down to be looked at and exulted over.
207660.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
საამური სახილველი იყო, როგორ უღიმოდა „ჩემს შვილებს“ – ასე ეძახდა ახალგაზრდა წყვილს.
It was good to see him beam at "my children", as he called the young pair.