მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207681.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
საუზმეზე რა გირჩევნია: ჩაშუშული ხორცი თუ თევზის გუფთა? – ბრძნულად შეაზავა ჰანამ პოეზია და პროზა.
Will you have hash or fishballs for breakfast?" asked Hannah, who wisely mingled poetry and prose.
207682.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ცოტა ხანს იდგა და აჰყურებდა, როგორ თანდათან გაუჩინარდა ზემოთ ამავალი პროცესია და როცა კუბოკრულ შარვალში გამოწყობილი დემის მოკლე ფეხებმაც გაჭირვებით აიარა ბოლო საფეხური, ერთბაშად ისე შემოაწვა მარტოობა, რომ თვალებჩამქრალმა მიიხედ-მოიხედა, თითქოს ეძებდა, ვის დავეყრდნოო, რადგან ტედიმაც კი მიატოვა.
She stood a minute looking at the party vanishing above, and as Demi's short plaid legs toiled up the last stair, a sudden sense of loneliness came over her so strongly that she looked about her with dim eyes, as if to find something to lean upon, for even Teddy had deserted her.
207683.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
მერე თვალებზე ხელი გადაისვა: მისი ერთი ბიჭური ჩვეულებათაგანი ის იყო, რომ არასოდეს იცოდა, სად ედო ცხვირსახოცი და სახეზე ღიმილის გადაფენა ძლივს მოასწრო, რომ შემოსასვლელ კარზე დააკაკუნეს.
Then she drew her hand over her eyes, for one of her boyish habits was never to know where her handkerchief was, and had just managed to call up a smile when there came a knock at the porch door.
207684.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
სტუმართმოყვარულად ეცა კარს, გამოაღო და ისე შეკრთა, თითქოს სიურპრიზად კიდევ ერთი აჩრდილი გამოეცხადაო: ზღურბლზე მაღალი, წვეროსანი ჯენტლმენი იდგა და სიბნელიდან შუაღამის მზესავით შემოსცინოდა.
She opened with hospitable haste, and started as if another ghost had come to surprise her, for there stood a tall bearded gentleman, beaming on her from the darkness like a midnight sun.
207685.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– ოჰ, მისტერ ბეერ, როგორ გამიხარდა თქვენი დანახვა! – შესძახა ჯომ და მკლავში ჩაებღაუჭა, თითქოს ეშინოდა, შინ შეყვანას ვერ მოვასწრებ და ღამე ჩაყლაპავსო.
"Oh, Mr. Bhaer, I am so glad to see you!" cried Jo, with a clutch, as if she feared the night would swallow him up before she could get him in.
207686.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– მე ქი – თქვენი, მის მარჩ... მაგრამ სთუმრები გღოლიათ... – და პროფესორი დადუმდა, როცა ზემოდან ხმები და მოცეკვავეთა ბაკიბუკი ჩამოისმა.
"And I to see Miss Marsch, but no, you haf a party," and the Professor paused as the sound of voices and the tap of dancing feet came down to them.
207687.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ჩემი და და მეგობრები ეს-ეს არის, ჩამოვიდნენ; ყველანი ძალიან გახარებულები ვართ.
My sister and friends have just come home, and we are all very happy.
207688.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
თუმცა მისტერ ბეერს ხალხში ტრიალი უყვარდა, მაინც თავაზიანად გაბრუნდებოდა და სხვა დროს შეივლიდა, მაგრამ აბა, როგორ წასულიყო, როცა ჯომ ზურგს უკან კარი მიუხურა და შლაპაც ჩამოართვა?
Though a very social man, I think Mr. Bhaer would have gone decorously away, and come again another day, but how could he, when Jo shut the door behind him, and bereft him of his hat?
207689.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– თუქი Monsieur de Trop არ ვიქნები, ღველას სიამოვნებით გავიცნობ. იავადმღოფეთ, ჩემო კარგო?
"If I shall not be Monsieur de Trop, I will so gladly see them all. You haf been ill, my friend?"
207690.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ეს შეკითხვა მოულოდნელად დაუსვა: როცა ჯო მის პალტოს კიდებდა, სახეზე შუქი დაეცა და პროფესორმა შენიშნა, როგორ შეცვლოდა სახე.
He put the question abruptly, for, as Jo hung up his coat, the light fell on her face, and he saw a change in it.
207691.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– არ მიავადმყოფია, მაგრამ დაღლილი და დარდიანი ვარ. ბოლოს რომ გნახეთ, მას მერე უბედურება გადავიტანეთ.
"Not ill, but tired and sorrowful. We have had trouble since I saw you last".
207692.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– დედა, მამა, ეს ჩემი მეგობარია, პროფესორი ბეერი, – ხმაში ამომსკდარი თავშეუკავებელი სიამაყე და სიამოვნება იმის ტოლფასი იყო, რომ საყვირში ჩაებერა და დიდებული ჟესტით შეეღო კარი.
"Father, Mother, this is my friend, Professor Bhaer," she said, with a face and tone of such irrepressible pride and pleasure that she might as well have blown a trumpet and opened the door with a flourish.
207693.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
უცნობი ისე გულითადად მიიღეს, რომ თუკი რამ ეჭვი ჰქონდა იმის თაობაზე, როგორ შემხვდებიანო, იმწამსვე გაუქრა.
If the stranger had any doubts about his reception, they were set at rest in a minute by the cordial welcome he received.
207694.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ყველანი მეგობრულად მიესალმნენ – ჯერ ჯოს ხათრით, მერე კი, ცოტა ხანში, კიდევაც მოეწონათ.
Everyone greeted him kindly, for Jo's sake at first, but very soon they liked him for his own.
207695.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
როგორ არ მოეწონებოდათ, როცა პროფესორი იმ თილისმას ფლობდა, ყველა გულის კარს რომ აღებს, და ეს უბრალო ხალხი მაშინვე კეთილად განეწყო მისდამი, მით უფრო იმიტომ, რომ ღარიბი იყო.
They could not help it, for he carried the talisman that opens all hearts, and these simple people warmed to him at once, feeling even the more friendly because he was poor.
207696.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
მისტერ ბეერი დაჯდა და მიიხედ-მოიხედა, როგორც ყარიბმა, უცხო კარზე რომ დააკაკუნა და როცა გაუღეს, მიხვდა, შინ მისულიყო.
Mr. Bhaer sat looking about him with the air of a traveler who knocks at a strange door, and when it opens, finds himself at home.
207697.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ბავშვები ისე მიაფრინდნენ, როგორც ფუტკრები თაფლის ქოთანს, მის მუხლებზე მოკალათდნენ და დაატყვევეს: ყმაწვილური სითამამით გაუჩხრიკეს ჯიბეები, მოქაჩეს წვერი და გულდასმით დაუთვალიერეს საათი.
The children went to him like bees to a honeypot, and establishing themselves on each knee, proceeded to captivate him by rifling his pockets, pulling his beard, and investigating his watch, with juvenile audacity.
207698.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
მისტერ მარჩმა იგრძნო, მონათესავე ადამიანი ვიპოვეო და თავისი სულის ყველაზე იდუმალი არსენალი გადაუშალა, სიტყვაძვირი ჯონი ყურს უგდებდა და სიტყვის უთქმელად ტკბებოდა საუბრით.
Mr. March, feeling that he had got a kindred spirit, opened his choicest stores for his guest's benefit, while silent John listened and enjoyed the talk, but said not a word.
207699.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ჯო სხვა საქმით რომ არ ყოფილიყო დაკავებული, ლორის ყოფაქცევა გაართობდა, რადგან არა ეჭვიანობით, არამედ რაღაც უნდობლობისმაგვარით მოგვრილმა გაურკვეველმა ტკივილმა აიძულა ეს ჯენტლმენი, დასაწყისში განზე გამდგარიყო და ძმის შესაფერისი სიფრთხილით დაჰკვირვებოდა ახალმოსულს.
If Jo had not been otherwise engaged, Laurie's behavior would have amused her, for a faint twinge, not of jealousy, but something like suspicion, caused that gentleman to stand aloof at first, and observe the newcomer with brotherly circumspection.
207700.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.
But it did not last long.