მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207661.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
კიდევ უფრო საამური სანახავი იყო, თუ რა ქალიშვილური პატივისცემითა და სიყვარულით უხდიდა სამაგიეროს ემი, რითაც სრულიად მოინადირა მისი ბებერი გული, ყველაფერს კი იმის ცქერა სჯობდა, თუ როგორ დასტრიალებდა ორივეს ლორი და არ ბეზრდებოდა იმ ლამაზი სურათის ყურება, რომელსაც ისინი ქმნიდნენ.
It was better still to see Amy pay him the daughterly duty and affection which completely won his old heart, and best of all, to watch Laurie revolve about the two, as if never tired of enjoying the pretty picture they made.
207662.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
შეავლო თუ არა თვალი ემის, მეგი მაშინვე მიხვდა, რომ მის საკუთარ კაბას პარიზული პეწი აკლდა, რომ ახალგაზრდა მისის ლორენსი იოლად დაჩრდილავდა ახალგაზრდა მისის მოფატს და რომ „მილედი“ ერთობ ელეგანტური და მოხდენილი ქალი დამდგარიყო.
The minute she put her eyes upon Amy, Meg became conscious that her own dress hadn't a Parisian air, that young Mrs. Moffat would be entirely eclipsed by young Mrs. Laurence, and that "her ladyship" was altogether a most elegant and graceful woman.
207663.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
წყვილის შემხედვარე ჯომ კი გაიფიქრა: „როგორ უხდებიან ერთმანეთს! მართალი ვიყავი, ლორიმ სწორედ ისეთი ლამაზი და კარგად აღზრდილი გოგო იპოვა, რომელიც მოუხერხებელ ჯოზე უკეთ მოუწყობს ოჯახურ კერას და რომელიც საამაყოდ ეყოლება და არა სატანჯველად“.
Jo thought, as she watched the pair, "How well they look together! I was right, and Laurie has found the beautiful, accomplished girl who will become his home better than clumsy Jo, and be a pride, not a torment to him".
207664.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
მისის მარჩი და მისი ქმარი სახეგაბრწყინებულები შეჰღიმოდნენ და თავს უქნევდნენ ერთმანეთს: ხედავდნენ, რომ უმცროსი ქალიშვილი არა მხოლოდ ყოფიერი მხრივ გრძნობდა თავს კარგად, არამედ უკეთესი სიმდიდრეც მოეხვეჭა – სიყვარული, გულდაჯერებულობა და ბედნიერება.
Mrs. March and her husband smiled and nodded at each other with happy faces, for they saw that their youngest had done well, not only in worldly things, but the better wealth of love, confidence, and happiness.
207665.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ემის ალერსიანად უბრწყინავდა სახე, რაც გულმშვიდობის მანიშნებელია, ხმაში ახლებური სინაზე ემჩნეოდა, ხოლო ცივი თავდაჭერილობის ადგილი მშვიდ, ქალურ და მომხიბვლელ დარბაისლობას დაეჭირა.
For Amy's face was full of the soft brightness which betokens a peaceful heart, her voice had a new tenderness in it, and the cool, prim carriage was changed to a gentle dignity, both womanly and winning.
207666.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
მისი გულითადი ყოფაქცევა უფრო მომხიბლავიც კი იყო, ვიდრე ახლებური სილამაზე თუ წინანდელი მოხდენილობა, რადგან მაშინვე ცალსახად ცხადყოფდა, რომ ნამდვილ კეთილშობილ ლედისთან გქონდათ საქმე, როგორიც სურდა, რომ გამხდარიყო.
The cordial sweetness of her manner was more charming than the new beauty or the old grace, for it stamped her at once with the unmistakable sign of the true gentlewoman she had hoped to become.
207667.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– სიყვარულმა ბევრი რამ მისცა ჩვენს პატარა გოგოს, – ალერსიანად თქვა დედამ.
"Love has done much for our little girl," said her mother softly.
207668.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– მთელი სიცოცხლე კარგი მაგალითი ჰქონდა თვალწინ, ჩემო ძვირფასო, – ჩურჩულით მიუგო მისტერ მარჩმა და სიყვარულით გადახედა შებერებულ სახესა და ჭაღარა თმას.
"She has had a good example before her all her life, my dear," Mr. March whispered back, with a loving look at the worn face and gray head beside him.
207669.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
დეიზი თვალს ვერ სწყვეტდა „ლამაზ დეიდას“ და ისე იყო ზედ მიწებებული, როგორც ოთახის ძაღლი – ციხე-დარბაზის მფლობელ, გრძნებით სავსე მზეთუნახავ ქალბატონს.
Daisy found it impossible to keep her eyes off her "pitty aunty", but attached herself like a lap dog to the wonderful chatelaine full of delightful charms.
207670.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
დემი შეყოვნდა, რომ კარგად აეწონ-დაეწონა ახალი ურთიერთობა, სანამ გარისკავდა და ჰაიჰარად მიიღებდა მაცდუნებელ ქრთამს – ბერნიდან ჩამოტანილ ხისგან გამოთლილ დათვების ოჯახს.
Demi paused to consider the new relationship before he compromised himself by the rash acceptance of a bribe, which took the tempting form of a family of wooden bears from Berne.
207671.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– ჭაბუკო, როცა პირველად მომეცა თქვენი გაცნობის პატივი, სახეში გამარტყით.
Young man, when I first had the honor of making your acquaintance you hit me in the face.
207672.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე უცბად ყველანი ერთად: ცდილობდნენ, ნახევარ საათში ჩაეტიათ სამი წლის საამბობი.
First one, then the other, then all burst out together—trying to tell the history of three years in half an hour.
207673.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
რა ხალისიანი პროცესია გაიჭიმა სასადილო ოთახისკენ!
Such a happy procession as filed away into the little dining room!
207674.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
მისტერ მარჩს ამაყად მიჰყავდა მისის ლორენსი, მისის მარჩი ასევე ამაყად ეყრდნობოდა „ჩემი ვაჟის“ მკლავს, მოხუცმა ჯენტლმენმა კი ჯოს შესთავაზა მკლავი, წასჩურჩულა, ახლა შენ უნდა გახდე ჩემი გოგოო და ბუხართან ცარიელ კუთხეს გახედა, რაზეც ჯომ ჩურჩულითვე მიუგო: – ვეცდები, მისი ადგილი შეგივსოთ, სერ.
Mr. March proudly escorted Mrs. Laurence, Mrs. March as proudly leaned on the arm of "my son", the old gentleman took Jo, with a whispered, "You must be my girl now," and a glance at the empty corner by the fire, that made Jo whisper back, "I'll try to fill her place, sir".
207675.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ღვეზელების დანაშაულებრივად ჩამჯიბავი პატარა ცოდვილები ერთი მხრივ სინდისმა შეაწუხა, მეორე მხრივ, კი შეშინდნენ, რომ „დოს“ მახვილი თვალი გამსჭვალავდა ბატისტისა და მერინოსის თხელ საფარს, რომელიც ნადავლს მალავდა და ამიტომაც უსათვალოდ მჯდარ პაპას მიუსხდნენ.
Burdened with the guilty consciousness of the sequestered tarts, and fearing that Dodo's sharp eyes would pierce the thin disguise of cambric and merino which hid their booty, the little sinners attached themselves to 'Dranpa', who hadn't his spectacles on.
207676.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ემი, რომელიც სტუმრებისთვის ჩამოტარებული სასმელივით გადადიოდა ხელიდან ხელში, მისტერ ლორენსთან ხელგაყრილი დაბრუნდა სასტუმრო ოთახში.
Amy, who was handed about like refreshments, returned to the parlor on Mr. Laurence's arm.
207677.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
დანარჩენები წინანდებურად დაწყვილდნენ და, შედეგად, ჯო უთანამგზავროდ დარჩა.
The others paired off as before, and this arrangement left Jo companionless.
207678.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
იმ წუთს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან სასადილო ოთახში შეყოვნდა, რომ ჰანას მოწადინებულ შეკითხვებზე გაეცა პასუხი:
She did not mind it at the minute, for she lingered to answer Hannah's eager inquiry.
207679.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– არ გამიკვირდება, ეტლში ექვსი თეთრი ცხენი რომ შეაბას, ოქროს ჭურჭელი მოიხმაროს და ყოველდღე ბრილიანტებითა და ძვირფასი მაქმანით მოირთოს.
Shouldn't wonder if she drove six white horses, ate off gold plate, and wore diamonds and point lace every day.
207680.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ტედის აზრით, ის ყველანაირი სიკეთის ღირსია, – უსაზღვრო კმაყოფილებით გაეპასუხა ჯო.
"Teddy thinks nothing too good for her," returned Jo with infinite satisfaction.