მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207741.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
– გაგრძელდება, მაშ, რა! ბედნიერი ემი! – ამოიოხრა ჯომ და მერე კი გახალისებულს გაეღიმა, როცა პროფესორმა ბეერმა მოუთმენელი ხელისკვრით შემოაღო ჭიშკარი.
"I know it will. Happy Amy!" and Jo sighed, then smiled brightly as Professor Bhaer opened the gate with an impatient push.
207742.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
იმავე საღამოს, როცა მაშველთან დაკავშირებით გული საგულეს ჩაუდგა, ლორიმ მოულოდნელად მიმართა ცოლს: – მისის ლორენს! – მილორდ?
Later in the evening, when his mind had been set at rest about the bootjack, Laurie said suddenly to his wife, "Mrs. Laurence." "My Lord!"
207743.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
– ეს კაცი ჩვენი ჯოს შერთვას აპირებს.
"That man intends to marry our Jo!"
207744.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
– იმედი იმაქვს. შენ კი არა, ჩემო კარგო?
"I hope so, don't you, dear?"
207745.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
– მე თუ მკითხავ, საყვარელო, კაცური კაცი მგონია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ოღონდ იმას კი ვისურვებდი, ცოტა უფრო ახალგაზრდა და ბევრად უფრო მდიდარი ყოფილიყო.
"Well, my love, I consider him a trump, in the fullest sense of that expressive word, but I do wish he was a little younger and a good deal richer".
207746.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
თუ ერთმანეთი უყვართ, რა მნიშვნელობა აქვს, რა ხნისა ან რამდენად ღარიბები არიან.
If they love one another it doesn't matter a particle how old they are nor how poor.
207747.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
ალბათ, სწორედ მაგიტომ იყო, რომ ჩემისთანა უვარგისს გაჰყევი ცოლად.
That accounts, perhaps, for your marrying a good-fornothing like me.
207748.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
– ოჰ, ჩემო კარგო ბიჭო, ოღონდაც მაგას ნუ იტყვი!
"Oh, my dearest boy, don't, don't say that!
207749.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
როცა „ჰო“ გითხარი, საერთოდ არ მახსოვდა, რომ მდიდარი ხარ.
I forgot you were rich when I said "Yes".
207750.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
ცარიელ-ტარიელი რომ იყო, მაინც გამოგყვებოდი და ხანდახან იმასაც კი ვნატრობ, ნეტავი ღარიბი იყოს, რომ დავანახვო, რა ძალიან მიყვარს-მეთქი, – და ემიმ, რომელიც ხალხში ფრიად მედიდური იყო, შინ კი ძალზე ნაზი და თბილი, თავისი სიტყვების დამამტკიცებელი საბუთი წარმოადგინა.
"I'd have married you if you hadn't a penny, and I sometimes wish you were poor that I might show how much I love you." And Amy, who was very dignified in public and very fond in private, gave convincing proofs of the truth of her words.
207751.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
– ისეთი ანგარებიანი ვინმე ხომ არ გგონივარ, როგორიც ვცდილობდი, ვყოფილიყავი?
You don't really think I am such a mercenary creature as I tried to be once, do you?
207752.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
იცოდე, გულს მომიკლავ, თუკი არ დაიჯერებ, რომ მთელი სიცოცხლე სიხარულით ვატარებდი ნავს შენთან ერთად, იმ ტბაზე მენავედაც რომ გემუშავა.
It would break my heart if you didn't believe that I'd gladly pull in the same boat with you, even if you had to get your living by rowing on the lake.
207753.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
მაგას რა მაფიქრებინებს, როცა ჩემი გულისთვის ჩემზე მდიდარ კაცს უთხარი უარი და ახლა კი, როცა უფლება მაქვს, მიკრძალავ, იმის ნახევარი მაინც გაჩუქო, რაც მინდა?
How could I think so, when you refused a richer man for me, and won't let me give you half I want to now, when I have the right?
207754.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
შენ ხომ უკეთეს გაკვეთილებს გიტარებდნენ! ერთხანს მაშინებდა შენი ამბავი, რას იზამს-მეთქი, მაგრამ იმედი არ გამცრუებია, იმიტომ რომ ქალიშვილი დედის დარიგების ერთგული დარჩა.
You had better lessons, and though I trembled for you at one time, I was not disappointed, for the daughter was true to the mother's teaching.
207755.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
გუშინ კიდევაც ვუთხარი ეგ დედაჩვენს და ისეთი მადლობელი დარჩა, თითქოს მილიონის ჩეკი მიმეცეს, ქველმოქმედებაში დახარჯეთ-მეთქი.
I told Mamma so yesterday, and she looked as glad and grateful as if I'd given her a check for a million, to be spent in charity.
207756.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
მაგრამ თქვენ რომ არ ისმენთ ჩემს დამრიგებლობით მსჯელობას, მისის ლორენს? – და ლორი შეჩერდა, რადგან ემი სრულიად უაზროდ მიშტერებოდა სახეში. – ვისმენ და, თან, ნიკაპზე რომ ნაჩვრეტი გაქვს, იმით ვტკბები.
"You are not listening to my moral remarks, Mrs. Laurence," and Laurie paused, for Amy's eyes had an absent look, though fixed upon his face. "Yes, I am, and admiring the mole in your chin at the same time".
207757.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
სულაც არ მინდა, თვითკმაყოფილ კაცად გაქციო, მაგრამ მაინც უნდა გამოვტყდე, რომ ჩემი ლამაზი ქმარი უფრო მეამაყება, ვიდრე მთელი მისი ფული.
I don't wish to make you vain, but I must confess that I'm prouder of my handsome husband than of all his money.
207758.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
არ გაგეცინოს, მაგრამ შენი ცხვირი დიდი შვებაა ჩემთვის, – და ემიმ ნაზად, მხატვრის კმაყოფილებით დაუსვა ხელი თლილ ცხვირზე.
"Don't laugh, but your nose is such a comfort to me," and Amy softly caressed the well-cut feature with artistic satisfaction.
207759.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
– შეიძლება, რაღაც გკითხო, საყვარელო?
"May I ask you a question, dear?"
207760.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
– ჯო რომ მისტერ ბეერს გაჰყვეს, გეწყინება?
"Shall you care if Jo does marry Mr. Bhaer?"