მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207721.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– მე და ჩემი მეუღლე დიდად მოხარული ვართ თქვენი გაცნობით.
My wife and I are very glad to meet you.
207722.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
აქ პროფესორმა ისე გულიანად გადაუხადა მადლობა და ისე უეცრად გაბრწყინდა კმაყოფილებით, რომ ლორიმ გაიფიქრა, ასე მომხიბლავად უშუალო ადამიანის მნახველი არ ვარო.
Then the Professor thanked him so heartily, and looked so suddenly illuminated with satisfaction, that Laurie thought him the most delightfully demonstrative old fellow he ever met.
207723.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– მე თუ მკითხავ, ჭკვიანი კაცია, – უდრტვინველი კმაყოფილებით შენიშნა ბუხრის წინ გაშლილ ხალიჩაზე მდგარმა მისტერ მარჩმა, როცა ბოლო სტუმარიც წავიდა.
"I suspect that is a wise man," remarked Mr. March, with placid satisfaction, from the hearthrug, after the last guest had gone.
207724.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– დარწმუნებული ვარ, კარგი ადამიანია, – მტკიცე მოწონებით დაუმატა მისის მარჩმა და საათი დაქოქა.
"I know he is a good one," added Mrs. March, with decided approval, as she wound up the clock.
207725.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
– ვიცოდი, მოგეწონებოდათ, – მხოლოდ ეს თქვა ჯომ და დასაძინებლად წავიდა.
"I thought you'd like him," was all Jo said, as she slipped away to her bed.
207726.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
აინტერესებდა, რა საქმეს უნდა ჩამოეყვანა მისტერ ბეერი მათ ქალაქში და ბოლოს გადაწყვიტა, ეტყობა, სადმე დიდი ჯილდო მიანიჭეს, მაგრამ ერიდება და არ ამხელსო.
She wondered what the business was that brought Mr. Bhaer to the city, and finally decided that he had been appointed to some great honor, somewhere, but had been too modest to mention the fact.
207727.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 20
თუმცა, მისი სახე რომ დაენახა, როცა თავის ოთახში განმარტოებული პროფესორი ვინმე გრუზათმიანი, მკაცრი, უდრეკი და მომავლისკენ პირქუშად მზირალი ყმაწვილი ლედის სურათს დააცქერდა, ალბათ, ცოტაოდენი ნათელი მაინც მოეფინებოდა ამ საკითხს, მეტადრე, როცა პროფესორმა ლამპა ჩააქრო და სიბნელეში სურათს ეამბორა.
If she had seen his face when, safe in his own room, he looked at the picture of a severe and rigid young lady, with a good deal of hair, who appeared to be gazing darkly into futurity, it might have thrown some light upon the subject, especially when he turned off the gas, and kissed the picture in the dark.
207728.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
–გთხოვთ, ქალბატონო დედა, იქნებ ნახევარი საათით დამითმოთ ჩემი მეუღლე.
"Please, Madam Mother, could you lend me my wife for half an hour?
207729.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
ბარგი ჩამოგვივიდა და ემის მთელი პარიზული მოკაზმულობები გადავაქოთე, მაგრამ მაინც ვერ ვიპოვე, რაც მჭირდება, – თქვა ლორიმ, როცა მეორე დღეს მარჩებთან შევიდა და მისის ლორენსი დედის კალთაში მჯდარი დაუხვდა, თითქოს ისევ „პაწია“ გამხდარაო.
The luggage has come, and I've been making hay of Amy's Paris finery, trying to find some things I want," said Laurie, coming in the next day to find Mrs. Laurence sitting in her mother's lap, as if being made "the baby" again.
207730.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
– რა თქმა უნდა. წადი, ჩემო კარგო. დამავიწყდა, რომ აქაურობის გარდა მეორე სახლიც გაქვს, – და მისის მარჩმა ქორწინების ბეჭდიან თეთრ ხელზე მოუჭირა ემის ხელი, თითქოს თავისი დედობრივი გაუმაძღრობისთვის ებოდიშებაო.
"Certainly. Go, dear, I forgot that you have any home but this," and Mrs. March pressed the white hand that wore the wedding ring, as if asking pardon for her maternal covetousness.
207731.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
– არ შემოვივლიდი, სხვა გზა რომ მქონოდა, მაგრამ მეც ისე მჭირდება ჩემი პატარა ქალი, როგორც...
"I shouldn't have come over if I could have helped it, but I can't get on without my little woman any more than a..."
207732.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
ჩრდილოეთისა ხომ სულ არაფერი ვიცი, მაგრამ, ძირითადად, მაინც მარგებელი და თბილი ამინდები მიჭირავს, არა, ჩემო ქალბატონო?
Don't know anything about the north, but am altogether salubrious and balmy, hey, my lady?"
207733.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
წავიდეთ შინ, საყვარელო და გიპოვი მაშველს.
Come home, dear, and I'll find your bootjack.
207734.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
– რას აპირებთ მას მერე, რაც აქ დაბინავდებით? – იკითხა ჯომ და თან ემის ისე შეუკრა მოსასხამის ღილები, როგორც წინსაფრის ღილებს უკრავდა ხოლმე.
"What are you going to do with yourselves after you get settled?" asked Jo, buttoning Amy's cloak as she used to button her pinafores.
207735.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
– გეგმები გვაქვს, მაგრამ არ გვინდა, ჯერჯერობით ბევრი ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ახალთახალი ცოცხები ვართ, მაგრამ უსაქმურობას არ ვაპირებთ.
"We have our plans. We don't mean to say much about them yet, because we are such very new brooms, but we don't intend to be idle.
207736.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
ასეთი საქმე მჭირდება: დამღალა უქმად ყოფნამ; ისე უნდა ვიმუშაო, კაცს რომ ეკადრება.
I need something of the sort to keep me steady. I'm tired of dawdling, and mean to work like a man.
207737.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
– და ემი? ემიმ რაღა უნდა აკეთოს? – ჰკითხა მისის მარჩმა, რომელიც ფრიად კმაყოფილი დარჩა ლორის სიმტკიცით.
"And Amy, what is she going to do?" asked Mrs. March, well pleased at Laurie's decision.
207738.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
ასე არ არის, Madame Recamier? – ჰკითხა ლორიმ ემის და ეშმაკურად შეხედა.
"That's about it, isn't it, Madame Recamier?" asked Laurie with a quizzical look at Amy.
207739.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
– რა ბედნიერები არიან ეს ბავშვები ერთად! – შენიშნა მისტერ მარჩმა, რომელსაც ახალგაზრდა წყვილის წასვლის შემდეგ გაუჭირდა არისტოტელესთან მიბრუნება.
"How happy those children seem together!" observed Mr. March, finding it difficult to become absorbed in his Aristotle after the young couple had gone.
207740.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
– ჰო, და ალბათ ასევე გაგრძელდება, – დაუმატა მისის მარჩმა იმ ლოცმანივით, რომელმაც მშვიდობიანად შეიყვანა გემი ნავსადგურში.
"Yes, and I think it will last," added Mrs. March, with the restful expression of a pilot who has brought a ship safely into port.