მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207781.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
თუკი ამქვეყნად რომელიმე ტყუპს ემუქრებოდა საყოველთაო თაყვანისცემით გარყვნა, ისევ პატარა ბრუკებს.
If there ever were a pair of twins in danger of being utterly spoiled by adoration, it was these prattling Brookes.
207782.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
ცხადია, მათზე შესანიშნავი ბავშვი დედამიწის ზურგზე არ შობილა და ეს ნათელი გახდება, როცა ვიტყვი, რომ რვა თვისებმა ფეხი აიდგეს, თორმეტი თვისანი თავისუფლად ლაპარაკობდნენ, ხოლო ორისანი უკვე სუფრასთან სხდებოდნენ და ისე წესიერად იქცეოდნენ, რომ ყველა შემსწრე იხიბლებოდა.
Of course they were the most remarkable children ever born, as will be shown when I mention that they walked at eight months, talked fluently at twelve months, and at two years they took their places at table, and behaved with a propriety which charmed all beholders.
207783.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
სამი წლის დეიზიმ „ნემში“ მოითხოვა, ოთხგან ამოუყარა და პარკი შეკერა.
At three, Daisy demanded a "needler", and actually made a bag with four stitches in it.
207784.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
ასევე მარჯვედ ფუსფუსებდა ბუფეტში და ისე ოსტატურად მოიხმარდა პაწაწკინტელა ქურას, რომ ჰანას თვალები სიამაყის ცრემლებით ევსებოდა, დემის ასოებს პაპა ასწავლიდა, რომელმაც ანბანის სწავლების ახალი ხერხი გამოიგონა: ასოებს ხელ-ფეხის დახმარებით გამოსახავდა და გონებისა და სხეულის ვარჯიშს აერთიანებდა.
She likewise set up housekeeping in the sideboard, and managed a microscopic cooking stove with a skill that brought tears of pride to Hannah's eyes, while Demi learned his letters with his grandfather, who invented a new mode of teaching the alphabet by forming letters with his arms and legs, thus uniting gymnastics for head and heels.
207785.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
ბიჭს ადრევე გამოაჩნდა მექანიკოსის ნიჭი მამის გასახარად და დედის გულშემოსაყრელად, რადგან სულ იმის ცდაში იყო, რა მანქანასაც ნახავდა, თვითონაც ისეთივე აეწყო და საბავშვო ოთახში მუდმივი ქაოსი სუფევდა.
The boy early developed a mechanical genius which delighted his father and distracted his mother, for he tried to imitate every machine he saw, and kept the nursery in a chaotic condition.
207786.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
ასევე – სკამის ზურგზე ჩამოკიდებული კალათა, რომლითაც ამაოდ ცდილობდა მაღლა აეზიდა თავისი მეტისმეტად მიმნდობი დაიკო, ვინც ქალური ერთგულებით იძლეოდა ნებას, რომ ძირს გაედენინებინათ ხოლმე ბრაგვანი და პატარა თავი დაერტყა, სანამ საშველად არ მოვიდოდა ვინმე, რის შემდეგაც ნორჩი გამომგონებელი გაღიზიანებით შენიშნავდა:
Also a basket hung over the back of a chair, in which he vainly tried to hoist his too confiding sister, who, with feminine devotion, allowed her little head to be bumped till rescued, when the young inventor indignantly remarked.
207787.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
ტყუპები სრულიად სხვადასხვაგვარი ხასიათის პატრონები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთს შესანიშნავად ეგუებოდნენ.
Though utterly unlike in character, the twins got on remarkably well together.
207788.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
ცხადია, დემი აწვალებდა დეიზის და, ამავე დროს, ვაჟკაცურად იცავდა ნებისმიერი სხვა მომხვდურისგან, ხოლო დეიზი სიხარულით ემონებოდა და ეთაყვანებოდა ძმას, როგორც ერთადერთ სრულქმნილ არსებას დედამიწის ზურგზე.
Of course, Demi tyrannized over Daisy, and gallantly defended her from every other aggressor, while Daisy made a galley slave of herself, and adored her brother as the one perfect being in the world.
207789.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
ეს გახლდათ ერთი იმ მომაჯადოებელ პატარათაგანი, რომლებიც, თითქოს იმისათვის არიან შექმნილნი, რომ კოცნონ და ჩაიხუტონ, მორთულ-მოკაზმულები ატარონ, პატარა ქალღმერთებივით გააღმერთონ და ყველა საზეიმო შემთხვევაში საყოველთაო აღტაცების გამოსაწვევად გამოამზეურონ.
One of the captivating children, who seem made to be kissed and cuddled, adorned and adored like little goddesses, and produced for general approval on all festive occasions.
207790.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
მისი პატარ-პატარა სათნოებანი იმდენად ტკბილი იყო, ანგელოზი გეგონებოდათ, ცოტ-ცოტა რომ არ ეცელქა და ამის გამოისობით წარმტაცად ადამიანური არ დარჩენილიყო.
Her small virtues were so sweet that she would have been quite angelic if a few small naughtinesses had not kept her delightfully human.
207791.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
მის სამყაროში მუდამ დარი იყო, ყოველ დილით ღამის პერანგისამარა აძვრებოდა ფანჯრის რაფაზე, გაიხედავდა გარეთ და, გინდ წვიმა ყოფილიყო და გინდ მზეს ეკაშკაშა, მაინც იტყოდა, „კაქი დგეა, კაქი დგე!“
It was all fair weather in her world, and every morning she scrambled up to the window in her little nightgown to look out, and say, no matter whether it rained or shone, "Oh, pitty day, oh, pitty day!"
207792.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
ყველა მისი მეგობარი იყო და უცხოსაც კი ისეთი ნდობით აკოცებდა, რომ ყველაზე უტეხი უცოლშვილოც კი მოლბებოდა ხოლმე, ხოლო ვისაც ბავშვები უყვარდა, ის ხომ მისი ერთგული თაყვანისმცემელი ხდებოდა.
Everyone was a friend, and she offered kisses to a stranger so confidingly that the most inveterate bachelor relented, and baby-lovers became faithful worshipers.
207793.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
– მე კელა მიკალს, – თქვა ერთხელ, როცა ცალ ხელში კოვზი ეჭირა, მეორეში კი – ფინჯანი და მკლავები გაშალა, თითქოს მთელი ქვეყანა უნდა ჩაიხუტოს და დააპუროსო.
"Me loves evvybody," she once said, opening her arms, with her spoon in one hand, and her mug in the other, as if eager to embrace and nourish the whole world.
207794.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
პაპა ხშირად „ბეთს“ ეძახდა, დიდედა კი ისე დაუღალავად ევლებოდა თავს, თითქოს ცდილობდა, გამოესწორებინა წარსულის რაღაც შეცდომა, რომელსაც მის გარდა ვერა თვალი ვერ ხედავდა.
Her grandfather often called her "Beth", and her grandmother watched over her with untiring devotion, as if trying to atone for some past mistake, which no eye but her own could see.
207795.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
დემი, ეს ჭეშმარიტი იანკი, ცნობისმოყვარე გახლდათ, ყველაფერი უნდოდა გაეგო და ხშირად შფოთავდა, რადგან დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ იღებდა თავის გამუდმებულ „რატომზე“.
Demi, like a true Yankee, was of an inquiring turn, wanting to know everything, and often getting much disturbed because he could not get satisfactory answers to his perpetual "What for?"
207796.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
– ცემ ფექებს ლა დაატალებს, პაპა? – ჰკითხა ერთ საღამოს ნორჩმა ფილოსოფოსმა, რომელიც დაფიქრებით ითვალიერებდა სხეულის ამ აქტიურ ნაწილებს და ისვენებდა მას მერე, რაც დიდი დავიდარაბით ჩააწვინეს ლოგინში.
"What makes my legs go, Dranpa?" asked the young philosopher, surveying those active portions of his frame with a meditative air, while resting after a go-to-bed frolic one night.
207797.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
– შენი პატარა გონება, დემი, – მიუგო ბრძენმა და მოწიწებით გადაუსვა ხელი ქერა თავზე.
"It's your little mind, Demi," replied the sage, stroking the yellow head respectfully.
207798.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
– ლა ალი პატალა გონება?
"What is a little mind?"
207799.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
– ის, რაც შენს სხეულს ამოძრავებს, ისე როგორც ზამბარა ამოძრავებდა ბორბლებს ჩემს საათში; ხომ გაჩვენე?!
"It is something which makes your body move, as the spring made the wheels go in my watch when I showed it to you".
207800.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
– ვერ გაგხსნი, ისე როგორც შენ ვერ გახსნი საათს.
I can't do that any more than you could open the watch.