მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207761.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
მაგაში ეჭვი გეპარება, ძვირფასო?
Do you doubt it, my darling?
207762.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
ემიმ ახედა და კმაყოფილი დარჩა.
Amy looked up at him, and was satisfied.
207763.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
ეჭვით გამოწვეული შიშის ნასახიც კი სამუდამოდ გაუქრა და სიყვარულითა და ნდობით აღსავსე მზერით გადაუხადა მადლობა.
Her little jealous fear vanished forever, and she thanked him, with a face full of love and confidence.
207764.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
ვინმე მდიდარი ნათესავი ხომ არ გამოვიგონოთ, რომელიც თავაზიანად მოკვდება გერმანიაში და მემკვიდრეობით კარგ ფულს დაუტოვებს? – თქვა ლორიმ, როცა ხელიხელგაყრილებმა გრძელ სასტუმრო ოთახში გაიარ-გამოიარეს.
"Couldn't we invent a rich relation, who shall obligingly die out there in Germany, and leave him a tidy little fortune?" said Laurie, when they began to pace up and down the long drawing room, arm in arm.
207765.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
– ჯო გვამხელს და ყველაფერს გააფუჭებს.
Jo would find us out, and spoil it all.
207766.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
მერეც ხომ აღარ იფიქრებს ეგრე, როცა სწავლული ქმარი და ერთ დუჟინი პატარა პროფესორუკა ეყოლება შესანახი.
She won't think so when she has a literary husband, and a dozen little professors to support.
207767.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
ჩვენ ჯერ ნუ ჩავერევით, მაგრამ მერე დრო ვიხელთოთ და რომც არ უნდოდეთ, მაინც ვუყოთ სიკეთე.
We won't interfere now, but watch our chance, and do them a good turn in spite of themselves.
207768.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
მე ნაწილობრივ ჯოს უნდა ვუმადლოდე ჩემს განათლებას, ჰოდა, რაკი ფიქრობს, კაცმა ვალი უნდა გადაიხადოსო, როგორმე მოვახერხებ და ასე გადავუხდი.
I owe Jo for a part of my education, and she believes in people's paying their honest debts, so I'll get round her in that way.
207769.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
– რა მშვენიერია, როცა შეგიძლია სხვებს დაეხმარო, არა?
How delightful it is to be able to help others, isn't it?
207770.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
– ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებთ, მაშ, რა!
Ah, we'll do quantities of good, won't we?
207771.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
არის ერთგვარი სიღარიბე, რომელიც დახმარების განსაკუთრებულ სურვილს მიჩენს.
There's one sort of poverty that I particularly like to help.
207772.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
არადა, დახმარების ათასი ხერხია, თუკი იცი, როგორ მოახერხო ისეთნაირად, რომ ადამიანი ნაწყენი არ დაგრჩეს.
Yet there are a thousand ways of helping them, if one only knows how to do it so delicately that it does not offend.
207773.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
უნდა გითხრა, რომ გაღარიბებულ ჯენტლმენს უფრო დავეხმარები, ვიდრე ქლესა მათხოვარს.
I must say, I like to serve a decayed gentleman better than a blarnerying beggar.
207774.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
ალბათ სწორი არ არის, მაგრამ მაინც ეგრე ვიქცევი, თუმცა უფრო ძნელია.
I suppose it's wrong, but I do, though it is harder.
207775.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
– იმიტომ რომ ამგვარ ქცევას ჯენტლმენობა სჭირდება, – აჰყვა ოჯახური აღტაცების საზოგადოების მეორე წევრი.
"Because it takes a gentleman to do it," added the other member of the domestic admiration society.
207776.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
– გმადლობ, ოღონდ ასეთი მშვენიერი ქათინაურის რა ღირსი ვარ!
Thank you, I'm afraid I don't deserve that pretty compliment.
207777.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
იმის თქმა მინდოდა, რომ როცა უცხოეთში ვუსაქმურობდი, ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანი ვნახე, რომლებიც ათასნაირ მსხვერპლს იღებდნენ და ნამდვილ გასაჭირს იტანდნენ, ოღონდაც ოცნება აეხდინათ.
But I was going to say that while I was dawdling about abroad, I saw a good many talented young fellows making all sorts of sacrifices, and enduring real hardships, that they might realize their dreams.
207778.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
– დიახ, მართლაც. მეორენაირი კლასიც არის, რომელთაც თხოვნა არ შეუძლიათ და უჩუმრად იტანჯებიან.
Yes, indeed, and there's another class who can't ask, and who suffer in silence.
207779.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 21
– მდიდარს ხალხს უფლება არა აქვს დაჯდეს და სიამტკბილობაში იყოს ან იმისთვის აგროვოს ფული, რომ მერე ვინმემ გაფლანგოს.
Rich people have no right to sit down and enjoy themselves, or let their money accumulate for others to waste.
207780.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
ვითარცა მარჩების ოჯახის უბრალო მემატიანე, ჩემს ვალს აღსრულებულად ვერ მივიჩნევ, თუკი ერთი თავი მაინც არ მივუძღვენი მის უძვირფასესსა და უმნიშვნელოვანეს წევრებს.
I cannot feel that I have done my duty as humble historian of the March family, without devoting at least one chapter to the two most precious and important members of it.