მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207701.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ლორის იშვიათად მიმართავდა, მაგრამ სამაგიეროდ ხშირად შეხედავდა და სახეზე ჩრდილი გადაურბენდა, თითქოს ჯანღონით სავსე ყმაწვილკაცის შემხედვარე თავის დაკარგულ ახალგაზრდობას ნაღვლობსო.
He seldom spoke to Laurie, but he looked at him often, and a shadow would pass across his face, as if regretting his own lost youth, as he watched the young man in his prime.
207702.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
მისტერ ბეერის სახეს დაეკარგა წინანდელი დაბნეული იერი და იმჟამად გამოცოცხლებული და დაინტერესებული ჩანდა.
Mr. Bhaer's face had lost the absent-minded expression, and looked all alive with interest in the present moment.
207703.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
გარდა ამისა, მისტერ ბეერი ერთობ შთაგონებული ჩანდა, თუმცა დაკრძალვის უძველესი წეს-ჩვეულებანი, რაზეც შემთხვევით გადავიდა საუბარი, სახალისო თემად ვერ ჩაითვლებოდა.
Then he seemed quite inspired, though the burial customs of the ancients, to which the conversation had strayed, might not be considered an exhilarating topic.
207704.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
როცა ტედი კამათში დამარცხდა, ჯო კმაყოფილებით აწითლდა, ლაპარაკით გატაცებულ მამას გახედა და გაიფიქრა: „როგორ გაუხარდებოდა, ჩემი პროფესორისნაირი კაცი რომ ჰყავდეს გვერდით და ყოველდღე ელაპარაკოს!“
Jo quite glowed with triumph when Teddy got quenched in an argument, and thought to herself, as she watched her father's absorbed face, "How he would enjoy having such a man as my Professor to talk with every day!"
207705.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
დაბოლოს, მისტერ ბეერს ახალი შავი კოსტიუმი ეცვა და იმაზე უფრო ჯენტლმენურად გამოიყურებოდა, ვიდრე ოდესმე.
Lastly, Mr. Bhaer was dressed in a new suit of black, which made him look more like a gentleman than ever.
207706.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
საბრალო ჯო: როგორ აქებ-ადიდებდა ამ უბრალო კაცს, სანამ იჯდა და გულმოდგინედ ქსოვდა, თუმცა კი ყურადღებიდან არაფერი გამორჩენია, ისიც კი, რომ მისტერ ბეერს ქათქათა მანჟეტები ოქროს საკინძეებით ჰქონდა შეკრული.
Poor Jo, how she did glorify that plain man, as she sat knitting away so quietly, yet letting nothing escape her, not even the fact that Mr. Bhaer actually had gold sleeve-buttons in his immaculate wristbands.
207707.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
„ამაზე საგულდაგულოდ მაშინაც კი ვერ მოიკაზმებოდა, საარშიყოდ რომ წასულიყო“, გაიფიქრა ჯომ და ამ სიტყვებით შობილმა უცაბედმა აზრმა ისე საშინლად გააწითლა, რომ იძულებული გახდა, გორგალი დაბლა დაეგდო და ასაღებად დახრილიყო, რომ როგორმე სახე დაემალა.
"He couldn't have got himself up with more care if he'd been going a-wooing," said Jo to herself, and then a sudden thought born of the words made her blush so dreadfully that she had to drop her ball, and go down after it to hide her face.
207708.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ცხადია, ღონივრად მიეჯახნენ ერთმანეთს შუბლებით, თვალებიდან ნაპერწკლები გადმოსცვივდათ, აწითლებულები სიცილით წამოდგნენ, ისე რომ გორგალი ვერ იპოვეს და თავთავიანთ ადგილებზე დასხდნენ.
Of course they bumped their heads smartly together, saw stars, and both came up flushed and laughing, without the ball, to resume their seats.
207709.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
არავინ იცოდა, როდის დასრულდა ის საღამო, რადგან ჰანამ ადრევე მოახერხა და იქაურობას გაარიდა ბავშვები, ასკილივით რომ აკანტურებდნენ თავებს, ხოლო მისტერ ლორენსი შინ წავიდა დასასვენებლად.
Nobody knew where the evening went to, for Hannah skillfully abstracted the babies at an early hour, nodding like two rosy poppies, and Mr. Laurence went home to rest.
207710.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
დანარჩენები ბუხართან ისხდნენ და ისე იყვნენ ლაპარაკში გართულნი, რომ არც კი ახსოვდათ, დრო რომ გადიოდა, სანამ მეგი, ვისაც დედობრივ გონებაში მტკიცედ ჩაბეჭდვოდა, რომ დეიზი საწოლიდან გადმოვარდა, ხოლო დემიმ, ასანთის აგებულების შესწავლაში, ღამის პერანგზე ცეცხლი წაიკიდა, წასასვლელად არ წამოდგა.
The others sat round the fire, talking away, utterly regardless of the lapse of time, till Meg, whose maternal mind was impressed with a firm conviction that Daisy had tumbled out of bed, and Demi set his nightgown afire studying the structure of matches, made a move to go.
207711.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ყველანი თუმცა არ იყვნენ, მაგრამ ეს სიტყვები არავის მოსჩვენებია დაუფიქრებლად ან უმართებულოდ: ბეთი, თითქოს კვლავ მათთან იყო – წყნარი, უხილავი, მაგრამ წინანდელზე ძვირფასი, რადგან სიკვდილმა ვერ დაშალა ის ოჯახური კავშირი, რომელიც სიყვარულს ურღვევი გაეხადა.
They were not all there. But no one found the words thougtless or untrue, for Beth still seemed among them, a peaceful presence, invisible, but dearer than ever, since death could not break the household league that love made disoluble.
207712.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ფაქიზად ჩალაგებული ხელსაქმის კალათა და საკერავი, რომელიც ვეღარ დაასრულა, როცა „ ნემსი დამძიმდა“, თავის ჩვეულ თაროზე იდო.
The tidy basket, with the bit of work she left unfinished when the needle grew 'so heavy', was still on its accustomed shelf.
207713.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
მისი საყვარელი საკრავი რომელსაც ახლა იშვიათად ეკარებოდნენ, ადგილიდან არ დაუძრავთ, მის ზემოთ კი ბეთის სახე იყო, წინანდებურად აუმღვრეველი და მოღიმარი, კვლავ დაჰყურებდა ოჯახის წევრებს და თითქოს ეუბნებოდა, ბედნიერნი იყავით, აქა ვარო.
The beloved instrument, seldom touched now had not been moved, and above it Beth's face, serene and smiling, as in the early days, looked down upon them, seeming to say, "Be happy. I am here".
207714.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– რამე დაუკარი, ემი. მოისმინონ, რა წინ წახვედი, – მისატევებელი სიამაყით სთხოვა ლორიმ თავის იმედისმომცემ მოწაფეს.
"Play something, Amy. Let them hear how much you have improved," said Laurie, with pardonable pride in his promising pupil.
207715.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
თუმცა, ბრწყინვალებასა თუ ოსტატობაზე მეტი რამ წარმოაჩინა, როცა ბეთის სიმღერები იმღერა და ისეთი ნაზი მელოდიურობით ააჟღერა ხმა, რასაც საუკეთესო მასწავლებელიც კი ვერ ასწავლიდა და იმაზე მეტი სიტკბოებით აუჩქროლა გული მსმენელებს, რა სიტკბოებასაც რომელიც გნებავთ სხვა შთაგონება მიანიჭებდა.
But she did show something better than brilliancy or skill, for she sang Beth's songs with a tender music in her voice which the best master could not have taught, and touched the listener's hearts with a sweeter power than any other inspiration could have given her.
207716.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ოთახში სიჩუმე გამეფდა, როცა ბეთის საყვარელი ჰიმნის ბოლო ტაეპზე წკრიალა ხმამ ერთბაშად უმტყუნა ემის.
The room was very still, when the clear voice failed suddenly at the last line of Beth's favorite hymn.
207717.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
ძნელი წარმოსათქმელი იყო: „არ არის ქვეყნად იმგვარი დარდი, რომელსაც ზეცა ვერ გააქარვებს“.
It was hard to say... Earth hath no sorrow that heaven cannot heal.
207718.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– ახლა კი მინიონის სიმღერით უნდა დავასრულოთ, მისტერ ბეერი ასრულებს, – თქვა ჯომ, სანამ პაუზა მტკივნეული გახდებოდა.
"Now, we must finish with Mignon's song, for Mr. Bhaer sings that," said Jo, before the pause grew painful.
207719.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– თქვენც ხომ იმღერებთ? ერთად მშვენივრად გამოგვდის.
"You will sing with me? We go excellently well together".
207720.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
სხვათა შორის ჩინებული სიცრუე გახლდათ, რადგან ჯოს კალიაზე მეტი არ გაეგებოდა მუსიკისა.
A pleasing fiction, by the way, for Jo had no more idea of music than a grasshopper.